|
|
მთავარი » ენციკლოპედია
პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი (* 29 ივნისი, 1894, სოფ. არგვეთი, საჩხერის რაიონი - † 22 ივლისი, 1937, საქართველო), ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. 
დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს.
პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.
მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს "ოქროს ვერძსა" და "ცისფერ ყანწებს".
პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს გარდაიცვალა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ.
განათლება.
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ "ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.
კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედ
...
კითხვის გაგრძელება »
|
შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 - ? ) - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა "ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. 
სერგო ქობულაძის მხატვრული წარმოდგენით, 1937
საქმიანობა პოეტი, მოაზროვნე, მეჭურჭლეთუხუცესი დაიბადა სავ. 1160-65 გარდაიცვალა პალესტინა ეროვნება ქართველი ჟანრი პოემა პერიოდი შუა საუკუნეები Magnum opus ვეფხისტყაოსანი.
წარმომავლობა.

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII სა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა. ისტორია .  ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე.
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.
ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება" (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება"-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი" არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
"თამარიანი", ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულება, რომლის ავტორად ტრადიციული ცნობებით, მიჩნეულია ჩახრუხაძე.
ხოტბის მთავარი ობიექტია თამარ მეფე. თხზულება დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად - ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით, XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად "თამარიანი" წარმოადგენს ცალკეული ოდების კრებულს, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი ლაშა-გიორგი. თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. თამარის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, რაც აღნიშნულია იმავე ეპოქის სხვა თხზულებებშიც ("აბდულმესიანი", "ისტორიანი და აზმანი..."), გადმოცემულია მეფის სამაგალითო პირადი ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების (ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და სხვა) დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი, რაც გამოვლინდა თხწულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა-გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების დიადი საქმიანობა სამშობლოს საკეთოლდღოდ.
"თამარიანის" ავტორი თავისი დროისათვის სწორ პოლიტიკურ ალღოს ავლენს. მისი აზრით, ქვეყნის ძლერების საფუძველია ერთიანობა და ცენტრალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ" (შემ: „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა") არის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა. გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწეა. თავისი ნაწარმოები ”ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ტაო-კლარჯეთი ეწოდებოდა.
გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. ”მერჩულე”, როგორც ეს პავლე ინგოროყვამ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.
ოპიზართა სიგელის მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით რომის იურისტებს ემსგავსებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.
ავტორი არათუ გადმოგვცემს რეალურ ვითარებას საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ურთიერთობის შესახებ, არამედ ამჟღავნებს კიდეც სიმპათიას მის მიერ აღწერილი მოვლენებისადნი. ნაწარმოების მიხედვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 57 58 59 60 61 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|