|
|
მთავარი » სტატიები

რობინ ჰუდი – შუასაუკუნეების ინგლისის ხალხური ეპოსის ბალადების და ლეგენდების გმირი.ლეგენდის მიხედვით ის ნოტინგემთან შერვუდის ტყეში მოქმედებდა თავის ბანდასთან ერთად.ის იბრძოდა სიმართლისათვის,ლორდებს და სხვა მდიდარ ფენათა წარმომადგენლებს ძარცვავდა და ფულს ღარიბებს უნაწილებდა. ამ ლეგენდების და ბალადების პროტოტიპის-რობინ ჰუდის ვინაობა დღესაც უცნობია.ის დაახლოებით XIV საუკუნეში ცხოვრობდა ედუარდ მეორის მეფობის დროს.არსებობს ასევე მწერალ უალტერ სკოტის ვერსია რომლის მიხედვით რობინ ჰუდი მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.
ბალადები რობინ ჰუდზე პირველად მეთოთხმეტე საუკუნეში შეიქმნა.შემდგომ საუკუნეებშიც გამოიცა რამოდენიმე ახალი ვერსია ბალადებისა,ბოლო მათგანი თარიღდება მეცხრამეტე საუკუნით შედგენილი ფრენსის ჩაილდის მიერ და მოიცავდა 40 ნაწილს.. ლეგენდის მიხედვით რობინ ჰუდი იყო თავისუფალი გლეხი,ის იყო სოფელ ლეკსლიდან რომელსაც ხშირად მისი სახელით მოიხსენიებენ.მისი ბანდა რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა,უმეტესობა იყო დახელოვნებული მეისრე.მთავარი განსხვავება რობინ ჰუდის ბანდასა და იმ დროს მოქმედ სხვა ბანდებს შორის იყო ის რომ რობინის ბანდა იბრძოდა სიმართლისათვის,ის ილაშქრებდა კლასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ და ღარიბთა უფლებებს იცავდა. ისევე როგორც მეფე არტური,ასევე რობინ ჰუდიც წარმოადგენს ინგლისური ეპოსის ლეგენდარულ სუბიექტს,რომელიც გაცდა მხატვრული ნაწარმოებების საზღვარს და დიდი პოპულარობა მოიპოვა.მასზე დღემდე იდგმება სპეკტაკლები,იღებენ ფილმებს და მულტფილმებს,უძღვნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1310 |
Added by: NaTia |
Date: 08.04.2010
|

მიუხედავად ცივილიზაციის დონის განვითარებისა, კაცობრიობამ მაინც ცოტა თუ იცის გარე სამყაროს შესახებ. თუმცა ფაქტები, რომლებიც ჩვენ ვიცით საკმაოდ საოცარი და იდუმალია…
19% მზის ენერგიას შთანთქავს ატმოსფერო, 47% — ეცემა დედამიწაზე და 34% — ბრუნდება კოსმოსში.

მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა არ აღემატება 7,5 წუთს, ხოლო მთვარის სრული დაბნელება — 104 წუთს. 
ჰიპარხეს (Ἵππαρχος, Hipparkhos) ძვ.ბერძენი ასტრომის მიერ, შექმნა პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჩვ.წელთაღრიცხვამდე 150 წელს.

მზის სისტემის მასის 99% კონცენტრირებულია მზეზე. ერთ წუთში მზე ქმნის უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე მთელი დედამიწა ხარჯავს წელიწადში. მზის სინათლის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასაკი 30 ათასი წელია. 
ენერგიას, რომელსაც ჩვენ მზისგან ვიღებთ, წარმოიშვა მის გულში 30 ათასი წლის წინ – ზუსტად ამდენი დროა აუცილებელი, რომ ფოტონებმა (სინათლის ნაწილაკებმა) ”გააღწიონ” მნათობის ცენტრიდან მის ზედაპირამდე. ამის შემდეგ ისინი დედამიწამდე აღწევენ მხოლოდ 8 წუთის შემდეგ. მზის გულის ტემპერატურა 13 მილიონ გრადუსზე მეტია და მთელმა გამომუშავებულმა ენერგიამ თავდაპირველად უნდა გაიაროს სინათლის სხვა გამოსხივების მრავალრიცხოვანი შრო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1949 |
Added by: NaTia |
Date: 08.04.2010
|

"მფრინავი ჰოლანდიელი” წარმოადგენს ლეგენდარულ იალქნიან გემ-მოჩვენებას,რომელიც განწირულია იმისათვის რომ მუდამ იდრეიფოს ოკეანეში.არსებობს მრავალი ფაქტი "მფრინავი ჰოლანდიელის” გამოჩენისა და ამას ზურგს უმაგრებს მეზღვაურთა ჩანაწერები რომელთაც იხილეს გემი-მოჩვენება.”მფრინავი ჰოლანდიელის” ხილვა ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა-ეს უფრო ცრუ რწმენას წარმოადგენდა.
ეს ლეგენდა გემ-მოჩვენების შესახებ გაჩნდა XVII საუკუნეში.ამ ლეგენდის ჩამოყალიბების ასეთი ისტორია არსებობს და ამას ისტორიკოსთა უმეტესობა მხარს უჭერს-1641 წელს ჰოლანდიელი კაპიტნის ვან დერ დეკენის ხომალდი ოსტ-ინდოეთიდან მიემგზავრებოდა ჰოლანდიაში.გემის კაპიტანს კი ამ დროს მოელანდა ახალგაზრდა,მომხიბლველი გოგონა,კაპიტანი ისე მოიხიბლა რომ მისი ცოლად მოყვანა მოინდომა,მაგრამ გოგონა ხომალდიდან ოკეანეში გადახტა და გაუჩინარდა ტალღებში.
კაპიტნის ბრძანებით დაიწყეს ამ მანდილოსნის ძებნა,ამ დროს კი ძლიერი ქარი ამოვარდა,რამაც შტორმი გამოიწვია.კაპიტანი კი მაინც განაგრძობდა მის ძებნას.ამან ეკიპაჟის პროტესტი გამოიწვია,რაც საბოლოოდ ერთ-ერთი მეზღვაურის სიკვდილით დამთავრდა-მას კაპიტანმა ესროლა.

კაპიტანმა ისე იყო მომხიბლველი მანდილოსნის ნახვის სურვილით,რომ მან ფიცი დადო-ხომალდს ვერავინ დატოვებდა სანამ ვერ იპოვიდნენ ქალს.მაგრამ ქალი რათქმაუნდა ვერ იპოვეს,რადგან ის კაპიტნის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.
ამის შემდეგ კი ჩამ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1222 |
Added by: NaTia |
Date: 08.04.2010
|

ხრესილის ბრძოლა 1757, ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია). სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ. დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა. სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას – ხრესილის მინდორზე – შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს. ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.
Category: სტატიები |
Views: 1255 |
Added by: NaTia |
Date: 08.04.2010
|

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით.
ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი "დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.
ქართული თეატრის სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული თეატრი და სხვა კულტურული ორგანიზაციები. აქ საინტერესო იყო ამპირული ნაგებობის ნაშთი – მძლავრი კოლონადა ქუჩის კორპუსის მეორე სართულის ღია გალერეისა – წინანდელი ქარვასლა. თვით თეატრი უფრო ახალი იყო, მეოცე საუკუნის ათიანი წლებისა. ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თაეტრი და კოლონადა დაანგრიეს
ქართული სათავადაზნაურო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1464 |
Added by: NaTia |
Date: 08.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|