|
|
მთავარი » სტატიები

ამ "მფრინავი” სკულპტურების ყოველი ნაწილი კიდია უწვრილეს ძაფებზე და იქმნება შთაბეჭდილება თიტქოს ისინი ჰაერში ცურავენ. 


Category: სტატიები |
Views: 1268 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

ლაბირინთებზე ამოუცნობი ნაგებობა დედამიწაზე არ არსებობს. მასში მოხვედრილი ადამიანი ორიენტაციას კარგავს და პანიკაში ვარდება. ჩვენამდე მოღწეული, უძველეს კლდეზე ამოკვეთილი ლაბირინთი სარდინიაზე მდებარეობს.
ესპანეთში აღმოჩენილი ლაბირინთი ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წელსაა შექმნილი, ხოლო საბერძნეთის ქალაქ ფილოსში თიხის ფირფიტებზე დახაზული ლაბირინთები დაახლოებით, 3 ათასი წლისაა.
კლასიკური ლაბირინთი ცენტრიდან 7 ხაზითაა შემოსაზღვრული და მასში შედარებით ადვილად გადაადგილდებით, მაგრამ საოცრად დამაბნეველია ინგლისური "მეიზამი”, რომელშიც რამდენიმე შესასვლელ-გასასვლელი, მიხვეულ-მოხვეული რგოლები და ჩიხებია.
უნიკალურია კაიროსთან, ტბა ბირკეტ-კა-რუნის მახლობლად აღმოჩენილი ლაბირინთი. იგი დაახლოებით, ჩვენს ერამდე 2300 წელს უნდა იყოს აგებული. ლაბირინთის საერთო ფართი 70 ათასი კვადრატული მეტრია. მას უამრავი მიწისქვეშა გვირაბი და დარბაზი აქვს. მნახველებს მიწისქვეშა ლაბირინთების დათვალიერების უფლება არა აქვთ, რადგანაც იქ ფარაონებისა და ეგვიპტის წმინდა ცხოველის – ნიანგის სამარხებია. შესასვლელს წარწერაც ახლავს: "სიგიჟე ან სიკვდილი – აი, რას იპოვის აქ სუსტი და მანკიერი; ძლიერი და კეთილი კი აქ სიცოცხლესა და უკვდავებას პოვებს”. ძველად, ღმერთ სებეკის – უზარმაზარი ნიანგის პატივსაცემად იქ სარიტუალო მსხვერპლშეწირვა (მას ხშირად, ადამიანებსაც სწირავდნენ) ტარდებოდა. ძველი მანუსკრიპტების თანახმად, ლაბირინთში 30-მეტრიანი ნიანგები ბინადრობდნენ.
ყველაზე ცნობილი, მინოსის ლაბირინთი კუნძულ კრეტაზე მდებარეობდა. იგი 1900 წელს, ი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1251 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

სტოუნჰენჯი – "დაკიდებული (გელების ენაზე – "მოცეკვავე”) ქვები”. ეს სახელწოდება ასეც შეიძლება ითარგმნოს: stone – ქვა და hang – ხეტიალი, ხეტიალა, მოხეტიალე. ალბათ, გაგიკვირდებათ კიდეც – "მოხეტიალე ქვები!” საიდან წარმოიშვა და რატომ დაერქვა ამ უზარმაზარ, მონოლითურ ქვებს ასეთი უცნაური სახელი?
ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, სტოუნჰენჯის "ქვები” ცოცხლები იყვნენ. ისინი ღამღამობით დადიოდნენ ან ცეკვავდნენ, ზოგჯერ მახლობელ მდინარეზე წყურვილის მოსაკლავად ჩადიოდნენ. გელები მათ მაქციებს ეძახდნენ.
ვინ ააშენა ძეგლი?
ძველი ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი სტოუნჰენჯს აპოლონის ტაძრად მიიჩნევდა, მაგრამ არც იფიქროთ, თითქოს იგი ბერძნებს ან თუნდაც ინგლისში მოლაშქრე რომაელებს აეგოთ. სტოუნჰენჯი არც დრუიდებს ეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გღესაც ასრულებენ თავიანთ რიტუალებს ამ ნაგებობასთან.
მეცნიერთა ნაწილი ამ ძეგლის აშენებას მიაწერს ლეგენდარულ ბრიტანელ დედოფალს ბოადიცას, რომელმაც მოაწყო აჯანყება რომალეთა წინააღმდეგ. ზოგი მას ბრიტანელ მეფეთა კორონაციის ადგილად მიიჩნევს, ზოგი კი – მითური, წარღვნამდელი გიგანტების სამყოფლად; ზოგს ფინიკიელების აგებული ჰგონია, ზოგს ბელგებისა, მაგრამ…
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სტოუნჰენჯი კელტური წარმოშობის ლეგენდარულმა მოგვმა და ჯადოქარმა მერლინმა ააგო. მერლინის დროს საქსების წინამძღოლმა ჰენგისტმა თავი მოუყარა საქსებსა და ბრიტებს სოლზბერიში და აქ გამართული დიდი საბჭოს შემდეგ 460 ბრიტანელ დიდებულს მუხანათურად მოჰკვეთა თავი. ამ დიდი სისხლისღვრის
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1871 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა მომავლის პროფესიები, რომელიც ჩატარდა კომპანია ”Fast Future”-ის მიერ, რომელიც ეცადა გამოევლინა ის პროფესიები, რომელიც დღეისათვის არ არსებობენ, მაგრამ შეიძლება უახლოეს მომავალში იარსებონ…
1. სხეულის ნაწილების მწარმოებლები ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებიან ადრევე შეუკვეთავენ ახალ, გაძლიერებულ ღვიძლს, ძველის ნაცვლად, მწეველები კი ახალ, სუპერ-ფილტვებს, რათა შესაძლებელი იქნეს დღეში 100 სიგარეტის მოწევა
2. ნანო-ექიმები 2030 წლისთვის ექიმები პაციენტებს არამარტო აპენდიციტს ამოკვეთენ, არამედ ყველა მსურველს შესაძლებლობას მისცემენ და შესთავაზებენ მეხსიერების დამატებით რესურს
3. გმპ ფერმერები ასეთი ფერმერები მოიყვანენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, იმ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეული იქნება დედამიწის მოსახლეობის ზრდით.
4. ვერტიკალური ფერმერები ისინი იმუშავებენ ვერტიკალურ ცათამბჯენ სათბურებზე, რომელიც შეცვლის ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობის საქმიანობას.
5. ვირტუალური მასწავლებელი დისტანციური სწავლება დროთა განმავლობაში განდევნის ჩვენთვის კარგად ნაცნობ სტაციონალურ სწავლებას და შესაბამისად ასეთ პროფესიებზე მოთხოვნა გაიზრდება.
6. კლიმატის შემცვლელი სპეციალისტი კლიმატის ცვლილება დღეისთვის უკვე ფაქტია და ”კიოტოს პროტოკოლი” იმის დადასტურებაა, რომ მომავალში პრობლემა მხოლოდ დამძიმდება.
7. კოსმოსური ხომალდების მფრინავები კოსმოსური ხომალდების მფრინავების პროფესია გახდება ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ტრ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1328 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.
დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:„…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის".
ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.
1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა.).
1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი".
1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში".
1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი" აქვეყნებდა იგი თხზ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1471 |
Added by: NaTia |
Date: 09.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|