ორშაბათი, 21.07.2025, 09:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს რომელიც გიყეფს, ქვა ესროლო, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.



გოეთე


კეთილსინდისიერი ადამიანისთვის რისამე გარდაქმნის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:


პირველი - შეფასება, სადაც ძირითადად მჟღავნდება არსებულის სუსტი და ძლიერი მხარეები.

მეორე - სისუსტის აღმოფხვრის გზათა შერჩევა, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდებით.

მესამე - შეცვლა, შემოქმედების გზით.


სანამ ლიბერალურ საზოგადოებას შევეხებოდე ქართულ რეალობასთან კავშირში, ცოტა მეტ სიცხადეს შევიტან ზ.ა ქრონიკაში. როცა არსებობს რეალობა და ეს რეალობა არ შეესაბამება ექსპერიმენტული, ლოგიკური თუ რაციონალური გზით ჩამოყალიბებულ ხედვას, ჩნდება შეცვლისა და გარდაქმნის აუცილებლობა და ეს აუცილებლობა იმდენად არის დასაჩქარებელი, რამდენადაც დაბინძურებულია სოციოატმოსფერო.როგორ შეიძლება დავინახოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, თავისუფალ ღირებულებათა თვალსაზრისით? ერთის მხრივ არსებობს სახელმწიფო, რომელმაც თითქოს გააკეთა დემოკრატიული არჩევანი და კურსი აიღო დასავლური ცივილიზაციისკენ. მეორეს მხრივ კი არსებობს საზოგადოება, რომელმაც ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს არჩევანი.

მთავრობამ დაიწყო სისტემის რეფორმირება, რის შედეგადაც საზოგადოების გარკვეული ფენა აღმოჩნდა უკმაყოფილო, მთავრობა წავიდა უპრინციპო დათმობაზე და მტკივნეული ადგილების ანესთეზირების გზით, რეფორმირება შეარბილა, რამაც დააზარალა დემოკრატიული განვით ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1248 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ნახევარი საუკუნის წინათ, სრულებითაც არ მაკვირვებდა ის გარემოება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ გაუნათლებელი და აბსოლუტურად უზრდელი ადამიანები. არ მაკვირვებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი, პოლონეთში კი მაშინ ყველაფერი ნულიდან იწყებოდა.

ადამიანები, რომელთაც ლურსმნის მიჭედება შეეძლოთ, დიდად ფასობდნენ და საერთო აღიარებითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. მაგრამ, როგორც მახსოვს, პროფესორები და ექიმები, ადვოკატები და ინჟინრები უფრო მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ.

თუმცა, არც ერთ მათგანს არ ეპყრა მართვის სადავეები. იმდროინდელი პოლონეთში დიდი ემოციები დუღდა, პოლიტიკური ილუზიები გადახლართული იყო წყვილი ფეხსაცმელის, ერთ ჯამ საჭმელსა და თავშესაფრის შესახებ ოცნებებში. ფართო მასები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ადამიანები ნანგრევებში ცხოვრობნენ და ღამეს ათევდნენ იმ მიტოვებულ სახლებში, რომელთა მკვიდრნი ან დაიხოცნენ ან გააძევეს.

ექიმები შეუსვენებლივ მუშაობდნენ, რადგან იმ დროს ადამიანები ტუბერკულოზით, სისხლის მოწამვლით, შიმშილით, წყურვილით, გამოფიტვისაგან ან უბრალოდ სასოწარკვეთილებისაგან იხოცებოდნენ. მასწავლებლები სანთლებზე და ნავთის ლამპის შუქზე ასწავლიდნენ წერა-კითხვას არა მარტო ბავშვებს, არამედ ასაკოვნებსაც.

პოლონეთი იყო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1027 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში პოლიციასა და სტადიონის მომსახურე პერსონალს შორის შეტაკება მოხდა, რადაც 13 ივნისს გერმანია-ავსტრალიის მატჩი ჩატარდა.

სტადიონ Moses Mabhida-ს რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა გვიან ღამით, მატჩის დასრულების შემდეგ თავი მოედნის სიახლოვეს მოიყარა და შრომის მძიმე პირობები და დაბალი ხელფასები გააპროტესტა. მომიტინგენი განსაკუთრებით წუხდნენ იმის გამო, რომ მუნდიალის მსვლელობისას დანაპირები დღიური 195 დოლარის ნაცვლად მათ 25 დოლარს უხდიან.

მომსახურე პერსონალის აღშფოთება სტადიონის ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია - მატჩის გვიან ღამით დასრულების შემდეგ მოსამსახურეთა შინ წაყვანაზე არავის უზრუნია.

მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ფიზიკური ძალა გამოიყენა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

Category: სტატიები | Views: 1068 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით უამრავ რამეს პროგნოზირებენ. ზოგის აზრით, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა აქვს და ეს არჩევნებია. სახვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით კი, 30 მაისის არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ ფარსია და ამ მოტივით ნინო ბურჯანაძის პარტიამ; "ლეიბორისტებმა"; "ეროვნულმა ფორუმმა" და სხვა რეიტინგულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

30 მაისის არჩევნებში არ მონაწილეობს ირინა სარიშვილი-ჭანტურიაც, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ გამოჩენილა. ვინ გახდება თბილისის მერი; ვინ არიან ქვეყნის მოღალატეები და ვიქნებით თუ არა ნატოს წევრები - ამ და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ესაუბრა. 


_ ქალბატონო ირინა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში აღარ გამოჩენილხართ. რას ნიშნავს ეს - ირინა სარიშვილი, მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ ორთაბრძოლებს განერიდა თუ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა?

_ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთი მოტივით მივიღე, მჭირდებოდა ტრიბუნა, რომლითაც კარგად ვისარგებლე და გამოჩნდა, თითქოს აქტიურად დავბრუნდი პოლიტიკაში. რეალურად ასე არ იყო.

ვფიქრობ, ამჟამად პოლიტიკიდან ისინი მიდიან, ვისაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში არიან. იმას, რაც ბოლო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1047 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მარხვის არსი და მნიშვნელობა

ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი.

ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს. თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება.

ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.


ხანგრძლივი მარხვები

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა – ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრე-პავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1090 | Added by: NaTia | Date: 30.05.2010

« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები