სამშაბათი, 17.06.2025, 06:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

                                        კულბითი. სამაჩაბლო.


ხათუნა ტეხოვა – Khatuna Tekhova

მე უცხოტომელს
მომენატრა ქართული სევდა
მე არაქართველს
სიყვარული მუდამ თან მდევდა

და უცხოეთში დავუჩოქე
წმინდა ნინოს ხატს,
გვედრებ წმინდანო,
შენ მოხედე ამ გატანჯულ ხალხს

ნუ დამიკარგავ სათაყვანო
ბავშვობის ხანას,
ერთ დროს სამშობლოს
და ახლა კი უცხო ქვეყანას

წმინდაო ნინო, ევედრე ღმერთს
მისვე შვილებზე
დაკარგულებზე… დაბნეულებზე…
ვით "შეშლილებზე”!!!!

ხათუნა ტეხოვა

ეს ლექსი ხათუნამ სტუდენტობის დროს დაწერა, 1990-1991 წლებში… მაშინ უკვე ვლადიკავკაზში სწავლობდა და საშინლად განიცდიდა თბილისიდან წასვლას…
იქაურობას ვერ ვეგუებიო, წერდა… ჩემი მშობლებისათვის არ უნდა დამეჯერაო, ამბობდა…
როგორია, იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენდი და მერე, იმის გამო რომ ხარ ოსი უნდა წახვიდე საცხოვრებლად ქალაქში სადაც თითქმის არავის არ იცნობ… ახალი გარემო და რაც მთავარია, წახვედი არა შენი სურვილით, არამედ იძულებით…
შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვთვლი რომ ამ ლექსით მან კველა იძულებით წასული ოსის გულის ტკივილი გვითხრა, ანუ ის, რომ მათ მთელი გულით უყვართ საქართველო და სადაც არ უნდა იყვნენ ის მაინც მათ სამშობლოთ რჩება…

ლექსი და კომენტარი მოგვაწოდა კახაბერ ჯაყე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1166 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010


კოსტა ხეთაგათი – Kosta Khetagkati.


Konstantin (Kosta) Khetagkati (Ossetic: Хетæгкаты Къоста), Kosta Khetagurov, Коста Хетагуров

კოსტა (კონსტანტინე) ლევანის ძე ხეთაგათი (ხეთაგუროვი; ოს. Хетæгкаты Леуаны фырт Къоста) დაიბადა 1859 წლის 3 (15) ოქტომბერს, სოფელ ნარში (ჩრდ. ოსეთი) — საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე.

1871-81 წლებში ხეთაგუროვი სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ოსეთში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. გარდაიცვალა 1906 წლის 19 მარტს (ყუბანის ოლქი).

პოეტი რუსულსა და ოსურ ენებზე წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და სტატიებს. ბეჭდვითი ორგანოს არარსებობის გამო მისი ნაწარმოებები ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები იბეჭდებოდა გაზეთებში "სევერნი კავკაზი”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც თავად გახლდათ და "კაზბეკ”-ში.

1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა" (ოს. «Ирон фæндыр»), რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1287 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

ივანე თარბა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1184 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

გამოჩენილი აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი, დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа) დაიბადა 1874 წლის 9 თებერვალს (21 თებერვალი), სოფელ უარჩაში (ახლანდელი სოხუმის რაიონი) ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობაში გულიას ოჯახი, ისევე როგორც ბევრი აფხაზები, თურქეთში გადაასახლეს. მამამ შეძლო ოჯახის სამშობლოში დაბრუნება.


სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი. მას ეკუთვნის შრომები აფხაზურ ენაზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ქრესტომათია და სასწავლო სახელმძღვანელოები.

1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის” რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1925 წელს გამოსცა "აფხაზეთის ისტორია”, რუსულ ენაზე.


დიმიტრი გულიას პოეზია მხატვრული დონით გამოირჩევა. მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912, 1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1279 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010


                გიორგი შერვაშიძე.


აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრისა და ალექსანდრა დადიანის ვაჟი. ქართული ენა იყო მისი მეორე ენა, ამიტომ კარგად იცნობდა ძველ და ახალ ქართულ მწერლობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს.

60-იანი წლების დასაწყისში თბილისის მეფისნაცვლის ადიუტანტი იყო. რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1866 წელს ამბოხებულმა აფხაზებმა მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ ამბოხება ჩაახშეს და შერვაშიძე რუსეთში გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მშობლიურ ქალაქში, სოხუმში, მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1642 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

« 1 2 ... 158 159 160 161 162 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები