|
მთავარი » სტატიები
 "თუ ადამიანის დანახვა და მის სულში ჩახედვა გინდათ, იმას კი არ უნდა დაუკვირდეთ, როგორ დუმს, ან როგორ საუბრობს, როგორ ტირის, ან როგორ ღელავს კეთილშობილი იდეებით აფორიაქებული; უნდა დააკვირდეთ მაშინ, როცა იცინის. თუ კარგად იცინის - კარგი ადამიანი ყოფილა.” (ფ. მ. დოსტოევსკი) რას ნიშნავს ეს ”კარგი” სიცილი? ისე ჩანს, თითქოს სიცილი ყველას ერთნაირი აქვს – ადამიანი სიხარულს, კმაყოფილებას – ერთი სიტყვით, თავსდატეხილ სასიამოვნო ემოციას გამოხატავს. მაგრამ, თუ დავწვრილმანდებით, ვნახავთ, რომ ზოგს ღია სიცილი აქვს, გადამდები, ისეთი, რომ უნებლიეთ მასთან ერთად იცინი. ხანდახან სიცილი მორიდებული, მორცხვი ხითხითია, გეჩვენება, რომ ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს და გარშემომყოფებიც იმასვე გრძნობენ. მოდით, დავაკვირდეთ, როგორ ვიცინით ჩვენ და ჩვენი ახლობლები, მერე კი მოვისმინოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები: - სიცილი «უ»-ზე («ჰუ-ჰუ-ჰუ»). სიცილისგან აქ, გარეგნული იერის გარდა, აღარაფერი დარჩა. ჩვეულებრივ, ცრუმორწმუნე, ოდნავ მშიშარა ადამიანებს ახასიათებთ;
- სიცილი «ო»-ზე («ჰო-ჰო-ჰო»). ასე საკუთარ ძალაში დარწმუნებული ადამიანი იცინის.
- სიცილი «ი»-ზე («ჰი-ჰი-ჰი»). ასეთ სიცილს ირონიისა და გულბოროტების გამომხატველად აღიქვამენ. აქ არ არის გრძნობისთვის "გამოსასვლელი ჩარაზულია", მხოლოდ შინაგანი ქვეტექსტი და რაღაც ფარული განზრახვაა.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1166 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
არსებობს, ერთი შეხედვით მარტივი ფორმულა, რომელსაც წარმატება მოაქვს სიმსუქნესთან ბრძოლაში: ნაკლები ჭამე და ბევრი იმოძრავე. მაგრამ, ეს ფორმულა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეყრდნობი მუდმივად და უპირობოდ.ჭარბი წონის პრობლემა, ყველა განვითარებული ქვეყნის წინაშე დგას. XX-XXI საუკუნის მიჯნაზე, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, სიმსუქნე დახასიათებულია როგორც არაინფექციური ეპიდემია. დღესდღეობით მსოფლიოში სიმსუქნით 100 მილიონამდე ადამიანია დაავადებული, მათ შორის მძიმე ფორმებით ე.წ. ”მორბიდული სიმსუქნით” მოსახლეობის 3-5%. საქართველოში ”მორბიდული სიმსუქნით”100000_მდე ადამიანია დაავადებული. მარტივად შეგიძლიათ განსაზღვროთ,გაქვთ თუ არა ჭარბი წონა. ამისთვის აუცილებელია გამოითვალოთ სმი (სხეულის მასის ინდექსი) შემდეგი ფორმულით: სმი = სხეულის მასა (კგ) : სიმაღლე (მ)2 სიმსუქნე დაავადებაა,რომელიც შეიძლება განვითარდეს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში. ხშირად დაკავშირებულია სტრესთან_პროფესიის შეცვლა, სპორტული დატვირთვის შეწყვეტა, ორსულობა და მშობიარობა, კლიმაქსი, უმოძრაობა. საკვების მოხმარების ნებისმიერი გაზრდა და ამასთანავე ფიზიკური დატვირთვის შემცირება სიმსუქნის წინაპირობაა. სიმსუქნე იწვევს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიას, II ტიპის შაქრიანი დიაბეტს, უშვილობას...<
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 2034 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 თუ იღბლიანობა ხშირადაა კვლევისა და განხილვის საგანი (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს ბრალდება, რომელთაც ვერ შეებრძოლები. ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, "looser"–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე: როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს? 1. წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი" სახეობა – ადამიანი, რომლის ინტელექტი (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) რეალურად მისი გამოყენების შესაძლებლობაზე უფრო მაღალია - ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები. როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის". ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში კრიტიკული და შურიანი ხდება. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. რაიმეს სერიოზულად გაკეთე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1034 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 შემოდგომის დადგომასთან და ზამთრის მოახლოებასთან ერთად სურდოს წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიება სულ უფრო აქტუალური ხდება. ბრძოლის მეთოდი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით ხშირად განსხვავებულია, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს: აბაზანა ქვედა კიდურებისათვის -ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ევროპაში. წყლის ტემპერატურაა 37 გრადუსი. შემდეგ ამატებენ ცხელ წყალს მანამ, სანამ წყლის ტემპერატურა ”ასატანი” იქნება. ასეთი აბაზანის მიზანია ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ქვედა კიდურების გაცივება ზემო სასუნთქი გზების სისხლის მიმოქცევის გაუარესებას იწვევს, რაც თავის მხრივ, დასნებოვნების შანსს ზრდის. თბილი ფეხები კი, პირიქით, ააქტიურებს იმუნურ დაცვას. ძველი რუსული რეცეპტია წინდებში მდოგვის ფხვნილის ჩაყრა, მათი ჩაცმა, შემდეგ ჩაცმული დაძინება. როგორც ამბობენ, ეს ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი უბრალო და ეფექტური საშუალებების გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ტროფიკული დარღვევების და შაქრიანი დიაბეტის დროს. მარილი და ლიმონი -სურდოს საწინააღმდეგო ძირითად საშუალებად ითვლება რუმინეთში. ნახევარი ლიმონის წვენს ურევენ ერთ ჩაის კოვზ მარილში და ამატებენ 50 გრ. წყალს. იწვეთებენ ცხვირის ნესტოში პიპეტის საშუალებით. მართლია, საკმაოდ ძნელად
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1161 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 უკვე დარწმუნდით თქვენს გრძნობებში თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ: გიყვართ თუ არა? ქვემოჩამთვლილი ”სიმპტომების” არსებობა-არარსებობის დადგენით ამ საკითხის გარკვევაში თქვენს დახმარებას შევეცდებით. წაიკითხეთ თითოეული ”სიმპტომის” შესახებ, დაფიქრდით, გახასიათებთ რომელიმე, თუ - არა. დაითვალეთ, რამდენია თქვენთვის ნაცნობი და ”ტესტის” პასუხში ”ვერდიქტსაც” ამოიკითხავთ: 1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ. 2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა - სიყვარული” არ გემუქრება. 3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს 4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..” 5. სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ რამე ეწყინებათ. მასთან კი თითოეულ სიტყვას სინჯავ, ფიქრობ: ”ვთქვა თუ არა?”, ”რომ ეწყინოს? ” და ა.შ. 6. წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 978 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
« 1 2 ... 35 36 37 38 39 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|