|
|
მთავარი » ახალი ამბები

Hotmail-ის ახალი ვერსია - ელექტრონული ფოსტის ახალი ვებ-დანამატი საქმიანი ადამიანებისთვის, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის, 2010 წლის ზაფხულში გამოვა, იუწყება Infox.ru. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ივლისში ან აგვისტოში მომხმარებელს Hotmail-ის კიდევ სხვა სიახლეები ელის.
კომპანიის ინჟინრის თქმით, ახალი ფუნქციების უმრავლესობა იმ მიზნით დააპროექტეს, რომ ხალხმა ელექტრონული ფოსტა იოლად მოიხმაროს. გარდა ამისა, ელექტრონულ ფოსტაზე ნებისმიერი ფაილის მიმაგრება მარტივი იქნება და ნაკლები დრო დასჭირდება.
განსაკუთრებული ყურადღება Microsoft-მა დოკუმენტებთან მუშაობას დაუთმო. Hotmail-ის ახალი მომხმარებლები Word-ის ტექსტური ფაილების და Excel-ის ცხრილების შესწორებას შეძლებენ.
გაფართოებული Silverlight-ის საშუალებით, მომხმარებლები PowerPoint-ის ინტერაქტიულ პრეზენტაციებს მოაწყობენ. Microsoft-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ Google Documents და Gmail-ს აქტიურ კონკურენციას გაუწევენ.
|

ლაზერული სკანირების მეშვეობით აშშ-ში, სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთაზე არსებული მონუმენტის სამგანზომილებიან ციფრულ ასლს შექმნიან. მასზე ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის სახეა გამოსახული. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
ლაზერული სკანირების და მონუმენტის ციფრულ სისტემაზე გადაყვანის სამუშაოები 8 მაისს დაიწყო და კვირის ბოლოს დასრულდება. მონუმენტის სამგანზომილებიან ასლს ვირტუალური ექსკურსიებისთვის გამოიყენებენ.
რაშმორის მთის ციფრული ასლის შექმნაზე მუშაობა ნაციონალური პარკების სამსახურსა და Kacyra Family Foundation-ის ფონდში ერთდროულად მიმდინარეობს. მონუმენტის კოპირებისა და ციფრულ ფორმატში გადასაყვანად საჭირო რესურსებზე და ტექნოლოგიებზე ”Scottish10”-ის პროექტის ჩარჩოებში შოტლანდიის ხელისუფლებამ იზრუნა.
სულ 10 ისტორიული მემორიალის სამგანზომილებიანი ასლის გაკეთება იგეგმება. აქედან 4 - შოტლანდიაში, დანარჩენი ექვსი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია.
|

ამერიკული კომპანია Vivos-ი ადამიანებს ლუქსის კლასის ”ბუნკერში” ადგილების დაჯავშნას სთავაზობს, სადაც მოსახლეობა აპოკალიფსს კომფორტულ პირობებში შეხვდება, წერს Metro.
კომპანია Vivos-ის დამფუძნებლის რობერტ ვისინოს აზრით, სამყაროს დასასრული შესაძლებელია ნებისმიერ დროს დადგეს, რაც ბირთვულ ომს და ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს. გარდა ამისა, როგორც მაიას ტომის ინდიელებმა იწინასწარმეტყველეს, მოსალოდნელია ბუნებრივი კატაკლიზმები. რობერტ ვისინო ირწმუნება, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ბუნკერი სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კომფორტული კონსტრუქცია, რომელიც კალიფორნიაშია განთავსებული, 132 ადამიანს დაიტევს. საცხოვრებელ ოთახებთან ერთად მას სავარჯიშო დარბაზი, საავადმყოფო, კომპიუტერული მოკპლექსი და ციხეც კი აქვს. ”ბუნკერში” ცხოვრება 50 ათასი დოლარი ღირს. ვისინოს თქმით, ადგილების ნახევარი უკვე დაჯავშნულია.
კომპანიის ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ ასეთივე კონსტრუქცია მომავალში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე აიგება, მას 4000-ზე მეტი ადამიანი შეაფარებს თავს.
Vivos-ის ინფორმაციით, ქვეყნიერების დასასრულამდე 946 დღე დარჩა. მაიას ტომის კალენდრის თანახმად, 2012 წლის 23 დეკემბერს სამყარო არსებობას შეწყვეტს.
|

საქართველოს დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად მოგზაურობა შეგიძლიათ უკიდურესი აღმოსავლეთიდან - ვაშლოვნის ნაკრძალიდან დაიწყოთ და კოლხეთის დაბლობით დაასრულოთ. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი სათაფლიის ნაკრძალს სტუმრობს.
მათ კარსტული მღვიმის დათვალიერება და დინოზავრის უნიკალური ნაკვალევის ნახვა სურთ... გვესაუბრება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე:
- ახალ ტურისტულ სეზონში სათაფლიის ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის დაიხურება, რადგან მისი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს. სათაფლიამდე მისასვლელი გზა უკვე გაკეთებულია. მიმდინარეობს შიდა ბილიკების კეთილმოწყობა, კეთდება ავტოსადგომი, იდგმება სალაროები. რაც მთავარია, დინოზავრის ნაკვალევი გადახურული შენობის ქვეშ მოვაქციეთ, ვინაიდან ღია ცის ქვეშ ფუჭდებოდა. მნახველმა ცოცხლად რომ აღიქვას ნაკვალევის მნიშვნელობა და წარმოშობა, მოეწყობა იურული პერიოდის პარკი, სადაც დინოზავრების ფიტულები იმოძრავებენ.
რაც შეეხება მღვიმეს, მას ტემპერატურის ცვალებადობა ვნებს. საჭიროა ჰერმეტიზაცია, რისთვისაც კარის გაკეთებაა საჭირო. მღვიმეში დამონტაჟდება ფერადი განათება და აუდიოეფექტები. ვინაიდან ეს დიდი ტერიტორიაა და დათვალიერებას საკმაო ხანი სჭირდება, ბავშვებისთვის კეთდება გასართობი მოედანი და კაფე. სკოლის მოსწავლეებისთვი
...
კითხვის გაგრძელება »
|

13 წლის ამერიკელი ჯორდან რომერო ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტია, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო, - წერს სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”.
რომერომ ევერესტი მამასთან და სამ მეგზურთან ერთად დალაშქრა.
ევერესტზე ასვლამდე მას შვიდივე კონტინენტის ყველა უმაღლესი მწვერვალი ქონდა დალაშქრული.
დღემდე არსებული რეკორდი 16 წლის ნეპალელ ტემბო ჩერს ეკუთვნის. 17 წლის მოგზაური, ფინელი კარინა რეიხე კი საკუთარი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც მწვერვალზე ასვლა შეძლო.
|
« 1 2 ... 50 51 52 53 54 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 |
|