კვირა, 13.07.2025, 17:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

არსებობენ ქალები, რომელთა სილამაზე უკვდავია, ვისი გრაცია და აუხსნელი ხიბლი უეჭველია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მშვენიერ ქალბატონებს უწოდებენ, ხან კი სპეტაკი სილამაზის გენიოსებს დაარქმევენ ხოლმე.

ოდრი ჰეპბერნი ერთ-ერთი მათგანია – თხელი, სიფრიფანა, დახვეწილი, ნაზი, როგორც მინდვრის ყვავილის არომატი ან გაზაფხულის ნაზი ნიავი.

გგონია, რომ ასეთი ლამაზმანების ცხოვრება სიამოვნებისა და გამარჯვებების მთელი წყებაა.

მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?!.

* * *

...Andrey Kathleen Hepburn Ruston 

1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა. მსოფლიოში სასტიკი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. გერმანიაში ხელისუფლებისკენ ილტვოდნენ ნაცისტები, საბჭოთა კავშირში "დიდი გარდატეხა” მიმდინარეობდა. 

ჯონ ვიქტორ რასტონ-ჰეპბერნისა და მისი მანერული ლამაზმანი მეუღლის ელა ვან ჰეემესტრას შეეძინა გოგონა, რომელსაც ოდრი კეტლინი დაარქვეს. 

ოდრის დედა ძალაუფლებისმოყვარე, სისუსტეების მიმართ შეურიგებელი, მაღალი საზოგადოების ქალბატონი იყო. არისტოკრატი სულითა და სისხლით, არ ითმენდა შეწინააღმდეგებას.

ბავშვობიდან ოდრის ესმოდა: "ნამდვილი ქალბატონის წონა არ შეიძლება 46 კილოგრამზე მეტი იყოს!” ყველა, ვინც მოგვიანებით მისი ბრწყინვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა ალბათ არც კი დაფიქრებულა, რა ძვირად უღირდა იდეალური აგებულება. ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1087 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

საიდან: ჯულია ანა მაზინა 1921 წლის 22 თებერვალს სან-ჯორჯო დი პიანოს დასახლებაში დაიბადა, ბოლონიის მახლობლად, მასწავლებლისა და მსახურის ოჯახში. უფროსი იყო ოთხ შვილს შორის. თეატრის, მუსიკისა და ცეკვის მიმართ ინტერესს ბავშვობიდანვე ავლენდა.

დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ დეიდასთან გაგზავნეს, რომ რომში სწავლა გაეგრძელებინა. მაზინა პიანისტობას აპირებდა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩააბარა. მოგვიანებით თანამედროვე ლიტერატურის მასწავლებელი გახდა.

სკეტჩების უცნობი ავტორი "ფედერიკო”:სტუდენტურ ექსპერიმენტულ თეატრში თამაშობდა. შემდეგ თეატრმა კვირინომ მიიწვია. გაძლიერებულად მუშაობდა დიქციაზე, და, ჩრდილო-იტალიური აქცენტისგან გასათავისუფლებლად რადიოში მუშაობდა. სახალისო სკეტჩებში თამაშობდა, სახელწოდებით «ჩიკო და პოლინა», რომელსაც ხელს უცნობი ავტორი "ფედერიკო” აწერდა.

ეს ავტორი დამწყები კარიკატურისტი, იუმორისტული ჟურნალის "მარკუს ავრელიუსის” თანამშრომელი ფედერიკო ფელინი აღმოჩნდა. მან დაურეკა ჯულიეტას და უთხრა, რომ ამ პიესის მიხედვით, ფილმის გაკეთებას აპირებს და შეხვედრა სთხოვა... 1943 წლის ოქტომბერში ფელინი და მაზინა შეუღლდნენ. ფედერიკოს თხოვნით ჯულია ჯულიეტა გახდა.

მაზინა კინომ გაიტაცა. მაგრამ პროდიუსერები საკმარისად ლამაზად არ მიიჩნდევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ფელინი ერთი მეორის მიყოლებით სცენარებს წერს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1111 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ოფიციალურად მომავალი კინოლეგენდა ქვეყანას 1901 წელს მოევლინა, თუმცა თავის ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე  იმის დამტკიცებას ცდის, რომ სინამდვილეში 4 წლით გვიან დაიბადა. სკოლა არასდროს აინტერესებდა, ამიტომ სწავლა სიმწიფის ატესტატის მიღებამდე გაცილებით ადრე მიატოვა. არც ქარაფშუტა ყოფილა როდესმე. სკოლის მოსაწავლე იყო, როცა თავისი დაქალის რვეულში ჩაუწერია: «ბედნიერება, ბოლოს და ბოლოს, ბეჯით და გულმოდგინე ადამიანებთან მიდის».

ადრეული წლებიდან აღმერთებდა ორ რამეს – კინოს და მუსიკას. როცა XX საუკუნის დასაწყისის ვარსკვლავის ჰენი პორტენის მისამართი როგორღაც გაიგო, ყოველ დღე მიდიოდა მის ფანჯრებთან და ვიოლინოზე სერანადებს უკრავდა. მერე ადგილობრივი კინოთეატრის ორკესტრში მოეწყო, მალე გაათავისუფლეს,  დირიჟორის აზრით, გოგონა მუსიკოსებს ყურადღებას  თავისი ლამაზი ფეხებით უფანტავდა.

მარლენის ფეხები მხოლოდ ორკესტრანტებს როდი იპყრობდა. მალე მათ წინაშე ქედს მთელი მსოფლიო იხრიდა.  მანამდე კი, ერთ-ერთ თეატრში მოეწყო, გამოდიოდა სცენაზე და აკეთებდა "ველოსიპედს”. სპექტაკლებისგან თავისუფალ დროს გრძელწინდების რეკლამაში იღებდნენ. დიტრიხის შესახებ პირველი ჭორი ვრცელდება – მისი ფეხები 1 მილიონ მარკადაა დაზღვეულიო.

კინოდებიუტი 1922 წელს  ფილმ "პატარა ნაპოლეონში” შედგა და მაინცდამაინც დიდი გარდატეხა არ შეუტანია მსახიობის ცხოვრებაში. მოგვიანებით მარლენი დაწერს, რომ, რო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რომ გააღვიძოთ საშუალოსტატისტიკური რუსი შუაღამით და შეეკითხოთ, ვინ არის პოლინა ვიარდო, - დაუფიქრებლად გიპასუხებთ: როგორ თუ ვინ არის? ქალი, რომელიც 40 წელი უყვარდა ტურგენევს!

და პრაქტიკულად არავის გაახსენდება, რომ "ტურგენევისეული ქალიშვილების” აღწერილობაში ძალიან ცოტაა პოლინა.

თუ გსურთ მისი შინაგანი სამყარო შეისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის მიხედვით, მიმართეთ სულ სხვა ავტორის რომანს - ჟორჟ სანდის ლეგენდარულ "კონსუელოს”. მთავარი გმირის წინასახეს სწორედაც რომ ის - მიშელ პოლინა ფერნანდა  გარსია-ვიარდო წარმოადგენდა, საოპერო სცენის ვარსკვლავი, საოცრად მრავალმხრივი ნიჭის მქონე ქალი.  

იგი იყო არც თუ ისე მაღალი, ოდნავ მოხრილი, მეტყველი შავი თვალები და დიდი პირი ჰქონდა.

იმდენად ულამაზო იყო რომ ჰაინე მის გარეგნობას ეგზოტიკურ და საშინელ პეიზაჟს ადარებდა. წარმოუდგენლად მოგეჩვენებოდათ, რომ ამ შავტუხა ბაყაყუნას შეუძლია ასეთი ბრწყინვა და გულების დაპყრობა. მაგრამ საკმარისი იყო პოლინა სცენაზე გამოსულიყო, იგი თითქოს იხსნიდა მსხვილ ჯავშანს, რომელშიც ნაზ და ფაქიზ სულს მალავდა, - და განცვიფრებული პუბლიკა კენჭის ნაცვლად მარგალიტს ხედავდა. მუქი თვალები უბრწყინავდა, სახე უცისკროვნდებოდა შინაგანი სინათლით. ხმა კი... ხმა ისეთი ჰქონდა, რომ თვით ვარვარა ტურგენევაც კი, მწერლის დედა, რომელიც გულწრფელად ვერ იტანდა ვიარდოს, აღიარებდა:- ,,რა საოცარი ხმით მღერის ეს ბოშა!”< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1055 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ესპანეთში, კუბაზე, ფილიპინის კუნძულებზე და აშშ-ში 2007 წელს ათასგვარი ღონისძიება ჩატარდა ამ მხატვრის მეასე დაბადების დღის აღსანიშნად, რადგან ეს ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა გასული საუკუნის ხელოვნების სამყაროდან.

* * *
მაგდალენა კარმენ ფრიდა კოლო-ი-კალდერონი...

დაიბადა 1907 წელს მეხიკოში და ოჯახში მესამე ბავშვი იყო.

მამა, ებრაელი, გერმანიიდან წამოსულა და პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო, დედა – ესპანელი, რომელიც ამერიკაში დაბადებულა. 
პოლიომელიტმა, რომელიც გოგონამ 6 წლის ასაკში გადაიტანა, ის დააკოჭლა (ერთი ფეხი მეორეზე თხელი გახდა), და ფრიდა ამას მალავდა იმისთ, რომ რამდენიმე გრძელწინდას ერთად იცვამდა.  თანატოლები დასცინოდნენ, აჯავრებდნენ, ამგრამ, ამის მიუხედავად, გოგონა ბოქსშიც ვარჯიშობდა,  ცურავდა და ფეხბურთსაც კი თამაშობდა. 

მაგრამ 17 სექტემბერს  1925 წელს ფრიდას ცხოვრებაში მეორე ტრაგედია მოხდა: ავტომობილი, რომლითაც ის მგზავრობდა, ავარიაში მოხვდა და ტრამვაის დაეჯახა. ტრამვაის რაღაც ნაწილი მუცელში შეერჭო და მეორე მხარეს გამოვიდა, დაიმტვრა ორი მალა, ფეხი, სამ ადგილას დაზიანდა ხერხემალი, დაიფშვნა კუდუსუნის ძვალი. და დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. გოგონა სულ 18 წლის იყო და უბედურებას აჯობა – გაიმარჯვა.

***
სწორედ ამ დროს დაკავდა ფერწერით სერიოზულად, საგანგებოდ გაუკეთეს ხელსაწყ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები