|
მთავარი » სტატიები
ჰალსტუხი ყვავილებითძლიერი სქესის ყველაზე მომხიბვლელი წარმომადგენლები. ეს მამაკაცები კეთილები, ზომიერად რომანტიკულები, ჭკვიანები, უშუალონი არიან და უარს დახმარებაზე არავის ეუბნებიან. ხშირად საზოგადოების სული და გული ხდებიან, განსაკუთრებით, ქალთა საზოგადოების, რადგან საკმაოდ გალანტურები არიან და იუმორის გრძნობაც არ ღალატობთ. როგორც წესი, შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები არიან, ან ჰობი აქვთ. ასეთი პიროვნებები ადვილად ხუჭავენ თვალს უსიამოვნებებზე და, მიისწრაფიან რა ჰარმონიისაკენ, არც ისე იშვიათად ფანტაზიის სამყაროში გადადიან. სასურველია, ასეთი მამაკაცზე არჩევანი ისეთმა ქალმა გააკეთოს, რომელიც დამოუკიდებელია და მყარად დგას (ფინანსური თვალსაზრისითაც) მიწაზე. ჰალსტუხი სხვადასხვა ქარგით
მამაკაცები, რომლებიც პატარაფიგურებიან, რომბებიან ან ორნამენტიან ჰალსტუხს ირჩევენ, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველნი და თავმდაბლები არიან. სხვების თანდასწრებით იშვიათად მრისხანებენ, სისულელეებსაც თითქმის არასდროს ჩადიან, არასდროს კარგავენ თავს, ყოველთვის მშვიდად და გააზრებულად მოქმედებენ. პარადოქსია, მაგრამ სწორ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1045 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 ეს ნიღაბი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და აქერცლილი კანისთვის. აიღეთ ერთი ცალი საშუალო ზომის ბანანი, აუცილებლად მწიფე, რომ ის ერთგვაროვან მასად აქციოდ და შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი რძე.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ მაშინ, ბანანს რძის მაგივრად ერთ კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაიწმინდეთ რძეში დასველებული ბამბით, ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ ამ ნიღაბს ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ გაიკეთებთ, თქვენი სახის კანის მდომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. კანი გახდება რბილი, ხავერდოვანი და წვრილ ნაოჭებსაც აგარიდებთ თავიდან.
თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი – ყველა სახის კანი ერთნაირად არ რიაგირებს ნიღბებზე. თუ გსურთ, კარგი შედეგი მიიღოთ ერთი და იგივე ნიღაბი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში გაიკეთეთ.
Category: სტატიები |
Views: 1053 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
როგორც კოსმეტოლოგი თამარ ბექაია აღნიშნავს, სახის კანის პირველი მტერი თამბაქოა. მიუხედავად იმისა , რომ თითქოს ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ მწეველთა რიცხვი ქართველ გოგონებსა და ქალებს შორის ძალიან დიდია. თამბაქოს თანდათანობითი შემპარავი ზემოქმედება სახის კანის მკვებავ სისხლძარღვებზე გამოუსწორებელ შედეგებს იძლევა. იგი "ჭამს" სახის კანს, უკარგავს მას ელასტიურობას, არღვევს მის კვებას, უცვლის ფერს. ქალებს, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან, სახეზე ნაცრისფერი გადაჰკრავთ, კანი მშრალია, ხოლო მასზე არსებული ბუსუსები გაუხეშებული. ამ დროს განვითარებული ცვლილებები შეუქცევადია. პროცესის შეჩერება შეიძლება, თუ მოწევას თავს დავანებებთ და მთელ რიგ რეაბილიტაციულ პროცედურებს ჩავატარებთ, მაგრამ პირვანდელი სახის კანის დაბრუნება შეუძლებელია. კოსმეტოლოგი თამარ ბექაია ურჩევს ახალგაზრდა გოგონებს, სანამ პირველ სიგარეტს ხელში აიღებენ, კარგად გაიაზრონ, ღირს თუ არა, სილამაზე ნაადრევად ანაცვალონ მავნე სიამოვნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ცხოვრების თანამგზავრად გაიხადონ თამბაქო. გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ასევე ახდენს გავლენას ჭარბი ალკოჰოლის მიღება, მზის აბაზანები (არის კანის ტიპი, რომელსაც მზის აბაზანები საერთოდ არ უხდება), სტრესის პირობებში ცხოვრება. მისი თავიდან აცილების საშუალებაა არსებუ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1013 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 30 პროცენტს თავის კანზე ქერტლი აქვს, ხოლო 50 პროცენტს ეს სნეულება ერთხელ მაინც აწუხებდა. თანამედროვე მედიცინა ქერტლის გაჩენის ძირითად მიზეზად სოკოს ასახელებს, თუმცა, კანის სერიოზულმა დაავადებებმა (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია) ასევე შეიძლება ქერტლის წარმოქმნა გამოიწვიონ. ქერტლის წარმოქმნას ხელს უწყობს კანში ცხიმის გამომუშავების დარღვევა, რაც გვხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების, ჰორმონული ძვრების, სტრესების, ქრონიკული ინფექციების, იმუნიტეტის დაქვეითების, ვიტამინების ნაკლებობის დროს. მას ხელს უწყობს ორგანიზმის მემკვიდრეობითი თავისებურებები, თმის არასწორი მოვლა და თავად ამინდის ცვლილებაც კი. როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა? არსებობს ქერტლის საწინააღმდეგოდ ხალხური საშუალებები. ქერტლთან ბრძოლის ზოგიერთი მეთოდი დღესაც აქტუალურია, მაგლითად, თავის კანზე ხახვის წვენს და არაყს ისვამენ, ხოლო თმას ჭინჭრის ნახარშით იბანენ. ეს ძალიან სასარგებლოა მაშინაც კი თუ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს იყენებთ. და მაინც, აუცილებელია ტრიქოლოგის (თმის სპეციალისტის) კონსულტაცია, რადგან ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას შეუძლია. თუ ქერტლის მიზეზი კანის სერიოზული დაავადებებია (დერმატიტი, სებორეული ეგზ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1144 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 საკმარისია შეხედო ქალის თითებს და მაშინვე მიხვდები მის ხასიათს. არ გჯერა? სულ ტყუილად! მე არ ვისაუბრებ იმ პროფესიის ქალბატონებზე რომლებსაც არ შეუძლიათ ატარონ გრძელი ფრჩხილები (ექიმი, მზარეული) ეს სულ სხვა საკითხია, ვერაფერს ვერ შეცვლი. ძირში დაჭრილი ფრჩხილები გამჭვირვალე ლაქით ან ულაქოდ, პრაგმატული და პრაქტიკული ქალია, მკაცრი მოთხოვნებით, როგორც საკუთარი თავის მიმართ ასევე გარშემომყოფებისადმიც. გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად იმალება გულცივობა, წყენა, და მძიმე ხასიათი. როგორც წესი ასეთ ქალბატონს ჯობია არ აწყენინოთ, ის ყოველთვის იპოვის გამოსავალს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. თქვენ კი გვარიანად დაზარალდებით. საშუალო ზომის ფრჩხილები, ზედ წასმული ღია ფერის ლაქით: ინტელიგენტი ქალი, კარგი გემოვნებით და დახვეწილი მანერებით. როგორც წესი ასეთი ტიპის ქალი საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას ხმა აიმაღლოს გარშემომყოფებზე და იბნევა როდესაც მას ეჩხუბებიან. მათ არ იზიდავთ ხალხმრავალი ფართები, აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვეს და იციან მიჩვევა საკუთარი ნივთების მიმართ. ასეთ ქალთან მამაკაცისთვის სასიამუვნოა საუბარი ხელოვნებაზე, შეუძლია მასთან ერთად წავიდეს თეატრში, მაგრამ მან შეიძლება მამაკაცის გულახდილი მინიშნება სექსის მიმართ სწორად ვერ აღიქვას. თვითონ ამ ტიპის ქალი არასდროს არ არის ინტიმურ საკითხებში ბოლომდე გულახდილი. მისი მეგობრების რაოდენობაც საკმაოდ შეზღუდულია და წლობით გამოცდ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1006 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|