სამშაბათი, 27.01.2026, 10:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714, მეფე 1716-1724. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. დედა–თუთა, ქაიხოსრო გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

ადრეული წლები.


ვახტანგი სამი წლის იყო, რომ დედა გარდაეცვალა და 1680 წლიდან დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი ზრდიდა. სწავლა–განათლება და სამხედრო წვრთნა ვახტანგმა ბიძის, გიორგი XI–ის კარზე მიიღო. იმ დროს მიღებული წესის მიხედვით, ვახტანგს, როგორც ბატონიშვილს, ასწავლიდნენ სასულიერო და საერო ლიტერატურას, ისტორიას და სამხედრო ხელოვნებას. ვახტანგი დაახლოებული იყო აგრეთვე თავის უფროს ბიძასთან–არჩილ II–სთან. ცამეტი წლის ვახტანგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იგი გამოდის გიორგი XI–ის მომხრედ და იბრძვის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ.

1691 წელს გიორგი XI-მ დაიწყო ბრძოლა ქართლში გასამეფებლად. ბრძოლა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგი აქაც მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში. 1692 წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1583 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

იოანე ბოლნელი, X-XI საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მქადაგებელი. ბოლნისის ეპისკოპოსი.

ერთხანს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა ბოლნისში. იოანე ბოლნელი ქართული ჰომილეტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ჩვენამდე მოღწეული მისი ჰომილიები ძირითადად სახარების ამა თუ იმ ეპიზოდის განმარტებაა, ამასთან, მორალურ-ეთიკური ხასიათის შეგონებებსაც შეიცავს.

იოანე ბოლნელის ქადაგებანი ქართული მჭევრმეტყველებისა და მხატვრული სიტყვის მაღალი ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. იოანე ბოლნელის ცნობილმა ქადაგებამ "ღვინისმსმენელთა და მომთვრალეთათვის" გავლენა იქონია სულხან-საბა ორბელიანის შესაბამის ქადაგებაზე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1153 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1188 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), (* 1696, თბილისი ― † 1757, მოსკოვი), ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (* 1700 ― † 1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული.

1724 ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. აქვე დაამთავრა (1745) თავისი თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს გაბმული ისტორიაა უძველესი დროიდან("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.


ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1231 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), (* 1696, თბილისი ― † 1757, მოსკოვი), ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (* 1700 ― † 1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. აქვე დაამთავრა (1745) თავისი თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს გაბმული ისტორიაა უძველესი დროიდან("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.


ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1187 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები