|
მთავარი » სტატიები
 სიახლე არავისთვისაა, რომ ყვავილებს ერთ-ერთი უნივერსალური საჩუქარია. ყველანაირ სიტუაციას და დღესასწაულს უხდება. თუმცა, თქმაც ბევრის შეუძლიაო, ასე თვლიდნენ შორეულ წარსულში. ყვავილების ენა აღმოსავლეთში დაიბადა და "სელამი” ერქვა. სელამის მიხედვით, ყველა ყვავილს, ყველა არომატს და ფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. იყო დრო, როცა ევროპელი ახალგაზრდა კაცები, გოგონები და გათხოვილი ქალბატონები აზარტითა და ენთუზიაზმით ხსნიდნენ საჩუქრად მიღებული თითოეული თაიგულის ენას. არ ეზარებოდათ და ყვავილზე ფურცლებსაც კი ითვლიდნენ. "სელამის” წიგნში 400-მდე მცენარე და მათი მნიშვნელობაა აღწერილი. მაგალითად: მინდვრის შროშანი - დიდიხანია მიყვარხარ.
ჰერბერები – ფლირტი, მსუბუქი გატაცება
ორქიდეა – ინტიმური ყვავილია
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1347 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
როგორც იტალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, ის ადამიანი, რომელიც კვირაში 4-5-ჯერ მიირთმევს ნიგოზს 7 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობს ვიდრე ის ადამიანი, რომელიც თხილის ამ სახეობით საერთოდ არ ინებივრებს თავს. განმარტება ძალზედ მარტივია: ნიგოზი შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც იცავენ გულს და სისხლძარღვებს ცელულიტის მავნე ზემოქმედებისგან.
Category: სტატიები |
Views: 1241 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 ღირს იმ ნეტარებისა და სიმშვიდის გრძნობის აღწერა, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა სუფთა, ნაზ და ლამაზ თეთრეულში გაეხვევა და დაღლილ-დაქანცული ბოლოსდაბოლო ძილს მისცემს თავს?! მაგრამ ძილიცაა და ძილიც. დაიმახსოვრეთ: საწოლის თეთრეულის როლის უგულებელყოფა ჩვენი სიზმრების სიტკბოში და უძილო სასიყვარულო ღამეების რომანტიკაში, არ შეიძლება. დიდი ხანია, აღარავის სჯერა ზღაპარი ქოხში დაფუძნებულ ბედნიერებაზე. კაცობრიობა თანდათან ყველაფრის მაქსიმალური კომფორტით გაკეთებას მიეჩვია, სხვათაშორის ძილისაც. როგორ შევარჩიოთ სწორად საწოლის თეთრეული? რა სჯობს სასიყვარულო ღამისთვის და რა - ტკბილი და უშფოთველი ძილისთვის. 1. ფერი თუ სიყვარულის ღამისთვის ემზადებით, ღია-ნარინჯისფერს მიმართეთ, ის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ფერად მიიჩნევა. სექსისთვის მწვანის და ცისფრის პალიტრაც კარგია. მშვიდი და ტკბილი ძილისთვის ვარდისფერი და ყვითელი შეარჩიეთ. თეთრი, რაც უნდა უცნაური იყოს, სასურველი არაა, რადგან ის ზედმეტად ნეიტრალურია – ამიტომ იყო, რომ მას სამ შემთხვევაში მიმართავდნენ: • ბავშვის დაბადებისას, ეს მომენტი ცხოვრების დასაწყისს და ყოველგვარი ინფორმა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1108 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
თითქმის ნახევარი მსოფლიო ბოლო ათწლეულის მანძილზე, ყოველ 14 თებერვალს ინტენსიურად აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს - მონათლულს შეყვარებულთა დღედ. ამ დღესთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. ზოგი თვლის, რომ ვალენტინობა კათოლიკური დღესასწაულია და ჩვენ მართლმადიდებლებმა არ უნდა ავღნიშნოთ. ზოგი აპროტესტებს- ”ვალენტინი” განკვეთილი ბერი იყო, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი და რატომ უნდა იზეიმოს ქართველმა ხალხმა ეს დღესასწაულიო?, ზოგისთვის კი უბრალოდ ლამაზი ტრადიციაა და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება. თითქმის ყველა შეყვარებულისათვის თებერვლის თვე იწყება იმაზე ფიქრით, თუ რა სასურველი საჩუქარი გავუკეთოთ საყვარელ ადამიანს, რით ვასიამუვნოთ იგი ამ მნიშვნელოვან დღეს?. თუ გაქვთ საშუალება არაჩვეულებრივი საჩუქარია 2 კაციანი საგზური პარიზში, ვენეციაში, ან აზიის რომელიმე ეგზოტიკურ ქალაქში, მაგრამ თუ თქვენი საფულე არც ისე სქელია მსგავსი საჩუქრისთვის, მაშინ შეგიძლიათ სუნამო ან სამკაული შეარჩიოთ. შეუკვეთოთ რომანტიული ვახშამი, რომელიმე რესტორანში ან ბარში, სანთლების შუქზე, ლამაზი თაიგულით და მშვიდი ჰარმონიული მუსიკის თანხლებით. ეცადეთ ამ დღეს დაამთხვიოთ სიყვარულის ახსნა ან ხელის თხოვნა, და თუ უკვე დაგვიანებული არ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1140 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ, თუ გახდომა გსურთ, კარტოფილზე უარი უნდა თქვათ. თუმცაღა 100გრ. კარტოფილი სულ რაღაც 90 კალორიას შეიცავს, სწორედ იმდენს რამდენსაც იოგურტი. ახალი და ძველი კარტოფილი ორი განსხვავებული პროდუქტია, სხვადასხვა შემცველობით. თუ კარტოფილს სწორად მოამზადებთ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება და არც წონაში მოიმატებთ. კარტოფილის კანქვეშ თავმოყრილია ბევრი სასარგებლო ნივთიერება: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და ნატრიუმი. ეს ნივთიერებები არეგულირებენ სისხლის წნევას. ბიოფლავონოიდები ახალნგრძლივებს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას. ასე რომ კანის გაცლასთან ერთად ნაგავში უამრავ სასარგებლო ნივთიერებას ყრით. უმჯობესი იქნება კარტოფილი საგულდაგულოდ გარეცხოთ და ისე მოხარშოთ. მაგრამ, სამწუხაროდ ის სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, საზიანოსაც შეიცავს, ნიტრატებსა და სოლანინს. მათგან კი თავს იმ შემთხვევაში დაიცავთ, თუ ბოსტნეულს ორთქლზე მოამზადებთ. კარტოფილი შეიცავს: B1, B6, C ვიტამინებს. ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს და რკინას. კალიუმი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და გულის მუშაობას აუმჯობესებს. სამი ცალი კარტოფილი შეიცავს მთელი დღე ღამის სამყოფ C ვიტამინს. ასე რომ თუ წონაში დაკლება გსურთ არ არის აუცილებელი უარი თქვათ კარტოფილზე, მთავარია იცოდეთ როგორ და რასთან ერთად უნდა მიირთვათ.
Category: სტატიები |
Views: 1259 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|