|
მთავარი » სტატიები

ფუა გრა სოუსით, მომზადებული კოკოტით, მდოგვის მარცვლებით. 
პო-ტო-ფე, ფრანგული სამზარეულოს ტრადიციული კერძი. ფრანგული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საფრანგეთიდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა.
შუა საუკუნეებში გაჩნდა გიიომ ტირელი, უკეთ ცნობილი, როგორც ტაივენი. საფრანგეთის რევოლუციის ეპოქაში შემცირდა სანელებლების გამოყენება, სამაგიეროდ გაიზარდა მწვანილეულობის რაოდენობა და დაიხვეწა ტექნიკა, დაწყებული ფრანსუა-პიერ ლა ვარენითა, ხოლო შემდგომში დამუშავებული ნაპოლეონის განთქმული შეფი მარი-ანტუან კარემისა და სხვა გამოჩენილი მზარეულების მიერ.
XX საუკუნეში ჟორჟ-აუგუსტ ესკოფიეს მიერ დეტალურად აღწერილი ფრანგული სამზარეულო ოტ-კუიზინის თანამედროვე ვერსია გახდა. თუმცა ესკოფიეს ამ მნიშვნელოვან ნამუშევარში არ გამოჩნდა რეგიონული ხასიათი, დამახასიათებელი საფრანგეთის პროვინციებისთვის. შემდგომში განვითარებულმა გასტროტურიზმმა და მიშლენის მეგზურმა (Guide Michelin) საშუალება მისცა ხალხს გაცნობოდა პროვინც
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1522 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

სუფრის მარილი ანუ ზოგადად მარილი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი, იგი შედგება ნატრიუმქლორიდისგან. მარილის არომატი განეკუთნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.
საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდიფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს, თავისი შემადგენლობის გამო, შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი.
ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. მინერალის ან თვით ნატრიუმქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას.
Category: სტატიები |
Views: 1199 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
კ ოქტეილი  "ცეცხლოვანი კოქტეილი" შეიცავს მცირე რაოდენობით აალებად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დალევამდე იწვის.
კოქტეილი, (ინგლ. cocktail, სიტყვასიტყვით მამლის ბოლო), სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღბული სასმელი. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას - მაგარსა და სადესერტოს. ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი - უშუალოს ჭიქაში.
კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.
ისტორია .
პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი".
სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.
ორი საუკუნის განმავლობა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1218 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.
რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს: იმერული ხაჭაპური მეგრული ხაჭაპური აჭარული ხაჭაპური. სვანური ხაჭაპური ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური ფენოვანი ხაჭაპური

მწვადი — კავკასიელ და აზიელ ხალხთა კერძი. ტრადიციულად მზადდება ბატკნის ან ღორის ხორცისგან ლითონის ან ხის შამფურებზე. ამ კერძის მომზადებას დიდი ისტორია აქვს. სახელწოდება [რედაქტირება]
რუსულად ”შაშლიკ” (шашлык). ბერძნულად ”სულვაკი”(σουβλάκι), სომხურად ”ხორვაცი” (խորոված).
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 9470 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
არაჟანი  არაჟნის ბუტერბროდი
არაჟანი რძის პროდუქტია. იგი რძის ნაღების ”შედედების”, უფრო სწორად კი რძემჟავური დუღილის შედეგად მიიღება და ცხიმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ამ სახით გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მსგავსია დასავლეთ ევროპული კრემ-ფრეშის (ფრანგ. crème fraîche, 28%), მაგრამ გაცილებით მსუყე და სქელია 36%-ზე მეტი ცხიმის შემცველობით და უფრო მჟავეა გემოთი. არ იჭრება ცხელ კერძში დამატებისას.
არაჟანი ბორშში
 ბლინი არაჟანითა და ხიზილალით
 კარტოფილი არჟნითა და ჩილის წიწაკით.

...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1108 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
« 1 2 ... 58 59 60 61 62 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|