სამშაბათი, 27.01.2026, 08:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ქრისტეფორე კოლუმბი (ესპ. Cristóbal Colón, იტალ. Cristoforo Colombo, პორტ. Cristóvão Colombo, ლათ. Christoferus Columbus) (დ. დაახ 31 ოქტომბერი, 1451, გენუა, იტალია — გ. 20 მაისი, 1506, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.

კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილიური კუნძული-ცენტრალური ნაწილი ბაჰამის არქიპელაგის, პატარა ანტილიური კუნძულები(დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.

სულ კოლუმბა დაასრულა 4 მოგზაურობა:
პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო, 1492—15 მარტი, 1493)
მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი, 1493—11 ივნისი, 1496)
მესამე მოგზაურობა (30 მაისი, 1498—25 ნოემბერი, 1500)
მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი, 1502—ნოემბერი, 1504).


დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის წინაგზავნილები [რედაქტირება]

XV საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ ევროპაში გაიზარდა მსხვილი ქალაქები, განვითარდა ვაჭრობა, საყოველთაო გაცვლის საშუალება გახდა ფული. სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა ო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1968 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

ფარავანი — ტბა საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე აბულ-სამსარსა და ჯავახეთის ქედს შორის.
გეოგრაფია და ჰიდროგრაფია [რედაქტირება]

ტბა ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი 37,5 კმ²-ია, ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². მისი მაქსიმალური და საშუალო სიღრმეა 3,3 და 2,2 მ, შესაბამისად. წყლის მოცულობა ტბაში 91 მილიონი კუბური მეტრია.

წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47 -73 სმ შორის.

მცირე მდინარეებიდან (შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკის წყალი) ტბა თოვლის ნადნობით, წვიმით და მიწისქვეშა წყაროებით მარაგდება. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა ნაპირზე. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის.

Category: ენციკლოპედია | Views: 1620 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

ზურაბ წერეთელი (დ. 4 იანვარი, 1934, თბილისი) — წარმოშობით ქართველი, რუსი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. მისი ნამუშევრები ხშირად საზოგადოები მწვავე კრიტიკას იმსახურებს პომპეზურობისა და გარემოსთან არაპროპორციულობის გამო.

Category: ენციკლოპედია | Views: 1212 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

დავით ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 8 აგვისტო/20 აგვისტო, 1889, სოფ. კუხი, ახლანდელი ხონის რაიონი ― გ. 10 მაისი, 1952, თბილისი), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.


კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915-მდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს.

სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი , 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც ("დასაფლავება იმერეთში", 1913; "ავტოპორტრეტი" 1913 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918-1919 კაკაბაძემ საქართველ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1181 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

"მთიელები სოფელს ტოვებენ" (პეტრე გრუზინსკი).

პეტრე ნიკოლოზის ძე გრუზინსკი (ბაგრატიონი, რუს.: Пётр Николаевич Грузинский;) (დ. 1837 ― გ. 1892), რუსი ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი, ეროვნებით ქართველი. ცნობილი მისი ნახატებიის სერიით კავკასიის ომის სცენებით. შთამომავალი ბაგრატიონთა დინასტიის მუხრან-გრუზინსკის შტოს, რომელიც XVIII ს.-ში რუსეთში გადასახლდა.

1851 წელს შევიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1860 წელს სურათისათვის "ბოშათა ბანაკი" დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი, ხოლო 1862 წელს სურათისათვის "ღუნიბის აღება" - დიდი ოქროს მედალი. საზღვარგარეთ გაემგზავრა როგორც აკად.

პენსიონერი. პარიზში დახატა სურათები "ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე" და "ბაზარი ფონტენბლოში". 1864 წელს დაბრუნდა რუსეთში, რათა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის ("რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს") ესკიზები შეესრულებინა. 1872 წელს სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსობა მიიღო. გრუზინსკის გვიანდელი (1891-მდე) ნამუშევრებია: "სცენა სოფლის ცხოვრებიდან", "გასეირნება ქალაქგარეთ" და სხვა.


Category: ენციკლოპედია | Views: 1410 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

« 1 2 ... 55 56 57 58 59 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები