ოთხშაბათი, 18.06.2025, 17:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
ხვალ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში, „სტუდია მონიტორის"ს მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება. 

ფილმი ეხება კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ კლიენტებს, სადაც მოთხრობილია იმ ადამიანების პრობლემები, რომლებმაც "ცენტრ-პოინტს" 2005 -2008 წლებში თანხები გადაუხადეს, კომპანიამ კი მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რამდენიმე ათასი ადამიანი კომპანიისგან ბინების გადაცემას ან ფულის დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ელოდება.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ კომპანია „დექსუსი", რომელსაც გასულ წელს „ცენტრ-პოინტი" მართვაში გადაეცა, დაზარალებულ მოქალაქეებს კაბალურ პირობებს უყენებს. 

ფილმში ნაჩვენებია "ცენტრ-პოინტის" მუშაობის სქემა, ამ სქემით ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათ დიდ ნაწილს კუთვნილი თანხების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობითაც უჭირთ. 

დღეს "ცენტრ პოინტ" ჯგუფის ქონების დიდი ნაწილი დაყადაღებულია, კომპანიის მდიდარი დამფუძნებლები საკუთარი ქონებით კლიენტების გასტუმრების ვალდებულებას არ იღებენ.
Category: ახალი ამბები | Views: 1081 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

32 პატიმარი, რომელთა ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებაც შესაბამისმა საბჭოებმა გუშინ მიიღეს, საპყრობილეებს დღეს დატოვებენ.

პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საბჭოებმა) გუშინდელ სხდომაზე სულ 32 მსჯავრდებულის საქმე განიხილეს და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს. 

როგორც სასჯელააღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, აღმოსავლეთის საბჭომ 23 საქმე, ხოლო დასავლეთისამ 9 საქმე განიხილა. 
Category: ახალი ამბები | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

ქვეყანაში კორუფცია კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება. საქართველოს სხვადასხვა საჯარო სამსახური, ამას საკუთარი მეთოდებით ებრძვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კორუფციული საქმიანობის შემცირების ახალი გეგმა შეიმუშავეს. მათი გადაწყვეტილებით, ქვეყნის საბაჟოზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც საბაჟოზე ტვირთის გადმოტანას მხოლოდ სატვირთო ავტომობილით ითვალისწინებს. 

ბაინდურაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეზღუდვები კორუფციასთან ბრძოლას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

თუკი მოქალაქეებს აქამდე ხელითა და მსუბუქი ავტომობილებით შემოჰქონდათ კონტრაბანდული საქონელი, ეს შესაბამისი სამსახურების პასიურ მუშაობაზე მიუთითებს. 

ახალი ინიციატივით, შესაძლებელია შემცირდეს დაუბეგრავი საქონლის ბაზარზე მოხვედრის წილი. ახალ ინიციატივას, უკვე მოჰყვა კრიტიკა საზოგადოებასა და ეკონომიკურ წრეებში. კერძოდ, თუკი მოვაჭრე ტვირთს მხოლოდ სატვირთო ავტომობილით შემოიტანს, მას ამისთვის ზედმეტის გადახდა მოუწევს, რაც პირდაპირ აისახება შემოტანილი საქონლის ფასზე. ამას გარდა არსებობს საფრთხე, რომ იმპორტიორი ინდმეწარმეების რიცხვი შემცირდეს, რაც მონოპოლიის წამახალისებელია. 

ფინანსისტი ნოდარ ჯავახიშვილი ,,პრესა.ჯი’’– სთან საუბარში განმარტავს, რომ ახალი გეგმა სწორი მიდგომაა და ნებისმიერ ქვეყანაში, საბაჟოზე ტვირთის გადმოტანა სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. თუმცა ექსპერტი იმ უარყოფით მხარებზეც ამახვ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1009 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ Societe Generale–ია. 

ეგვიპტეში მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციები და არეულობები, რომლებიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, ევროპის უმსხვილესი ბანკების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საერთაშორისო ანგარიშების ბანკის მონაცემებით, ევროპის საკრედიტო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ეგვიპტელებს მნიშვნელოვანი სესხები გამოუყო. 

იანვრის ბოლოს მონაცემებით, უცხოეთის ბანკებმა ეგვიპტეში 49,4 მილიარდი დოლარის სესხი გასცეს, ამ თანხის დიდი ნაწილი – 40 მილიარდზე მეტი კი სწორედ ევროპული სტრუქტურების მიერაა გამოყოფილი. 

კერძოდ, ეგვიპტელების უმსხვილესი კრედიტორები არიან საფრანგეთის ბანკები, მათ მოსდევს ეგვიპტის ყოფილი მეტროპოლია – დიდი ბრიტანეთი. ასევე მნიშვნელოვანი სესხები აქვთ ეგვიპტელებზე გაცემული იტალიურ და ამერიკულ ფინანსურ ორგანიზაციებს. 

ეგვიპტის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ბაკნი ფრანგული Societe Generale–ია, რომელიც ქვეყანაში National Societe Generale Bank–ის სახელითაა წარმოდგენილი. 

ამ ორგანიზაციის დეპოზიტებზე ამჟამად 6,2 მილიარდი დოლარი ინახება, გაცემული კრედიტების რაოდენობა კი 4 მილიარდს აჭარბებს. ეგვიპტის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციის შესაბამისად, Societe Generale–ი, ისევე როგო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 980 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით აჭარაში 23,6 %-ით მეტი ტურისტი ჩავიდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სულ აჭარაში 36 ათას 727 ვიზიტორი იმყოფებოდა, ამათგან 28 ათას 782 შიდა და 7 ათას 945 უცხოელი ვიზიტორი იყო. 

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებთან შედარებით 2011 წელს დაფიქსირდა ვიზიტორთა საერთო რაოდენობის ზრდა 23,6 %-ითაა გაზრდილი. 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აჭარაში 29 ათას 720 ვიზიტორი ისვენებდა, ამათგან 7 ათას 877 უცხოელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს აჭარაში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და სულ - 974563 კაცი შეადგინა, რაც 2009 წლის მონაცემებთან შედარებით 76%-ით მეტია.
Category: ახალი ამბები | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები