ორშაბათი, 14.07.2025, 05:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

«ჩემი ალბომები ფრთხილად უნდა მიიღოთ. თუ გამონაყარს შენიშნავთ, სასწრაფოდ მიატოვეთ და მაშინვე მიმართეთ ექიმს…»

* * *

კითხვაზე "ვინ არის?" პასუხი არაერთგვაროვანია – ალკოჰოლიკი, მაწანწალა, სამაგალითო მეოჯახე, სოფლელი, ფილოსოფოსი, კონსერვატორი, მუსიკოსი, კინომსახიობი, შოუმენი... ბევრ რესპექტაბელურ ადამიანს უყვარს, თუმცა მათზე არასდროს წერს. არ სჭირდება იყოს ორიგინალური და ექსცენტრიული. ექსცენტრულობა სისხლში აქვს და ეს პრაქტიკულად ყველაფერში მჟღავნდება. 

იმათი რიცხვიდანაა, სამოთხეში მოხვედრას რომ არ აპირებენ. შიშობს, რომ იქ ღამის კლუბები არ იქნება და სრულიად დარწმუნებულია, რომ ნაცნობ–მეგობრებიდან იქ ვერავის ნახავს.

მოსწონს თავისი სიმღერების რადიოში მოსმენა. რადგან ეს ძალიან იშვიათი სიამოვნებაა – მისი ალბომები რადიოსადგურების ფონოტეკაში ძირითადად არ ხვდება. ამიტომ ერთი–ორჯერ თუ გაუგონია ეთერში –ამბობს, საკმაოდ სახალისოდ ჟღერსო.

მისთვის მიუღებელია მუსიკის კომერციული მიზნით გამოყენება – მაგალითად, რეკლამაში. სასამართლოში გაიმარჯვა კიდეც ფირმა "Frito-Lay"–სთან , რომელიც მის "Step Right Up"–ის მელოდიას იყენებდა სარეკლამო კამპანიაში. ე.წ. „ქავერ–ვერსიები" კი მოსწონს. მა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1261 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ბევერლი სილსი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლადაა აღიარებული - "ამერიკული ოპერის პირველი ლედი", ასე მოიხსენიებენ მას დღესაც. ჟურნალ "ნიუ-ორკერის" მიმომხილველილი არაჩვეულებრივი აღფრთოვანებით წერდა - "მე რომ შემეძლოს რეკომენდაცია გავუწიო ტურისტებს, ნიუ ორკის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად,  ბევერლი სილსს დავაყენებდი პირველ ადგილას სხვა ღირშესანიშნაობებს შორის,  უფრო მაღლა, ვიდრე თავისუფლების ქანდაკება დგას.

სილსის ხმა გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სიმსუბუქით და ჟღერადობით. იგი  იპყრობდა მაყურებელს თავისი სცენური ტალანტით და საოცარი გარეგნული მომხიბვლელობით. მისი გარეგნობის აღწერისას, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ასეთი სიტყვები მოიშველია - სლავური მოყვანილობის სახე, წაბლისფერი თვალები, აწეული ცხვირი, სავსე ტუჩები, კანის მშვენიერი ფერი და მომხიბვლელი ღიმილი, ყოველივე ეს უზადო პორტრეტს ქმნის, მაგრამ მთავარი მის გარეგნობაში არის წვრილი წელი, რომელიც დიდი განძია საოპერო მომღერლისთვის, ყველაფერ ამასთან ერთად კი მოწითალო, ცეცხლისფერი თმა სილსს მეტ მიმზიდველობას სძენს. მოკლედ საოპერო სტანდარტების მიხედვით იგი ულამაზესია.

სლავური მოყვანილობის სახეში არაფერი იყო გასაოცარი, მომავალი მომღერლის დედა წარმოშობით რუსეთიდან იყო. ბევერლი სილსი (ნამდვილი სახელი და გვარი ბელა სილვერმენი) დაიბადა ნიუ ორკში, 1929 წლის 25 მაისს, ემიგრანტების ოჯახში. მამა ამერიკაში რუმინეთიდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფოტორეპორტიორები ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდ (ბიკინებში ან  მათ გარეშე) თეთრი სახლის ამ დიასახლისის სურათი ხელში ჩაეგდოთ - მერეც, როცა ჟაკლინი ბებია გახდა, პუბლიკის ინტერესი მისი ცხოვრებისეული წვრილმანების მიმართ არ განელებულა.

როგორი იყო ეს სიციცხლეშივე ლეგენდად ქცეული და დღემდე ლეგენდად დარჩენილი ქალბატონი?

კლანჭებიანი ანგელოზი
არსებობენ ასეთი ბავშვები... ლამაზები არიან, ანგელოზებივით, მაგრამ თავიანთ აღმზრდელებს და მშობლებს აჭაღარავებენ ნაადრევად. ჯეკი ისეთი მოუთვინიერებელი და გიჟმაჟი იყო, რომ ო’ჰენრის წითელკანიანთა ბელადსაც კი შეშურდებოდა. აღმზრდელები ისეთივე სიხშირით ეცვლებოდა, როგორც საფენები. დიდხანს ვერავინ ძლებდა. დედას და მამას კი გოგონაზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, განსაკუთრებით მამა აღმერთებდა. 

ჯეკის მამა, ჯონ ვერნონ ბუვიე, საოცრად კოლორიტული პიროვნება იყო. მეგობრები შავ ჯეკს ეძახდნენ, რადგან მთელი წელი ნამზეური არ სცილდებოდა. შეიხსაც უწოდებდნენ, მშვენიერთა სქესის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ქალები ჭკუას კარგავდნენ ამ მექალთანეზე, რომელიც აზარტული მოთამაშეც იყო. ამის წყალობით ბაბუის და მამის დანატოვარი დიდი წარმატებით გაფლანგა.

ჯეკის დედა, დახვეწილი და ამაყი ჯანეტ ბუვიე ქმრის ესკაპადებს დიდხანს იტანდა, მაგრამ ბოლოს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1200 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

"შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…"

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობის ღამე. ჩემს პატარა ციხე–სიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.

მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 988 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ნოემბერს 45 წლის გახდა. ლიტერატურის მუზეუმში 3 ნოემბრის საღამოს მთავარ გმირი სწორედ ის გახლდათ. ვალერიან გაფრინდაშვილისა და პაოლო იაშვილის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხა და ამით მუზეუმში „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტების" ციკლი გაიხსნა. იდეა ლიტერატრის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძისა და მერაბ ნინიძის ვენაში შეხვედრის დროს გაჩნდა. 

ღიმილი, ძველებური მაგიდა და ერთი ჭიქა წყალი - სულ ეს არის ერთი მსახიობის წარმოდგენის დეკორაცია. იუბილარს თითქმის ორსაათიანი იმპროვიზებული წარმოდგენის შემდეგ გავესაუბრეთ. 
  
- გიზო ჟორდანია, თქვენი თეატრალური ჯგუფის ხელმძღვანელი ერთგან იხსენებს, რომ მისაღებ გამოცდებზე სხვები გაცილებით მეტად იქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე თქვენ: „საცოდავი იდგა, მაგრამ... მაგრამ აი, თვალის ფსკერზე ისეთი ეშმაკები უბრწყინავდნენ მას, რომ... მე დავინახე, რომ ამისგან რაღაც სერიოზული გამოვიდოდა და ასეც მოხდა!.."  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ მსახიობად ითვლებით. რამდენად რთული იყო ამ გზის გავლა?
- ეს გზა ჯერ არ დამთავრებულა. სულ მგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და საინტერესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გზის დასაწყისი არაჩვეულებრივი იყო: ბატონი გიზოს ჯგუფში მოხვედრა ჩემთვის დიდი გამართლება იყო -  ჩემით დაინტერესდა და დაიჯერა, რომ რაღაც შემეძლო. ამ ყველაფერმა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა: ძალია ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1057 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები