ხუთშაბათი, 17.07.2025, 04:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
დეკანოზი დავით ისაკაძე

ს. დიღმის წმ. მარინეს სახ. ეკლესია

 

 - როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?
 - ქრისტიანული ოჯახი თავისი არსით უნდა იყოს მცირე ეკლესია, რამეთუ ეს არის კრებული მორწმუნეთა, ქრისტიანნი, სადაც უნდა იდიდებოდეს ღმერთი და უნდა აღესრულებოდეს მცნებანი ღვთისა.

 - რაზე უნდა იყოს დაყრდნობილი და დაფუძნებული ჭეშმარიტი ოჯახი?
 - ქრისტიანული ოჯახი აუცილებლად დაფუძნებული უნდა იყოს სახარების სწავლებაზე. თითოეული ოჯახის წევრი უნდა ფიქრობდეს იმის შესახებ რომ უხილავად მათთან ოჯახში და ოჯახის წევრთა შორის იმყოფება უფალი იესო ქრისტე.

 - რას იტყვით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს ბრძოლა ეშმაკსა და ადამიანს შორის ძალიან გაიზარდა?
 - განსაკუთრებული ბრძოლა არის არა მარტო ჩვენ თანამედროვე ყოფაცხოვრებაში, არამედ ყოველთვისაა გამოცხადებული ეშმაკის მიერ ქრისტიანული ოჯახის წინააღმდეგ. სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა საშუალებით ბოროტი ცდილობს რომ შუღლი, სიძულვილი, უპატივცემლობა, მოუთმენლობა დასთესოს ოჯახის წევრთა შორის. დღევანდელ ჩვენ ყოფაცხოვრებაში ეშმაკის ძლეულ მანქანებს კიდევ დაემატა სხვა არაერთი სიახლე, რომელიც მძლავრი იარაღია ბოროტის ხელში ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1238 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ფსიქოლოგების აზრით, საწერ მაგიდასთან ადამიანის ქცევა მის ტემპერამენტზეც ბევრს ამბობს.

 

 - თავი ძალიან დახრილი გაქვთ ფურცლისკენ: 
სხვების ნდობა ნაკლებად გაქვთ. გულდახურული ხართ და მაინცდამაინც უშუალობით არ გამოირჩევით. ამის გამო ყველაფერი იმაზე რთული და მუქი გეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეში არის.

 

 - ღრღნით კალამს:
მეოცნებე მდიდარი წარმოსახვით. ადვილად გაგიტაცებთ ხოლმე რაღაც ახალი, და ძალიან ადვილად აქცევთ ზურგს ძველ გეგმებს და ზრახვებ, მთელი არსებით ახალ საქმეში ეფლობით. 

 - გვერდზე მიტრიალებული კორპუსით:
სპორტული, დინამიური, ინიციატივიანი და ქმედითუნარიანი. გარშემომყოფები თქვენში ხასიათის ძლიერ შტრიხებს ხედავენ.

 

 - ამაყად ზიხართ, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ, წელში გამართული და მხრებდაშვებული:
სავარაუდოდ, ფრთხილი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით, ცხოვრებაში ყველაფერს მთელი სერიოზულობით უდგებით. ასჯერ ზომავთ და ერთხელ ჭრით. ვერავინ დაგარწმუნებთ და გაგაკეთებინებთ იმას, რასაც ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1130 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

თანამედროვე სტომატოლოგიის დანერგვამდე კბილის ტკივილი და ადრეულ ასაკში კბილების დაკარგვა ჩვეულებრივი რამ იყო. ბევრი უშნოდ გამოიყურებოდა შავი, მრუდი ან დაკარგული კბილების გამო. ხანდაზმულებს უკბილობის გამო საჭმლის ღეჭვა უჭირდათ. ისინი საკვები ნივთიერებების უკმარისობას განიცდიდნენ და ნაადრევად კვდებოდნენ. დღეს ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც სტომატოლოგის მომსახურებას იღებენ, აღარ  იტანჯებიან კბილის ტკივილით; ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ კბილებს და მომხილველ ღიმილს.

