|
მთავარი » სტატიები
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია! წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს! წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმაო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1103 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. * * *
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.
აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1072 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა. * * * ლოცვა ღამით, როცა სიჩუმეა და ადამიანი დაწყნარებულია, ისეთივე ნაყოფიერია და სასარგებლო, როგორც ღამის ჟუჟუნა წვიმაა სასარგებლო მცენარეთა ზრდისათვის. * * * სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად. * * * სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევით ღებულობს რაღაცა ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაბრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემენ. * * * როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს", იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა. * * * მონაზონი – ეს სინათლეა, შუქურაა კლდეზე და არა ქუჩის ფანარი. * * * მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწიონ სხვა ადამიანებს. * * * იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა, ეგოიზმი, – უწესო შვილი ამპარტავნებისა, – რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირ-პირს ამტვრევინებს.<
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1075 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
†††
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
†††
„სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ. საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
†††
ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
†††
მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1198 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

1. დაე, ყოველმა, ვინც ჩვენს მსგავს ღვაწლს შეუდგება, უპირატესად იმაზე იზრუნოს, რომ არასდროს არ შეასუსტოს გულმოდგინება და შრომათაგან დამცხრალმა არ იფიქროს, უკვე დიდი ხანია ვმოღვაწეობო. არამედ უმჯობესია ყოველ დღეს იმგვარად შევუდგეთ ხოლმე, თითქოს სწორედ ამ დღეს დავიწყეთ მონაზონური საგრობა, და დღითიდღე ასე ვამრავლოთ რუდუნება. კაცის ცხოვრება არაფერია მომავალ საუკუნეთა წინაშე, და ყოველივეცა ჩვენი – არარაა მრაადიულ სიცოცხლესთან შედარებით. ამქვეყნად ხომ ყოველგვარ ნივთს იყიდის კაცი შესაბამის ფასად, და აკი ყველაფრის გაცვლაც შეიძლება თანაფარდ რაიმეზე, ხოლო საუკუნო ცხოვრება მცირედით მოისყიდება, რადგანაც ასე წერია: „დღენი წელიწადთა ჩვენთანი მათ თანა – 70 წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა – 80 წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი" (ფსალმუნი 89, გალობაი მოსესი, კაცისა ღმრთისაი,10). ასე რომ, თუკი ამ ოთხმოცი წლის მანძილზე ვიქნებით ჩვენს ღვაწლში, ანდა თუნდ სულაც მთელი ასი წლის განმავლობაშიც, სუფევით ყოფნა ასევე ასი წლით კი არ მოგვეგება, არმედ უკუნითი უკუნისამდე ყოფნას დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველში ამ უბადრუკი ასი წლის სანაცვლოდ, ამქვეყნად რომ ღმერთის მოსაწონი ცხოვრებით გვიცხოვრია! ამქვეყნიური მოღვაწეობით აქვე კი არ მოვიპოვებთ საუკუნო ცხოვრებას, არამედ ცათა შორის, ამასთან ჩვენს ხრწნად და მოკვდავ სხეულს აქ დავტოვებთ,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1091 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|