ორშაბათი, 21.07.2025, 03:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
Facebook მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. იგი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა, თავის სამ მეგობართან ერთად, შექმნა.

2009 წელს Facebook დასა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 980 | Added by: NaTia | Date: 15.12.2010

 შოვის ლანდშაფტი. 


შოვი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.

Category: სტატიები | Views: 1464 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

რუსულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ

მთარგმნელისაგან

წინამდებარე კრებული 1992 წელს გამოიცა გროზნოში. მასში შესულია მე–20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მკვლევარის პროზრიტელევისა და თანამედროვე იარაღთმცოდნის ჩახკიევის ნაშრომები, რომლებშიაც, გარდა კავკასიური იარაღის აღწერისა, იკითხება გმირული ეპოპეა მეზობელი ხალხისა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

უახლესმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასია მყარი ტრადიციული ღირებულებების მატარებელია და რომ იგი ნებისმიერ ფასად დაიცავს ისეთ მარადიულ იდეალებს, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.

კრებულში ნათლად ჩანს, რომ თუ არა ევროპული ტექნიკური პროგრესი, რომელზეც რუსეთს უფრო მიუწვდებოდა ხელი, კიდევ საკითხავია, თუ რა შედეგით დასრულდებოდა კავკასიის ომი.

რუსული გამოცემის წინასიტყვაობა

"სამოთხის ხმლები” … ასეთი პოეტური ტერმინი იხმარა ერთმა დასავლელმა ისტორიკოსმა თავის წიგნში, რომელიც ასახავდა "სარწმუნოებისთვის მებრძოლ” ჩეჩენ და დაღესტნელ მთიელთა ბრძოლას მეფის რუსეთის კოლონიური ექსპანსიის წინააღმდეგ მე-19 საუკუნეში.

გამომცემელნი ამ კრებულს უძღვნიან ფრიად მნიშვნელოვან, საინტერესო, გამოცანად დარჩენილ საკითხს – რა საშუალებით ახერხებდნენ ჩრდილოკავკასიელი მთიელნი (მე19 საუკუნის პირველ ნახევარში) მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის შეტევის შეკავებას ათწლეულების განმავლობაში.

ერთი ასეთი საშუალება იყო ჩინებული იარაღი, მეორე – თანამედროვე ტაქტიკა და სტრატეგია, მესამე – ფიზიკური სრულყოფილება და სიმამაცე.
თქვენს წინაშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1244 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

"ისტორია ადასტურებს რომ დიდი სახელმწიფოებს არა სურთ საკუთარი თავის გაწირვა თავიანთი მცირე მოკავშირეების ინტერესების სასარგებლოდ.”

ბარბარა კონრი

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებს. გლობალური ცვლილებების გავლენით მსოფლიოში ყალიბდება ახალი წესრიგი, რომლის ჩამოყალიბებას თან ახლავს პრობლემები და კონფლიქტები.


დღეს დიპლომატია და საგარეო პოლიტიკური აზროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.


საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკვე აღმოჩნდა კონფლიქტების წინაშე, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვიქმნეს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ გზაზე. სწორედ ამიტომაც საჭიროა, რომ ღრმად გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
ასევე აუცილებელია, რომ საქართველომ შეძლოს სერიოზული და საფუძვლიანი გეოპოლიტიკური პროგრამის ბაზაზე გამოიმუშავოს რეალისტური, პერსპექტიული საგარეო პოლიტიკა, რომლის ძირითადი გეოპოლიტიკური იმპერატივი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების შენარჩუნება.

სწორედ ამ მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1204 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

"თუ ვერ მიდიხარ ზემოთ, ქვების სროლა და იქიდან ჯოხით ჩამოღება არ არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი", "აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან 7 წელი არ გასულა, თუმცა ბევრი ლაპარაკობს, რომ მმართველ პარტიას ზედმეტი მუვიდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, იაპონიას ერთი პარტია 60 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა არავის უთქვამს, რომ იქ დემოკრატია არ არის. სააკაშვილმა დაასახელა გერმანიის მაგალითიც, სადაც 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კოლის, "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსის მმართველობა, თუმცა გერმანიის დემოკრატიულობაში ეჭვი არავის შეპარვია.

"ვერ გვწვდებიან და უნდათ, ჩამოგაგდონ, იმის მაგივრად, რომ თვითონაც ავიდნენ ამ დონეზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს ან შეიძლება დავიღალოთ და ჩამოვიდეთ. თუ შენ თვითონ ვერსად ვერ მიდიხარ ზემოთ, ქვების სროლა და იქიდან ჯოხით ჩამოღება არის მხოლოდ პირველყოფილი თემური წყობილებიდან რომ გადავდიოდეთ, დაახლოებით, დარვინიზმის თეორიით, მაიმუნების ეპოქიდან.

ეს არ არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ამაში ქართველი ხალხი დაგვიჭერს მხარს, თუ არა და სხვას აიყვანს ზემოთ და ჩვენ ჩამოგვიყვანს ქვემოთ. ეს არის ჩვენი პრინციპები", "აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Category: სტატიები | Views: 1067 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები