სამშაბათი, 27.01.2026, 10:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ქართლის ცხოვრება, ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო.

შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში" საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა და ხალხთა შესახებ.


XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა "ქართლის ცხოვრების" სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას.

მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ი. ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების" კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა.

საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების" შესახებ თ. ჟორდანიას, მ. ჯანაშვილს, ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების" შესწავლაში ი. ჯავახიშვილმა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1155 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

აბდულმესიანი, ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორად მიჩნეულია იოანე შავთელი. ძეგლში მოხსენებული სხვადასხვა ისტორიული რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, ბასიანის ბრძოლა) იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში.

თხზულებაში თამარ მეფესთან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი, რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრადიციული თვალსაზრისისაგან განსხვავებით ნ. მარს "აბდულმესიანი" დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა.

კ. კეკელიძეს მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების და სხვა) შეხედულებას, რომ "აბდულმესიანი" სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შ. ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწზმის შედეგად წარმოიშვა "აბდულმესიანის" სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.)

და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე იაკობ დუმბაძემაც (XVII ს. ). მან თხზულება არჩილ მეფის ხოტბად გადაა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1321 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

შენ ხარ ვენახი - შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1097-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი" ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან - „ღმრთისმშობელისადმი", რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.


ტექსტი .
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

Category: ენციკლოპედია | Views: 1459 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

"ამირანიანი", ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლი, საერთო სახელწოდება თქმულებებისა, რომლებსაც საფუძვლად უდევს კავკასიონზე ამირანის მიჯაჭვის სიუჟეტი. ამირანი ხალხის მოსარჩლე გმირია, რომელიც ამარცხებს დევებს, ქაჯებს, გველეშაპებს, ებრძვის ძალმომრეობას. მას მხარში უდგანან მზეთუნახავი ყამარი და ძმები ბადრი და უსუპი. "ამირანიანი" დაახლოებით 3500 წლის წინათ უნდა იყოს შექმნილი. მასში შემორჩენილია მატრიარქასტსა და პატრიარქატს შორის ბრძოლის კვალი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, "ამირანიანის" სიუჟეტური ეპიზოდები გამოხატულია გვიანი ბრინჯაოს ხანის მცხეთის ბრინჯაოს სარტყელსა და ყაზბეგის განძის ბრინჯაოს ითიფალურ ფიგურებზე. ძვ. წ. V საუკუნიდან ბერძენ მწერლებთან გვხვდება ცნობები პრომეთეს მითის ანალოგიური თქმულებაზე, რომელიც გავრცელებული ყოფილა კოლხეთსა და იბერიაში. ადრინდელ თქმულებაში ამირანს ყამარის მამა, ცა-ღრუბლების გამგებელი პირიმზე სჯიდა. დროთა განმავლობაში ამბავმა და პერსონაჟებმა მრავალი ცვლილება განიცადეს.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ძველ წარმართულ მითოლოგიურ ეპიზოდებს ქრისტიანულიც დაემატა (კერძოდ, პირიმზე ქრისტე ღმერთმა შეცვალა და სხვა).


"ამირანიანის" ჩაწერა XIX საუკუნის 10-იანი წლებში დაიწყო (თ. ბაგრატიონი). შეგროვებულია 150-მდე ტექსტი - პროზის, ლექსისა თუ ლექსნარევი პროზის სახით (ლექსი მაღალი და დაბალი შაირითაა გამართული).

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1472 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

მხედრული, ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო, მესამე საფეხური (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). მხედრული დამწერლობა იქმნებოდა თანდათანობით, უფრო ადრეული ქართული დამწერლობის - ნუსხურის საფუძველზე. მხედრულის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლები IX საუკუნიდან მოგვეპოვება (ატენის სიონი).

ქართული ისტორიული წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ მხედრული VI საუკუნიდან უნდა არსებულიყო, როგორც სახელმწიფო საკანცელარიო დამწერლობა. ივანე ჯავახიშვილი ადრეულ მხედრული დამწერლობას მრგლოვან ნუსხა-ხუცურს და მდივან-მწიგნობრულ დამწერლობას უწოდებს.

XIX საუკუნის დამლევამდე ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იხმარებოდა. ამ დროიდან მხედრული დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა. ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად კი იგი ერთადერთ საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრული (სიმღერა).

მხედრული, ქართული (იმერული) ხალხური სამხმიანი სალაშქრო სიმღერა. ახასიათენს ენერგიული, ხალისიანი რიტმი, მზარდი დინამიკა. მხედრულს ასრულებს ტეოცეტი და გუნდი შენაცვლებით. დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მხედრულის სტრუქტურის თავისებურება და პოლიფონიურად გაწყობილ ხმათა ოსტატური შეხამება. გამოირჩევა ფართო დიაპაზონით, მდიდარი, ნაირსახოვანი რიტმით.

მხედრული (ცეკვა).

მხედრული, ქართულ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1702 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

« 1 2 ... 58 59 60 61 62 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები