|
მთავარი » სტატიები
 პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ესეისტი– მარიო ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წლის 28 მარტს ქ. არეპიკში. * * * 2010 წელს ლიტერატურის დარგში მინიჭებულმა ნობელის პრემიამ განაცვიფრა პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე მარიო ვარგას ლიოსა, რომელიც ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში ლიტერატურის კურსს უძღვება. ახალი ამბების კითხვისას მწერალი ინფორმაციამ შეძრა. თავად მარიო ვარგას ლიოსამ გამოთქვა სურვილი, რომ პირველი პრესკონფერენცია გამართულიყო სერვანტესის ინსტიტუტში, რომელიც ნიუ-იორკში, მწერლის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს. მთელი მსოფლიოდან ორასზე მეტი ჟურნალისტი მოუთმენლად ელოდა მწერლის გამოჩენას. ინტერვიუ ჩაწერილია 2010 წლის 8 ოქტომბერს: - როდესაც ახალი ამბავი გამცნეს, პირველად რა გაიფიქრეთ? - არ ველოდი. გავიფიქრე, რომ ეს ამბავი უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ვფიქრობდი, რომ ხუმრობა იყო. დიდი ხანია ჩემი სახელი ფინალისტებს შორის არც კი გაჟღერებულა. ალბერტო მორავია გამახსენდა, რომელსაც დაურეკეს და ნობელის პრემიის შესახებ ამცნეს, მანაც დაიჯერა, სინამდვილეში კი ხუმრობა აღმოჩნდა. შვედეთის აკადემიის მდივანი დამიკავშირდა და შემატყო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1056 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
„გვესტუმრებოდა ბატონი კალანდა და გათოვდებოდა, მარა რა გათოვდებოდა, დეიფარებოდა მიწა, სახლი, ხეი, ხულა, ნალიე, საღორე, ყორიფელი. ღორის გამოთრევას თუ მოვასწრებდით საღორიდან და დავკლავდით, მერე ეიფსებოდა ყორიფელი თოვლით. ახლა, ყველა სიკეთესთან ერთად, თოვლიც აღარ მოდის. მაიც ხელფასი ხომ არაა ნეტაი? თუ არ მუშაობ არ მუა, მასე თუა, ახლა არავინ არ მუშაობს, ამ ჩვენი სოფლის რწმუნებულის გარდა. კი მარა, მაგისას რეიზა არ მევიდა თოვლი, შევესეოდით ყველაი და დავახვეტიებდით სახლს. მეტი რაღა გვაქვს საქმე?! ხოდა, მაგაზე გამახსენდა: დილიდან საღამომდე ვხვეტავდით სახლის სახურავებს, დღეი რომ დავხვეტავდით, მეორე დღემდე იმხელას გათოვდებოდა, სახლი იწყებდა წკიპინს, გაკავდებოდა გზაი, გავთოლავდით მარტო მეზობლისას გადასასვლელ ალაგემდე გზას, ხან იგი გადმევიდოდა ჩემსას, ხან მე გადევიდოდი იმისას და მივუჯდებოდით ბუხარს, მივიდგამდით დოქით ადესას, გავაწყობდით სტოლს ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით, მოხარშული დედალით, ქაფქაფა ღომით, მოვძახებდით ორიდელას, კაი ჩახვეულ კრიმანჭულს. ვიცეკვებდით და ვიხუნტრუცებდით დილამდე.დილას ისევ სახლი იყო დასახვეტი, გევიდოდით სახურავზე, გევიხვითქებოდით ოფლში, ჩამევიდოდით იქიდან და დავაპურებდით აბღავლებულ ძროხას, აკრიახებულ ქათმებს, აყმუვლებულ ძაღლს, აჭიხვინებულ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 975 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 Forbes–ის მტკიცებით, მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი სამზარეულო – იაპონურია. ამ ქვეყანაში ჭარბცხიმიანობით მოსახლეობის მხოლოდ 1,5% იტანჯება, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა კი 82 წელია. კერძების მოსამზადებლად იაპონელი მზარეულები – ფოთლოვანით დაწყებული ბროკოლით დასრულებული – ყველა სახის კომბოსტოს იყენებენ და მას თევზსა და სოიოს უმატებენ. ნახშირწყლების მთავარი წყარო კი მიკროელემენტებით მდიდარი წიწიბურას ფქვილის პურია. გარდა ამისა, იაპონელები საჭიროზე მეტს არასდროს მიირთმევენ - მათთან უბრალოდ, მიღებული არ არის დანაყრებამდე ჭამა. ჯანსაღი სამზარეულოს რეიტინგის მეორე სტრიქონს სინგაპური იკავებს. ცხოვრების ხანგრძლივობა აქ ისეთივეა, როგორც იაპონიაში, 82 წელი. ჭარბწონიანი მოსახლეობის წილი კი 1,8%–ია. სინგაპურელების ძირითადი საკვები - ბრინჯია, მაგრამ მენიუში ბევრი ბოსტნეული და თევზია. ხორცი აქ მაინცდამაინც პოპულარული არ არის და სუფრასთან იშვიათად მოაქვთ. ტკბილეულის ნაცვლად სინგაპურელები ტროპიკულ ხილს ან ხილისგან დამზადებულ დაბალკალორიულ დესერტებს მიირთმევენ. ლიდერების სამეულს ჩინური სამზარეულო ხურავს. ყველაზე სასარგებლოთა რიგში იმიტომ მოხვდა, რომ კერძების 2/3 ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების ან მარცვლეულისგან მზადდება. მათ ჯანჯაფილითა და ნივრით კაზ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 994 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 იაპონური პირშუშხა კარიესის წინააღმდეგ მწვანე იაპონური პირშუშხა ამცირებს კიბოსა და თრომბების წარმოქმნის რისკს, აიშვიათებს ასთმის შეტევებს. გარდა ამისა, აქვს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება. მისგან დამზადებულ საკაზმს უმი თევზისგან მომზადებულ კერძებთან ერთად მიირთმევენ. ახლახან კი იაპონელმა მეცნიერებმა მისი კიდევ ერთი სამკურნალო თვისება აღმოაჩინეს: თურმე პირშუშხას კარიესის განვითარების შეფერხება შესძლებია. მის შემადგენლობაში შედის იზოთიოციანატები, რომლებიც კარიესის გამომწვევ მიკროორგანიზმებს დაავადების განვითარების საშუალებას არ აძლევენ. ჰორტენზია - დიაბეტისა და ართრიტის სამკურნალოდ ჰორტენზიის ფესვების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები შველის ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი, ფსორიაზი, დიაბეტისა და ართრიტის ზოგიერთი ფორმა. საქმე ის არის, რომ ჩამოთვლილი დაავადებები ემართებათ ადამიანებს, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ამჟამად არსებულ იმუნოსტიმულატორებს ყველაზე მძიმე შემთხვევებში მიმართავენ, როგორც უკანასკნელ საშუალებას. ისინი პაციენტს ინფექციებისგან არ იცავენ, თანაც გვერდითი ეფექტები აქვთ. სწორედ მათ ალტერნატივად შეიძლება იქცეს ახალი წამალი. ჰორტენზიის ეფექტს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება, რომელიც აბრკოლებს აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი განსაზღვრული ტიპის უჯრედების განვითარებას
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1262 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ტურინის სახელგანთქმული სუდარის გარდა, ტურინი და პიემონტი ცნობილია ამ მხარის ისტორიასთან დაკავშირებული უნიკალური რელიგიური ძეგლებით. სამეფო ქალაქი ტურინის სამეფო შესანიშნავი რეზიდენციების, სამეფო სასახლეების, კერძო საკუთრებებისა და ვილების ერთიანი ჯაჭვია. მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული სავოას მეფეთა ისტორიასთან: სამი საუკუნის განმავლობაში ქალაქი მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქს, იმ დინასტიის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა, რომელმაც შეძლო, მცირე საგრაფო იტალიის ერთ-ერთ სამეფოდ ექცია. 1563 წელი ბედნიერი თარიღია ტურინისთვის. ამ დროს სავოელმა გრაფმა ემანუელე ფილიბერტომ შამბერიდან ტურინში გადმოიტანა თავისი რეზიდენცია და შესაბამისად, მაცხოვრის სუდარაც. სავოას დინასტიის დროინდელი, პიემონტის ბაროკოს სტილისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით დაპროექტებული ძველი ქუჩები დღემდეა შემონახული. მათ შორის არქიტექტურით გამოირჩევა: Palazzo Madama, Palazzo Reale, Villa della Regina და Castello del Valentino, სუპერგას ბაზილიკა, მონადირის სახლი Stupinigi და ბრწყინვალე სამეფო სასახლე Reggia di Venaria; ასევე კოშკები: Castello di Rivoli, Castello di Moncalieri და Agliè; ძველი თეატრები – Regio და Carignano; ამას გარდა, დასვენების ადგილები და მრავალრიცხოვანი კაფეები ცენტრალური ქუჩების გაყოლებაზე.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1147 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 29 30 31 32 33 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|