სამშაბათი, 22.07.2025, 08:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ქოქოსის ნაყოფი საქართველოში თითქოს ეგზოტიკაც აღარ არის. მაგრამ მათი შეძენისას მაინც ხშირად ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად და რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ორგანიზმისათვის. უძველესი დროიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ქოქოსის ნაყოფს იყენებდნენ როგორც გამაახალგაზრდავებელ საშუალებას.

ქოქოსის დამწიფებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება - 10-12 თვე, იწონის დაახლოებით 1,5-2 კილოგრამს. უმწიფარ ქოქოსში დაახლოებით 0,5 ლიტრი მომჟაო-მოტკბო გამჭვირვალე სითხეა, რომელიც კარგად კლავს წყურვილს.

დამწიფების პროცესში ამ სითხეში ჩნდება ცხიმის წვეთები და იგი თანდათანობით გარდაიქმნება ემულსიად - სასარგებლო და გემრიელ ქოქოსის რძედ, რომელიც რეკომენდებულია თირკმელების პრობლემების დროს. 

ეს ტროპიკული ნაყოფი შეიცავს ცხიმ-მჟავებს, რომლებიც ხელს უშლიან ონკოლოგიური და გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებების წარმოშობას, შეიცავს ასევე В ჯგუფის ვიტამინებსა და ვიტამინ С-ეს, მინერალურ მარილებს, გლუკოზას, ფრუქტოზას და შაქაროზას, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას და კალიუმს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად ქოქოსის ნაყოფი? გამოყენების წინ იგი აუცილებლად უნდა გარეცხოთ და გააშროთ. შემდეგ მას ხსნიან, გადმოასხამენ ქოქოსის რძეს, რის შემდეგაც ამტვრევენ და იღებენ რბილობს.

მისი მირთმევა უმადაც შეიძლება, შეგიძლიათ გახეხოთ სახეხზე, მაგრამ როგორც წესი, ქოქოსის რბილობს იყენებენ ოლადებში, ტორტის კრემ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1775 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

თუ ენერგიის დაქვეითებას გრძნობთ და ძალების დაკარგვას, ამისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლო მიზეზი და რამდენიმე შემოწმებული მეთოდი, თუ როგორ იგრძნოთ თავი უკეთ.

თავი დაღლილად შემდეგი მიზეზების გამო შეიძლება იგრძნოთ:

1. ცოტა გეძინათ. თუ 7-8 საათზე ნაკლები გეძინათ დღე-ღამეში, მალე შეიძლება ძალების დაკარგვა იგრძნოთ. რადგან ერთჯერადი ხანგრძლივი ძილი არაა საკმარისი ძალების აღსადგენად. ამიტომ უმჯობესია ასეთი სიტუაცია საერთოდ არ დაუშვათ.

ეცადეთ საკმარისად გეძინოთ ყოველდღიურად, ხოლო იმისათვის რომ უკეთესად დაიძინოთ, ეცადეთ შექმნათ საკუთარი ‘’ძილის შაბლონი’’ - ანუ ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, ეცადეთ ძილის წინ ერთი და იგივე მოქმედებების თანმიმდევრობა დაიცვათ და ა.შ. 

2. არ გისაუზმიათ. სწორედ საუზმე გვეხმარება ‘’გადატვირთვაში’’ და ამზადებს სხეულსა და ტვინს საქმიანი დღისათვის.

თუ ადამიანთა იმ რიცხვს განეკუთვნებით, რომლებსაც საუზმე არ უყვართ, წესად გაიხადეთ ადგომისთანავე ახლადგამოწურული ხილის წვენის დალევა. ხოლო თუ სასაუზმოდ დრო არ გყოფნით, წაიყოლიეთ სამსახურში რაიმე მსუბუქი - ხილი, შვრიის ნამცხვარი, მარცვლეულის ‘’ბატონი’’ და ა.შ. 

3. არ აკეთებთ ფიზიკურ ვარჯიშებს. დღეში სულ რაღაც 15 წუთი და თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მდგომარეობას. ხოლო თუ ვარჯიშისათვის დრო არასდროს გყოფნით, ლიფტის მაგივრად კიბეებზე ფეხით იარეთ, ერთი-ორი გაჩერება ფე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1103 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

მამაკაცები საინტერესო ხალხია. მათ შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ მარსზე წყალი არსებობს, რომ სამყაროში სხვა გალაქტიკებიცაა, რომ კოსმოსში ჩვენი მსგავსი ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ. მაგრამ! ვერავითარ შემთხვევაში დაარწმუნებთ, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია. მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ქალების მოგონილია და არსებობს მხოლოდ მამაკაცი, მისი ჭკუა, ლოგიკა და ინტუიცია!


შევადაროთ?

მამაკაცის გონება: ყველა საუკუნეში მმართველი მამაკაცები ბევრად მეტნი იყვნენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია? ყოველ შემთხვევაში მამაკაცები ამაში 100%-ით არიან დარწმუნებულნი. ქალის ჭკუა ვერ გაწვდება მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებს. ქალის დანიშნულებაა გააჩინოს და აღზარდოს შვილები, მიხედოს ოჯახს და არ ჩააქროს ოჯახური კერა. ამასთან, მამაკაცები არაფრად აგდებენ ან არ უნდათ დაინახონ, რომ თვითონ მმართველებს ქალები მართავდნენ ყოველთვის. დიახ, მამაკაცი - ეს არის თავი, მაგრამ ყველა თავი დგას კისერზე, რომელიც მიმართულებას აძლევს თავს!

მამაკაცები იყვნენ რაინდები, ატამანები, მეომრები. ისინი იბრძოდნენ, შეიმუშავებდნენ სტრატეგიას, ახორციელებდნენ მას პრაქტიკაში და ა.შ. ხოლო ამ ყველაფრის გასაკეთებლად ჭკუაა საჭირო და ქალს ამ ყველაფერში არაფერი ესაქმება. მაგრამ თუ ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედებით, შეგიძლიათ იპოვოთ შემთხვევები, როცა ომი მხოლოდ ქალის რჩევების გამო იქნა მოგებული, მათი კარნახით ან მათი შედგენელი გეგმებით.

მამაკაცები იყვნენ სწავლულები, გამომგონებლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1096 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ათი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კაცობრიობის ისტორიაში
10 ადგილი:
70 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა მიუძღვნა მაშინ ჯერ კიდევ მის შეყვარებულს, ელიზაბეტ ტეილორს. საერთოდ, 70 კარატი არც თუ ძალიან ბევრია, მაგრამ ალმასი საოცრად იყო გამოთლილლი და უზარმაზარი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ბარტონი – ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ტეილორი ორჯერ გაჰყვა ცოლად.

9 ადგილი:
წითელი ვარდები, რომლებიც ერთერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი 60-იან წლებში, ჯო დი მაჯიო, ყოველთვის ჩუქნიდა თავის საყვარელ მერლინ მონროს. ყოველდღე უზარმაზარი თაიგული, მას შემდეგაც კი, რაც ისინი დაშორდნენ. როცა მერლინი გარდაიცვალა, დი მაჯიო აგრძელებდა ბუკეტების მიტანას მის საფლავზე.

8 ადგილი:
ბანკების ცნობილი მძარცველი, ქლაიდი: ამბობენ, რომ თავის საყვარელ ბონის აჩუქა დოკუმენტები კაქტუსის პლანტაციებზე, რომლისგანაც ტეკილას ამზადებენ – ბონიმ ის სრულ საკუთრებაში მიიღო. თუმცა, ეს ქაღალდები თვალით არავის უნახავს, და ამ პლანტაციის მუშებმა აქამდე არ იციან, რომ მათი პლანტაცია ერთერთ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალს ეკუთვნის.

7 ადგილი:
პარიზის საროსკიპოში, ერთერთმა გოგონამ კლიენტისაგან მიიღო პატარა შეკვრა და თხოვნა, შეენახა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე. გოგონას ვალერიანის სმამ მოუწია, რადგან კლიენტს ვან გოგი ერქვა, ხოლო შეკვრაში მისი მოჭრილი ყური იდო.

6 ადგილი:
ფაუსტი, რომელმაც მარგარე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1104 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

გრანდ-კუიზინი, ასევე ოტ-კუიზინი (ფრანგ. Grand cuisine, ან Haut cuisine, მაღალი კულინარია) იყო ფრანგული სამზარეულოს დამახასიათებელი თვისება, რაც გამოიხატებოდა დეტალურ მომზადების წესსა და სტილიზებულ წარმოდგენაში, მცირე და მრავალრიცხოვან ჯერზე მირთმეულ კერძებში, რომლებიც მომზადებული იყო მრავალრიცხოვანი და იერარქიული მზარეულების გუნდის მიერ ევროპის დიდ რესტორნებსა და სასტუმროებში.

XVII საუკუნის შეფმა და მწერალმა ლა ვარენმა აღნიშნა ცვლილება შუა საუკუნეების მომზადების წესიდან ახალ მსუბუქ კერძებზე და უფრო მოკრძალებულ წარმოდგენაზე.

მომდევნო საუკუნეში ანტონენ კარემმა (დ. 1784) ასევე გამოსცა ნაშრომი კერძების მომზადებაზე, და მიუხედავად იმისა, რომ კერძების მისეული მომზადების წესი დღეს შესაძლოა ექსტრავაგანტული ჩანდეს, მან მნიშვნელოვნად გაამარტივა და კოდიფიცირება მოახდინა ადრეული, გაცილებით კომპლექსური სამზარეულოსი.


ჟორჟ-აუგუსტ ესკოფიე ცენტრალური ფიგურა გახდა ოტ-კუიზინის მოდერნიზებაში 1900-იან წლებში, რაც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც "კუიზინ-კლასიკი" (კლასიკური სამზარეულო). 1960-იან წლები გამორჩეული გახდა "ნუველ კუიზინის" გამოჩენით, როდესაც შეფ-მზარეულებმა "ამბოხი" მოუწყვეს ესკოფიეს "ორთოდოქსულობასა" და კომპლექსურობას.

თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში შეფ-მზარეულებმა ნელ-ნელა ოტ-კუიზინის ადრეულ სტილზე დაბრუნება დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ახალი ტექნიკა კვლავაც ბატონობს.

Category: სტატიები | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

« 1 2 ... 57 58 59 60 61 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები