|
მთავარი » სტატიები
 74 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოდ დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა. ჯერ კიდევ ივლისში პოეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი პრობლემები ასაკს უკავშირდება და ისინი უმწეონი არიან. შეგახსენებთ, რომ ბელა ახმადულინა საქართველოზე შექმნილი არაერთი პოეტური შედევრის ავტორია. „Ни о чем я не жалею, ничего я не хочу - в золотом Свети-Цховели ставлю бедную свечу". სვეტიცხოველი ის ადგილია, სადაც ქრისტიანობას ეზიარა. „სიზმრები საქართველოზე" კი საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ენისადმი განსაკუთრებული მოკრძალებისა და პატივისცემის დასტურია. რუს პოეტს საქართველო მუდამ ესიზმრებოდა და არც იმის თქმა უჭირდა: „საუკუნეა არ ვყოფილვარ თბილისში, რომელიც ისე მიყვარდა, როგორც არც ერთი ქალაქი დედამიწაზე." კლასიკოსს ქართველ ტიტანთა მსგავსად მხოლოდ სახელით - „ბელა" - მოიხსენიებდენ. ამასთან დაკავშირებით, პოეტზე საუბრისას ერთ-ერთი რუსი ავტორი აღნიშნავს, რომ ისევე, როგორს მის საყვარელ საქართველოში, სახელებით მოიხსენიებენ უდიდეს ტიტანებს, შოთას, გალაკტიონს, ილიას, ვაჟას და სხვებს პირველად რუსეთის პოეზიის ისტორიაში გვარი სახელზე მსუბუქი გახდა. სხვა რომ არაფერი ეთქვა დ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1155 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 სპორტსმენისთვის ოლიმპიურ ”ოქროზე” დიდი ჯილდო არ არსებობს, მეცნიერისა და მწერლისთვის ”ნობელის” პრემიაა ფასდაუდებელი, მუსიკოსისთვის - ”გრემი”, მსახიობისა და რეჟისორისთვის სამართლიანად დამსახურები ”ოსკარი”, ”პალმის რტო” თუ ”ოქროს დათვი”. თავიანთი ”ოსკარი” კულინარებსა და რესტორნებსაც აქვთ - მიშლენის ვარსკვლავები. ერთადერთი ვარკვლავის მიღებაც კი დიდი პატივია. სამზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! მიშლენის რესტორნის კრიტიკოსები ნამდვილი საიდუმლო აგენტები არიან. პოპულარულ დაწესებულებებს ფარულად სტუმრობენ და საგანგებო შკალით აფასებენ. მასში მხოლოდ სამზარეულოს ხარისხი კი არა, მომსახურების დონე, გარემო, ატმოსფერო და კომფორტი შედის.
მიშლენის კულინარული რეიტინგის ისტორია ძალიან საინტერესოა: თავდაპირველად კომპანიას კულინარიასთან და სარესტორნო ბიზნესთან საერთო არაფერი ჰქონდა. მიშლენის ოჯახი მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელ პატარა საამქროს ფლობდა. 1888 წლიდან ძმებმა ედუარდ და ანდრე მიშლენებმა ფსონი ველოსიპედების, შემდეგ კი მანქანის საბურავებს წარმოებაზე გააკეთეს. ფირმის დევიზად იმპერატორ ავგუსტუსის ანტონიუსსა და კლეოპატრაზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ჰორაციუსის ლათინური ოდის დასაწყისი შეარჩიეს.&n
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1262 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 იმის მიხედვით, თუ რას ჭამს თქვენი რჩეული მამაკაცი, რის მომზადებას გთხოვთ ხშირად, ტკბილს ამჯობინებს თუ ცხარეს, ჭამის როგორი მანერა აქვს, თქვენ შეძლებთ, მისი ხასიათი და მიდრეკილებები მიახლოებით მაინც ამოიცნოთ. საინტერესოა, რომ ფრანგებმა შექმნეს თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალურობას მისი ჭამის მანერის მიხედვით განსაზღვრავენ: კვლევების თანახმად, ადრეული ეაკულაციის მქონე მამაკაცთა 80% ნთქავს საკვებს, პრაქტიკულად არ გადაამუშავებს მას, ახასიათებს ე. წ. „სრული სვლით ჭამა". ფრანგი ქალების 85% უპირატესობას ანიჭებს მამაკაცებს, რომლებიც კარგად ამზადებენ საჭმელს. სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით ჭამენ, სექსუალური ვნება მეტად გამოხატული აქვთ. