|
მთავარი » სტატიები
 კითხვაზე - საჭიროა თუ არა ბავშვის დასჯა ცუდი საქციელისთვის, ჩვეულებრივ, ყველა ერთგვაროვნად პასუხობს: „საჭიროა!" აზრთა სხვადასხვაობა დასჯის მეთოდის შერჩევისას წარმოიშობა. არიან დარიგება-დაყოლიების მომხრეები, მშობლები, რომლებიც სილას საუკეთესო საშუალებად თვლიან, თუმცა, არიან სხვებიც, რომლებიც სკანდალებით, ბავშვისათვის გართობის, გასეირნებისა და ტკბილეულის აკრძალვის მუქარითაც კი ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. ფიზიკური დასჯის მომხრეები ჩვეულებრივ იმ არგუმენტით ხელმძღვანელობენ, რომ მათაც მოხვედრიათ ბავშვობაში. სამაგიეროდ, ხომ ჩამოყალიბდნენ კარგ ადამიანებად? მათ რომ ჰკითხოთ, არასოდეს ყოფნით დრო ბავშვთან საუბრის გაბმისა და მისი დარიგებისთვის – როდისღა იმუშაონ, ოჯახი ხომ უნდა შეინახონ? სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მშობლები, მაინცდამაინც არ ცდილობენ იმ მიზეზებში გარკვევას, თუ რატომ მიიღო ბავშვმა ცუდი ნიშანი ან რატომ მოიქცა ცუდად გაკვეთილებზე, რისთვის იჩხუბა. სამაგიეროდ, ისინი ჩვეულებრივ, მთელი ძალისხმევით დაატეხენ ხოლმე დამნაშავეს თავს რისხვას და თან ადრინდელ ცოდვებსაც გაახსენებენ. ის მშობლები კი, ვინც თვლის, რომ მათი ბავშვი ანგელოზია, აშკარა დაუმორჩილებლობისა და ცუდი საქციელის შემთხვევაშიც კი მასწავლებელს, თუ სხვა ბავშვებს ადანაშაულებენ. ნებისმიერი რამ, ოღონდ არა საკუთარი შვილი! უკეთეს შემთხვევაში, ისინი ბავშვს ალერსიანად დატუქსავენ. ნებისმიე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 980 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ტრადიციული Biennale des Antiquaires-ის სტუმრები პარიზში ძალიან მალე Cartier-ს სახლის 64 განუმეორებელ შედევრს საკუთარი თვალით იხილავენ. Cartier-ის სტენდები ანტიკვარულ ბიენალეზე ყოველთვის სპეციალისტების, პრესისა და საიუველირო ხელოვნების უბრალო თაყვანისმცემლების დიდ ყურადღებას იქცევს. ამჯერად საიუველირო სახლი ყველას გაოცებას აპირებს და ისეთ ნიმუშებს გამოფენს, რომლებიც ადრე არასოდეს უნახავს საზოგადოებას. ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი ბრილიანტის კოლიე იქნება, 35,5 კარატი, მსხლისებური 8,5-კარატიანი საფირონით. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება Cartier სანიშნე, ბუნებისგან შთაგონებული გულსაბნევები, საყურეები და სამაჯურები. და არა ნაკლებ ლეგენდარული მარგალიტის სამშვენისები. 
