|
მთავარი » სტატიები
 ბანანი ზღაპრული ხილია, რომელიც მშვენივრად კლავს შიმშილის გრძნობას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიითა და სასარგებლო ნივთიერებებით.
ვყიდულობთ რა ბანანს, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ მისი გარეგნობა: ფერი, შავი ლაქების არსებობა ან არარსებობა, ნაყოფის სიდიდე და სიმწიფის სტადია.
კარგ ბანანს აქვს წვნიანი ყვითელი ფერი, აქვს გლუვი, მბზინავი ზედაპირი, არ უნდა ჰქონდეს მეტისმეტად წიბოვანი ფორმა, სიგრძით 20 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს, მოცულობა კი – 3–4 სმ–ია. ზედაპირზე შავი ლაქები იმის მანიშნებელია, რომ ხილმა მაქსიმალური შაქრიანობა მოაგროვა, ხოლო როცა მთელი ზედაპირი შავია, ეს ნიშნავს, რომ მიმწოდებელმა ვერ შეძლო პროდუქციის საჭირო სახით შენახვა. თუმცა, ისეთ ნაყოფიც კი, რომელიც ძალიან ჯანმრთელად ვერ გამოიყურება, სულაც არ არის საკვებად სახიფათო.
ჩვენთან ძირითადად იყიდება სუფრის ბანანები. ამას გარდა, არსებობენ სადესერტო და ბოსტნეულის ბანანები. როგორც წესი, მათი სიგრძე 8–12 სმ–ია, კანი თხელი აქვს, გემო კი თაფლისმაგვარი და უფრო ტკბილი, ფასითაც ორჯერ ძვირია. არსებობს ბანანის ნაირსახეობა, მათ შორის ვაშლის გემოთი, რომელსაც მიირთმევენ მაშინ, როცა ნაყოფი მთლიანად შავდება. არსებობს წითელი ბანანი, რომელიც სუფრის ბანანს ჰგავს, მაგრამ წითელ–ყავისფერი, წითელ–ბორდოსფერი კანი აქვს, ხოლო ნაყოფი კი – ვარდისფერი.
ბანანს აქვს ვიტამინე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1064 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა მჟავანაძე, სამ დაში ნაბოლარა იყო, ამიტომ განსაკუთრებით გამოარჩევდნენ და გზაც უფროსებისგან განსხვავებული აირჩია. მათი ოჯახის ქალები ექიმები იყვნენ, ის კი მამის მსგავსად მსახიობი გახდა. დღეს ახალგაზრდა მსახიობები მოფერებით დედას ეძახიან. წლებია, სხვადასხვა ფილმისთვის, პროექტისთვის მსახიობებს არჩევს, კასტინგებს ატარებს. რეჟისორები მას ენდობიან, იციან, რომ მისი შერჩეული არტისტი როლს თავს გაართმევს, რადგან ალღო არასოდეს ღალატობს. მან ბევრ მსახიობს გაუკვალა გზა. თავად კი, ისევე როგორც მისი თაობის ბევრ მსახიობს, როლები დააკლდა...
მამის ნაკვალევზე
– მამაჩემი, კუკური, მსახიობი გახლდათ. სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე იყო. პარალელურად სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში სახალხო თეატრში მუშაობდა, რომელსაც იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერი დასი ჰყავდა. უამრავი გასტროლი ჰქონდათ, სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდნენ. მამაზე დღემდე ლეგენდებს ყვებიან. ის ხალხისთვის ცხოვრობდა. სრულიად უცხო ადამიანებსაც კი ეხმარებოდა. დღესაც მის ნაკვალევზე დავდივარ.
დედაჩემი, ეთერ დადიანი, ცნობილი კარდიოლოგი გახლდათ. მე ნაბოლარა, მესამე შვილი ვიყავი. მე რომ 10 წლის ვიყავი, ჩემს დებს უკვე შვილები ჰყავდათ, ამიტომ დედისერთასავით ვიზრდებოდი, მანებივრებდნენ, მათამამებდნენ.
დებმა დედის გზა აირჩიეს და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარეს. ჩემი მო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1975 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ყოფილი ტელეწამყვანი თამუნა გომართელი უკვე წელიწადნახევარია, რაც ეკრანზე არ ჩანს. ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, თამუნა სამოდელო ბიზნესში ჩაერთო და თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუმცა, როგორც ჟურნალისტი "გუმბათთან" საუბრისას აღნიშნავს, მას ძალიან ენატრება ჟურნალისტიკა. აპირებს თუ არა ისევ ტელევიზიაში დაბრუნებას, რომელ არხზე ვიხილავთ ყველაზე ენერგიულ ჟურნალისტს და რა ცვლილებებია მის ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამას თავად თამუნა უამბობს ექსკლუზიურად მხოლოდ "გუმბათის" მკითხველს.
– სად გაქრა თამუნა გომართელი, რას საქმიანობთ ამჟამად?
– მე გასული წლის სექტემბრიდან გავქრი ეკრანიდან და მთლიანად გადავინაცვლე სამოდელო და შოუ–ბიზნესში. ფინანსურად ეს უფრო მომგებიანია ჩემთვის, რადგან დღეს ტელეკომპანიებში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბოლო 2 წელია, კონტრაქტი მაქვს გაფორმებული საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაციასთან შტეუკქწვუდ შტეუკტფეშწტფდ პკწგზბ რომლის ოფიციალური წარმომადგენლობებიც ფუნქციონირებს მსოფლიოს 5 კონტინენტის 40–მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მე ქართული ოფისის დირექტორი გახლავართ. წელს, 10 ოქტომბერს, ჩვენი მოდელი გაემგზავრა მსოფლიო ფინალზე ცენტრალურ ამერიკაში, სადაც ტოპ–ათეულში მოხვდა და ერთ–ერთი პრესტი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1649 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 პოეტი და საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს გადაწყვეტილება შვეიცარიის სამმა ინსტიტუციამ მიიღო. თუმცა, ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ამას წინ ბევრი რამ უძღვოდა: თარგმანები საჟურნალო გამოცემებში, პერიოდულ ლიტერატურულ პრესაში, გაზეთებში; მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა თურქეთში – სტამბოლში; გერმანიაში – ბერლინის გამომცემლობა "ფრილინგის" მიერ; არის გამოცემული რუსეთში – მოსკოვში; იტალიაში გამომცემლობა "ლა ლონტრას" მიერ, აგრეთვე ამერიკაში – ნიუ–იორკში. ამ წიგნებს თან ახლდა ბევრი პრეზენტაცია სხვადასხვა ქვეყნებში. გამომცემლები, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველთვის ცდილობენ, სხვადასხვა ქალაქებში რეკლამირება გაუწიონ და პრეზენტაციები გამართონ. პოეზია, რომანებსა და პროზასთან შედარებით, ნაკლებად იყიდება, ამიტომ წიგნის საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდა საღამოებზე, კაფეებში, მოედნებზე, მედიჩების სასახლეში, ბოჩელის სასახლეში, სხვადასხვა შერეულ ინტერიერებში.
– ბატონო დათო, ნობელის პრემიაზე კიდევ ერთი ქართველი შემოქმედის, ბესიკ ხარანაულის პოეზიაა წარდგენილი, ალბათ თქვენთვის ბევრს უკითხავს, აღიქვამთ თუ არა მას კონკურენტად?
– საქართველოს სინამდვილეში ეს უხერხულობა იქნება. მთელი სამყაროა წარდგენილი და ჩვენთვის არაა კონკურენცია.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1124 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ბუნებაში არსებულ მრავალი სახეობის გვირილებს შორის გვხვდება სამკურნალო გვირილაც, რომლის ბოტანიკური სახელწოდება ლათინურად არის Matricaria chamomilla. იგი ერთწლიანი, 35 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია, ფრთისებრ განკვეთილი. კალათები სხედან სათითაოდ ყვავილის გრძელ ყუნწზე ტოტების კენწრულ ნაწილში და აქვთ თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილები. კალათის საერთო საფარველი კრამიტისებრია. კიდურა ბუტკოიანი, ყვავილების რიცხვი კალათაში იცვლება 12-დან 17-მდე, ისინი თეთრი ფერისაა, სამკბილიანი, ენისებრი გვირგვინით. შიგნითა ყვავილები ხუთკბილიანია. ყვავილსაჯდომი კონუსისებრია, შიშველი, უაპკო, შიგნით ღრუ. გამშრალი კალათის დიამეტრი 5-8 მმ-ია. კალათა იშლება თანდათანობით. ყვავილობის დასაწყისში ენისებრი ყვავილები აღმართულია ზევითკენ, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, ყვავილობის შემდეგ სტადიაში ენისებრი ყვავლების ფურცლები იღებენ ჰორიზონტალურ მდებარეობას, ყვავილსაჯდომი იჭიმება და ყვავილობას იწყებენ ქვედა მილისებრი ყვავილები, ამის შემდეგ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1073 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|