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ახლავს ყოველ გადაყლაპულ ლუკმას და კალორიების სკურპულოზური თვლა ხელს უშლის საწოლში თავისუფალ ქცევას. გურმანებს ჩვეულებრივ მეტი ენერგია აქვთ, იშვითად ვარდებიან დეპრესიაში - ეს კი დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე. გემრიელი საკვებისგან წამოსული იმპულსები, ისევე როგორც სექსუალური კმაყოფილების სიგნალები, წარმოიქმნება და მუშავდება თავის ტვინის ერთსა და იმავე ნაწილში, რომელიც ემოციებს განაპირობებს. ამასთან მდედრს სრულყოფილი შთამომავლობის მოსაცემად, ძალების შენარჩუნების და ნაყოფის გამოკვებისთვის ესაჭიროება არამარტო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1026 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 1. შეიცოდეთ საკუთარი თავი. 2. იპოვეთ ეჭვიანობის ობიექტი. 3. დაჯექით სახლში მარტო და ჩამოაფარეთ ფარდები. 4. წაიკითხეთ, უყურეთ და დააკონსპექტეთ ახალი ამბები. 5. დაიწყეთ ყოველდღიური ბლოგის ”რა ძნელია ცხოვრება” წერა. 6. გამუდმებით იმეორეთ: "აუუ, როგორ უნდა ვიცხოვრო ამიერიდან?” 7. გადმოწერეთ ალბომები სამგლოვიარო მუსიკით და უსმინეთ ღამით. 8. მოძებნეთ თქვენს სხეულზე გამონაყარი და სულ მასზე იფიქრეთ. ივარჯიშეთ მეწვრილმანეობზე ყველაფერში. 9. არცთუ ცხადი რჩევა - ყოველდღიურად ნახეთ იდიოტური კომედიები. რატომ? ერთი-ორი კვირის მერე თქვენი ცხოვრება აზრს დაკარგავს და თანდათან ჯოჯოხეთად გადაიქცევა. 10. მხოლოდ ის აკეთეთ, რაც გსურთ. მალე მიეჩვევით ყოველწუთიერ კმაყოფილებას და ცხოვრებისგან უკვე ვეღარაფერს დაელოდებით. 11. იგრძენით თავი დამნაშავედ. არ დაივიწყოთ, რამდენი რამ მოხდა ცხოვრებაში მხოლოდ თქვენ გამო. 12. დაიწყეთ დედის, ცოლის ან ქმრის თვალთვალი. არავის ენდოთ. 13. ყოველთვის მიეცით საშუალება თქვენს დღის რეჟიმს, გაგაოცოთ.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1101 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
 კაცობრიობა ტყეების ჩეხვას, მდინარეების დაშრობას და ბუნების დაბინძურებას განაგრძობს ისე არხეინად განაგრძობს, თითქოს არ იცოდეს, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ეს ყველაფერი პლანეტის სახეს უარესობისკენ მნიშვნელოვნად ცვლის. შესაძლოა, საუკუნის დასასრულისთვის (ან შუა წლებისთვის) ადამიანმა უკვე ვეღარ ნახოს ბუნების ის სასწაულები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არსებობს.
დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია ლეგენდარული ავსტრალიური ეკოსისტემა, რომელიც თავისი ზომებით ამომავალი მზის ქვეყანას თუ სეედრება, 2030 წლისთვის გაქრება. ავსტრალიის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოკეანური წყლების სულ რაღაც 3-5 გრადუსით გათბობა მათი მჟავიანობის გაზრდასთან ერთად, ძალიან მალე გაანადგურებს რიფების 97%-ს მისი ბინადრებით. გარდა ამისა, რაიონში დღემდე ნებადართულია კომერციული თევზჭერა, რაც ასევე არ უწყობს ხელს ეკოლოგიურ წონასწორობას. ავსტრალიელი მკვლევრები გამოვიდნენ მოწოდებით ტურისტებისთვის, და ურჩიეს მათ, წყალქვეშა ფაუნა რესტორნის თეფშზე ლიმონისწვენმოსხმული კი არა, აკვალანგით წყალში ჩაყვინთვით შეისწავლონ. ძღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის კი ზედმეტი არ იქნებოდ იმის ცოდნა, რომ მაგიდაზე მოხვედრილი მიდიების თუ ხამანწკების ყოველი კილოგრამისთვის ერთიდან ათ კილოგრამამდე შენახვისა და ტრანსპორტირების პროცესში ლპობაშეპარული ზღვის ბი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1595 |
Added by: NaTia |
Date: 09.02.2011
|
« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|