|
|
მთავარი » სტატიები

1985 წელს იაპონიის კუნძულ იონაგუნიდან 300 მ-ის მოშორებით, მყვინთავმა კიჰაშირო არატაკემ წყალქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე მეგალითური ნაგებობები აღმოაჩინა.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს და ისინი 10 000 წლით დაათარიღეს. ზოგიერთი მეცნიერი კი 12 000 წელს მიიჩნევდა თარიღად. მაშინვე გაჩნდა უამრავი კითხვა: ვინ, როგორ ან რატომ ააშენა ეს უზარმაზარი პირამიდები, რომლებიდანაც ზოგი სიგრძეში 100 მეტრზე, სიმაღლეში კი 25 მეტრზე მეტი იყო? მაშინვე გაჩნა იაპონელი ატლანტებისა და ლემურიელების ვერსია – ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს გადაშენებული ცივილიზაციის ნახელავი იყო.

მათი აზრით, ოდესღაც ეს ტერიტორია ხალხით იყო დასახლებული და შემდეგ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო წყლით დაიფარა. ხოლო შენობებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. დასახელდა ვერსიაც, რომ ეს ტერიტორია წარღვნის დროს წყლის დონის აწევის გამო დაიფარა.
ბევრმა მეცნიერმა სცადა პასუხის პოვნა თუმცა უშედეგოდ. დღემდე მკაფიო პასუხი არ არსებობს. არც იაპონიის მთავრობა და არც იაპონელი მეცნიერები არ მიიჩნევენ რომ ეს კულტურული ძეგლია, შესაბამისად, ის არაა დაცული. ზოგიერთი მეცნიერის პასუხი ამ ფენომენზე არის ის, რომ ეს ნაგებობები ბუნებრივად, წყლის დინების გამო ჩამოყალიბდა. მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: განა შესაძლებელია ქვამ ასეთი იდეალურად სწორი ფორმები ბუნებრივად მიიღოს?

...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1413 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.
ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ. სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში.
მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად) 60
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1244 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

შამქორის ბრძოლა 1195 წლის 1 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის (1191-1210) წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.
აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. შედარებით მცირე ნაწილმა ქალაქის კართან გამართა ბრძოლა, უფრო დიდი ნაწილით კი დავით სოსლანმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და ღრმა რეიდი განახორციელა მტრის ზურგში. ცუდი და უვალი გზის გამო მის ლაშქარს შეაგვიანდა და ქალაქის კართან მ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1220 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებში, ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, აჭარა შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2635 მ-ის სიმაღლეზე. ციხესიმაგრის სამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა). ციხეს გააჩნია ერთადერთი საცალფეხო მისასგომი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, თედო სახოკია ასე აგვიწერს ხიხანის ანუ ხირხათის ციხეს: ხირხათის ციხე წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ კლიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკირის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმლების აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით ხუთი მაღალი კოშკი დგას, ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს, 1894წ. აქ ასულა გრაფინია უვაროსოვნა.
ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა, ციხეს ჰკონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თღონე, მარანი, ეკლესია. ხიანის ციხის აშენების ზუსტი თარირი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის Mმშენებლოს დასრულებაში დიდ ადგილი უკავია ტბელის მეუღლეს ბაგულას, ხოლო ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1236 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში – ქააბა. ქააბაში იყო შავი ქვა, რომელიც გადმოცემით ზეციდან მოევლინათ (მეცნიერთა მოსაზრებით – მეტეორი). არაბები მექაში ჩადიოდნენ არა მარტო სავაჭროდ, არამედ ქააბაში სალოცავად და შავი ქვისათვის თაყვანის საცემად. მექაში აღმართული იყო აგრეთვე რამდენიმე ასეული კერპი. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ზოგიერთ ქვას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ, რადგან მათ სულების სახლად მიიჩნევდნენ. ასეთ ქვებს შორის გაღმერთებული ჰყავდათ დიდი შავი ქვა-მეტეორი. ამ ქვის შესანახად მექაში აშენდა კუბის ფორმის სასახლე. თაყვანისცემის ამ ადგილს ეწოდა ქააბა. მუჰამედი (მაჰმადი, არაბულად: მუჰ(ხ)ამმად) იყო პირობნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს წარჩინებული კურეიშვილების ტომში. ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი ვაჭრობას ეწეოდა და საქარავნო გზებზე იუდეველებსა და ქრისტიანებს ხვდებოდა, ეცნობოდა მათ სარწმუნოებას. 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1680 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|