|
მთავარი » სტატიები
ასე უწოდებდნენ ძველად კივის ჩინეთში, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი უძველესი დროიდან გამოიყენება ნერვიულობის მოსახსნელად, სახსრების, შარდკენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად. კივი კარგად ინახება, მისგან ამზადებენ ჯემს, ჟელესა და წვენს, ამატებენ ბოსტნეულის სალათებს, თევზისა და ქათმის კერძებს.
მისი არომატი პიკანტურ გემოს სძენს ნებისმიერ ჯემს. მაგრამ კივის უზომოდ მიღებამ შეიძლება მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. განსაკუთრებით ეს ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. მეცნიერების აზრით, კივი არ უნდა მისცენ 1 წლამდე და ალერგიისადმი მიდრეკილ 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1447 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
გთავაზობთ არაყზე დამზადებულ ხალხურ რეცეპტებს:
სახსრების ტკივილის დროს - ქაფურის პატარა ნატეხი მოათავსეთ 0,5-ლიტრიან ქილაში, დაასხით 1/3 სკიპიდარი, 1/3 მცენარეული ზეთი და 1/3 არაყი. გააჩერეთ რამდენიმე დღე. საღამოს ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. გამოყენების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ.
ათეროსკლეროზის დროს - ხორცსაკეპში გატარებულ 200 გ ნიორს დაასხით 200 მლ არაყი და 10 დღით შეინახეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ, ნაყენს დაამატეთ 50 გ თაფლი და 30 მლ 20%-იანი დინდგელის (პროპოლისის) სპირტიანი ნაყენი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ კიდევ 3 დღე. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე შემდეგი ს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1193 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, ადამიანს მატებს სიმხნევესა და ხსნის დაღლილობის გრძნობას დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
სხვათა შორის, ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპორტსმენების ექიმები. მათი დაკვირვებით, სპორტსმენები, რომლებიც დღეში 2-3 ფინჯან ყავას სვამენ, კოფეინი, რომელსაც ეს არომატული სასმელი შეიცავს, ასტიმულირებს რა ნახშირწყლების ათვისებას, ხელს უწყობს გაზრდილი ფიზიკური დატვირთვისადმი მათ ამტანიანობას და სწრაფად აღადგენს კუნთების ტონუსს.
გარდა ამისა, ყავა კარგია სახის კანის ელასტიკურობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. გთავაზობთ რეცეპტს:
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1084 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 არცთუ უსაფუძვლოა, როდესაც ციტრუსებიდან რომელიმე მეტად გიყვართ. ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი და გრეიპფრუტი შეიცავს, სამკურნალო თვისებები აქვს. თითოეული ჩვენგანი ინსტინქტურად ეტანება იმ ნაყოფს, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.
მაგალითად, ლიმონის მოყვარულს უყვარს სტაბილურობა და კომფორტი, ვერ იტანს მცირე უწესრიგობასაც კი, მისი მთავარი მტერია ვირუსული ინფექციები და სუსტი სისხლძარღვები. სასურველია ლიმონის მოყვარულები ესტუმრონ ნევროპათოლოგს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შაკიკი და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია აწუხებთ, ასევე - გასტროენტეროლოგს, პროქტოლოგს, უროლოგსა და ჰეპატოლოგს, რათა თავი დაიზღვიონ კუჭქვეშა ჯირკვლის, ჰემოროის, თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისგან.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1436 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 იმის გამო, რომ ზამთარში ცივა და დღე მოკლეა, ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, იმატებს წონაში, ორგანიზმში ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, გროვდება "ცუდი" ქოლესტერინი... წინააღმდეგობა რომ გაუწიოთ ზამთრის ჰიპოდინამიკას, რაციონში უნდა გაითვალისწინოთ უჯრედისებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც კუჭ-ნაწლავს ტოქსინებისაგან "ჯაგრისივით" ასუფთავებენ.
ძალიან ბევრ უჯრედისს შეიცავს ძირნაყოფა (ძირხვენა, ფესვფეხიანი) ბოსტნეული. მათ შორის პირველ ადგილზეა სტაფილო, რომელიც შეიცავს ბევრ კაროტინს (პროვიტამინი A), B1,B2,B6, C, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს - კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს... სტაფილო აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მსუბუქი გამხსნელი თვისება, სასარგებლოა გულისთვის. მისი შემცველი წამლები ხსნის გულის კუნთების სპაზმებს, გამოიყენება ათეროსკლეროზის, კორონალური უკმარისობის (სტენოკარდიის) სამკურნალოდ. ძველად გამხმარ სტაფილოს ფოჩს ჩაისთვის იყენებდნენ, ხოლო ცაცხვის ყვავილთან და თაფლთან ერთად - გაცივების დროს.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1439 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|