  პროფლილაქტიკური ზომების მიღება, რომელშიც შედის ადამიანების გათვითცნობიერება და რეგულარული შემოწმება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილის ტკივილსა და მათი დაკარგვის თავიდან არიდებაში. ბევრმა იმდენად კარგად ისწავლა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რომ იშვიათად სჭირდებათ სტომატოლოგიური მომსახურება. თუმცა ბევრი საერთოდ არ მიდის სტომატოლოგთან. ზოგს არ აღელვებს თავისი კბილების მდგომარეობა; ზოგი მაღალი ფასების გამო იკავებს თავს; ზოგს კი ეშინია. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია იმაზე დაფიქრება, თუ რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია თქვენთვის სტომატოლოგს და რატომ ღირს მასთან მისვლა. უკეთესად რომ გავიგოთ პროფილაქტიკის მნიშვნელობა, ვნახოთ, რის არიდებას ცდილობენ სტომატოლოგები.
 
  როგორ იწყებს კბილი გაფუჭება ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ყოველთვის ეჭვი გვიპყრობს, როცა ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, ადამიანი გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ 10 %-ს იყენებსო. სადღა მიდის დანარჩენი 90%? ნუთუ არ შეიძლება ამას ეშველოს?

  ალექსის კასტორი, ფლორიდელი ფსიქოლოგი-კლინიცისტი და "ტვინის მწვყრთნელი” გვანუგეშებს და თვლის, რომ ეშველება. ეს ქალბატონი ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონს ივანე ლენდლს შეხვედრია 1984 წლის ტრიუმფალური მატჩის შემდეგ და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მეტოქეებთან უკეთეს თამაშში დახმარებია. "მახსოვს, ისეთი შეგრძნებები მქონდა, -იხსენებს ლენდლი, -თითქოს ტვინის ისეთი "კუნთები” ამიმუშავდა, რომელიც ადრე უძრავი იყო და არავინ იყენებდა”.

  ლენდლთან მუშაობის შემდეგ კასტორი რამდენიმე წლის მანძილზე ხვეწდა საკუთარ მეთოდს და იმ დონემდე მიიყვანა, რომ ყველა პაციენტისთვის გამოსადეგი გამხდარიყო.

  ძირითად პრინციპებს ყველა იცნობს, ვინც რაიმე სახის ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებდა: მოთელვა-გახურება, გაძლიერება და   ფინალი: გაგრილება და მოდუნება. სავარჯიშოები მხოლოდ რამდენიმე წუთს დაიკავებენ და მათი გაკეთება, ფაქტიურად, ყველგან შეიძლება. არც განსაკუთრებული ხელსაწყო დაგჭირდებათ და ვერც ვერავინ მიხვდება, რით ხართ დაკავებული.

  ვიწყებთ მოთელვით. სავარჯიშოები ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1239 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ჰეპატიტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამომწვევია ვირუსი. ვირუსული ჰეპატიტები საკმაოდ გავრცელებული და საშიში ინფექციური დაავადებებია. ისინი ანთროპონოზულ ინფექციებს (ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები) წარმოადგენს. მათი გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს სიყვითლე და ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ხოლო რთულ შემთხვევებში კი ღვიძლის ბიოფსია.

  ბავშვებში ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობა შედარებით განსხვავებულია, ვიდრე მოზრდილებში. უფრო ხშირად გვხვდება წაშლილი, უსიყვითლო ფორმები. დაავადება იწყება შედარებით დამაკმაყოფილებელი გუნება განწყობის პირობებში, ხშირად ნორმალური ტემპერატურის ფონზე, ღვიძლი უმნიშვნელოდ დიდდება, რაც აძნელებს მწვავე ვირუსული ინფექციების ადრეულ დიაგნოსტიკას. 
  მეორეს მხრივ, გაშლილი კლინიკური სურათის არსებობის პირობებში დაავადება ხშირად ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, სიყვითლე უფრო გახანგრძლივებულია, დაავადების გამოსავალი - უფრო არაკეთილსაიმედო.

ჰეპატიტის სახეები

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1351 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

« 1 2 ... 32 33 34 35 36 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები