|
მთავარი » სტატიები
ადამიანი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე უძველესი დროიდან ზრუნავდა და ამისთვის მცენარეულ ექსტრაქტებსა თუ ელექსირებთან ერთად რძესაც იყენებდა. რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში და რა ადგილი უკავია დღეს კოსმეტოლოგიაში რძესა და მის პროდუქტებს? სწორედ ამაზე გვესაუბრება კოსმეტოლოგი ნათელა მესტიაშვილი. - ქალბატონო ნათელა, როგორ იყენებდნენ ძველად რძესა და მის პროდუქტებს კოსმეტიკური მიზნით?- მშვენიერი ქალბატონები რძესა და რძის პროდუქტებს დასაბანად და კანის დასარბილებლად უხსოვარი დროიდან მოიხმარდნენ. კლეოპატრა სილამაზის შესანარჩუნებლად უნიკალურ რძის აბაზანებს იღებდა. უძველესი რომაელები მიიჩნევდნენ, რომ ნაოჭების გასაქრობად სახედრის რძეზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ლეგენდის თანახმად, ნერონის მეორე ცოლი, უმშვენიერესი პოპეა, რეგულარულად იღებდა სახედრის რძის აბაზანებს და მგზავრობის დროსაც კი ხუთასამდე სახედარი თან მიჰყავდა. საზოგადოდ, ითვლებოდა, რომ რძე კანს ახალგაზრდობასა და მშვენიერებას უბრუნებდა. დიდი მედიკოსი ავიცენა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სწორედ რძის სმას გვირჩევდა. იგი ამტკიცებდა, რომ რძისა და თაფლის რეგულარული მიღება კანის ფერს აუმჯობესებდა და ლაქებს აქრობდა. როგორც ძველად ამბობდნენ, ვერაფერი შეედრება ახალგაზრდობას - ვერც გენიოსის ბრწყინვალება, ვერც სიბრძნე და ვერც სულის მშვენიერება. იმ ქალებისთვის, რომელთაც დაბერება არ სურთ, დღევანდელი კოსმეტოლოგები ათასგვარ საშუალე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1150 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
Category: სტატიები |
Views: 1084 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ჰერპესვირუსული ინფექციის შესახებ გვესაუბრება კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვახტანგ კვირკველია. - ბატონო ვახტანგ, მიუხედავად იმისა, რომ ჰერპესვირუსზე არაერთხელ დაგვიწერია, მისდამი მკითხველის ინტერესი არ ცხრება. როგორც ჩანს, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის ჰერპესვირუსის რამდენიმე სახეობა არსებობს და ყოველი მათგანი სხვადასხვა ტიპის დაზიანებას იწვევს... - ამჟამად მეცნიერები ჰერპესის ასამდე სახეობას იცნობენ, მაგრამ ადამიანს მხოლოდ რვა მათგანი ემუქრება. ადამიანის ჰერპესვირუსებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია I ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-I ანუ აჰვ-I) და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-II ანუ აჰვ-II). ადამიანის მჰვ-I-ით ინფიცირების შედეგია სახისა და ზედა კიდურების კანის სხვადასხვაგვარი დაზიანება. მჰვ-II-ით ინფიცირება სასქესო ორგანოთა დაზიანებასა და ახალშობილთა დაავადებებს იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად გენიტალიური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა პირველი ტიპის ჰერპესვირუსით არის გამოწვეული, რაც არატრადიციული სქესობრივი კავშირების შედეგია. III ტიპის ჰერპესვირუსით (აჰვ-III ანუ ზოსტერი) ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას - ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს ანუ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1715 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფთორით, კაროტინებით C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით მდიდარი ყვავილოვანი კომბოსტო არა მარტო გემრიელი, არამედ ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო საკვებია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
ენზიმები, რომელსაც ეს მცენარე შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოდევნას. გარდა ამისა, ეს დაბალკალორიული კომბოსტო ანაყრებს და ხელს უშლის წონაში მომატებას. როგორც საუკეთესო სამკურნალო დიეტური საკვები, ის რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომელთაც შეკრულობა აწუხებთ, მოზრდილებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, აწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის პათოლოგიები და სხვა.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1181 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 იმის გამო, რომ საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში უშვილო წყვილების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, სუროგატი დედობის მსურველთა რაოდენობაც შესაბამისად იზრდება. ამ სერვისით სარგებლობენ როგორც ქართველი უშვილო წყვილები, ასევე უცხოელებიც.
სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც უშვილო წყვილის ნაყოფს მუცლით ატარებს და არავითარი გენეტიკური კავშირი არ აქვს ჩასახულ ემბრიონთან. უფრო დაწვრილებით სუროგატი დედობის შესახებ ""კვირის პალიტრას"" ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს კოორდინატორი თამარ გვაზავა ესაუბრა:
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1621 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|