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1022 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ჩვეულებრივი მოკდავები შეყვარებული არიან, გულისნადების გამოძახილს პოეტების, მხატვრების და მუსიკოსების ქმნილებებში ეძებენ. როცა დიდი შემოქმედია შეყვარებული, შედევრს ქმნის. თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, ერთხელ მარკ შაგალსაც შეუყვარდა და მისი სიყვარულის ობიექტი გახდა... მეთევზეების პატარა დასახლება კოსტა ბრავოში, რომელსაც მხატვარმა „ლაჟვარდოვანი სამოთხე" დაარქვა. ახლა ეს საკურორტო ქალაქი ბუნების პირველქმნილ სილამაზეს მონატრებული და სიმყუდროვისმაძიებელი ნამდვილი რომანტიკოსების და პოეტების საყვარელი ადგილია. მიჯნურთა და პოეტთა ოცნება ტოსა-დე-მარი ჰქვია ამ დალოცვილ ადგილს. შაგალის შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელი ნატრობს აქ მოხვედრას. ბევრი იმ მოდური სანაპირო კურორტისგან განსხვავებით, უცებ საიდანღაც რომ ამოიზარდა მეთევზეთა პატარა დასახლებებიდან, ტოსა-დე-მარი არისტოკრატულ წრეებში ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოციან წლებში იყო პოპულარული. პირველად კი წყაროებში 1186 წელს მოიხსენიეს. იქნებ ეს სიძველე ხდის აქაურობას ასე რომანტიკულს. რა თქმა უნდა,დიდი წვლილი ბუნებისაა,რომლის წყალობითაც ტოსა-დე-მარი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება ესპანეთში. აქაურო ნაპირი კლდეებითაა დასერილი, რომლებიც ცნობისმოყვარე თვალებისგან პატარა და მყუდრო პლაჟებს იცავენ - შესანიშნავია განმარტოებული დასვენების მსურველებისთვის. და რადგან ამ ადგილებამდე მიღწევა მხოლოდ ს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1000 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი EMPORIO ARMANI-ს საცვლების სარეკლამო კოლექციის სახე იქნება. იტალიურმა სახლმა Giorgio Armani-მ სარეკლამო სახედ ისევ წარმატებული სპორტსმენი აირჩია, რომელმაც ესტაფეტა დევიდ ბეკჰემისა და კრიშტიანუ რონალდუსგან მიიღო. ესპანელი ნადალი ქვედა საცვლების გარდა, რეკლამას ჯინსებსაც გაუკეთებს. რაფაელის ფოტოებს მერტ ალასისა და მარკუს პიგოტის ცნობილი დუეტი გადაიღებს. დევიდ ბეკჰემი და კრიშტიანუ რონალდუ Armani-ს რეკლამაში ბევრს არაბუნებრივი ეჩვენა, საინტერესოა, როგორი გამოვა ნადალი. ცნობისმოყვარეები უკვე თებერვალში ნახავენ სარეკლამო კამპანიის ფოტოებს.
Category: სტატიები |
Views: 1055 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ყველაზე დიდ მოგზაურსაც კი, მთელი მსოფლიო რომ უნახავს და დაუთვალიერებია, უჭირს, ბოლომდე შეიცნოს ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებები. ამას წლები, დიდი ძალისხმევა და დაკვირვების უნარი სჭირდება ხოლმე. ამიტომ, ძნელია უცხო ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის ზუსტი სურათის აღწერა, პირველი შთაბეჭდილება ძალიან ხშირად არ მეთხვევა სინამდვილეს და იქმნება არასწორი სტერეოტიპი, რომლის წაშლასაც საუკუნეც არ ყოფნის. იქ, სადაც ქალი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს, სადაც მას მხოლოდ მეუღლის, დიასახლისის როლი აკისრია, ძნელია, განჭვრიტო, რამდენად დაჩაგრულად გრძნობს ის თავს, რა უჭირს, რა ულხინს, რით არსებობს, რა აინტერესებს. გარეგნული ნიშნებით აკეთებ დასკვნებს და შინდაბრუნებულს აზრადაც არ მოგდის მონათხრობს დაამატო, ერთი შეხედვით ჩანს ასე, თორემ შიგნით რა ხდება, რა ვიციო. სტერეოტიპს ხშირად ის ქალები ანგრევენ, რომელთაც საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობა და პატივისცემა მოიპოვეს. მაგრამ ისინი გამონაკლისებად გამოიყურებიან და ძალაში მაინც ერთ დროს შექმნილი, ხანდახან მცდარი, შთაბეჭდილება რჩება. იაპონია როგორც ცნობილია, იაპონელი ქალები ცხოვრობენ საზოგადოებაში, რომელსაც "მართავს და განაგებს მამაკაცი”. ამ ქვეყანაში მამაკაცს დომინანტის როლი ისტორიულად უჭირავს,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1126 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|