|
მთავარი » სტატიები

კალცონე, ხშირად მოიხსენიებენ როგორც "დატენილი პიცა", იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილაა, რომელსაც პიცის ცომისა და მოცარელას (სულიგუნის ნათესავი) ან რიკოტას ყველით ამზადებენ. ყველის ნაცვლად შეიძლება იყოს ხორცი ან ბოსტნეული და ა.შ.
გაბრტყელებულ ცომზე შიგთავსი ემატება, შემდეგ ცომის ბოლოები თავზე იკვრება ("ჩებურეკის" მსგავსად) და ღუმელში ცხვება. კალცონეს სუფრასთან მარინარას საწებელთან (პომიდვრის საწებლის მსგავსი) მიართმევენ. სენდვიჩის ზომის კალცონეს ხშირად ქუჩის ჯიხურებიდან ჰყიდიან, ვინაიდან მისი ჭამა ადვილია ზეზე ან სიარულთან ერთად.
კალცონე ემსგავსება სტრომბოლის, თუმცა ტრადიციულად ორივე განსხვავებულ კერძად ითვლება.
კალცონე საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში და ხშირად პიცის ნაირსახეობად მიიჩნევა, თუმცა პიცაზე ნაკლებად პოპულარულია.
კერძის სახელი ხუმრობის საგანია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სადაც ადგილობრივ დიალქეტებზე კალცონე გოგონების საცვალსაც ჰქვია.
Category: სტატიები |
Views: 1154 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

საშიმი (იაპონ. 刺身) არის იაპონური დელიკატესი შემდგარი უმი ზღვის პროდუქტისგან, რომელიც დაჭრილია თხელი პატარა ზომის ნაჭრებად. საშიმი დაახლოებით 2,5 სმ. სიგანის, 4 სმ. სიგრძისა და 0,5 სმ. სისქის ნაჭრებია, თუმცა მისი ზომები დამოკიდებულია პროდუქტის ტიპსა და მზარეულზე. მას მიართმევენ ჩასაწობელ საწებელთან (სოიოს სოუსი ვასაბის პასტასა და თხლად დაჭრილი პონზუსა, ან კოჭას ფესვით.) და გარნირად, დაჭრილი დაიკონის ბოლოკთან ერთად. 
სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) იაპონურ სამზარეულოში არის ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი. იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა".
არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1158 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

ტოლმა (თურქ. dolma; ბერძ. ντολμαδες; სპარსულად Dolme (دلمه); სომხ. tolma (տոլմա); რუმინ. sarma) თურქული წარმოშობის კერძად ითვლება, თუმცა ის მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. სიტყვა "დოლმა" თურქულად ნიშნავს "რაიმე დატენილს". ძირითადად ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა ინგრედიენტთა ნარევია. პოპულარული წასახემსებელი კერძია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ითვლება, რომ კერძი თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთიდანაა წარმოშობით და შემდეგ გავრცელდა ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე.
თურქეთსა და სომხეთში ტოლმას უწოდებენ ნებისმიერ შეჭამადს, რომელიც კომბოსტოს, ყურძნის ფოთლებში, ბადრიჯანში, ან ბულგარულ წიწაკაშია გახვეული.
ტრადიციული ტოლმა ვაზის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია (სომხ. ტპოვ ტოლმა - թփով տոլմա), ან იგივე კომბოსტოს ფურცლებში (კაღამბი ტოლმა - կաղամբի տոլմա). ხორცისა და ბრინჯის გარდა ტოლმას ამატებენ კორიანდრს, ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან როგორც წესი არაჟანთან მიართმევენ.

...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1987 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

მარილიანი ბრეცელი. 
ჰორტუს დელიციარუმის ამ ილუსტრაციაზე (XII საუკუნე) ნაჩვენებია კრენდელის სავარაუდოდ ყველაზე ძველი გამოსახულება. ბრეცელი, ანუ კრენდელი არის გერმანიაში და საერთოდ, ევროპის ყოფილ და დღევანდელ გერმანულენოვან ქვეყნებში გავრცელებული ერთ-ერთი პურ-ფუნთუშეული პროდუქტი.
თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენაზე ეს სიტყვა მიეკუთვნება მდედრობით სქესს, ანუ იტყვიან die Brezel, -, -n, ხოლო ავსტრიაში ამავე სიტყვას საშუალო სქესის არტიკლის თანხლებით გამოიყენებენ. დღევანდელი გერმანიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კრენდელი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, საერთო ფუძის სხვადასხვა სიტყვა-ფორმებით ახსენებენ; Bretzel, Brezl, Breze. ბავარიასა და ავსტრიაში ბრეცელს ფორმა Brezn-ით აღნიშნავენ, შვაბეთში შეხვდებით ასევე ფორმებს Bretzet-სა და Bretzga-ს, ხოლო ბადურ-ალმანურ დიალექტში კი უფრო სიტყვა Bretschl-ს გამოიყენებენ.
ქართულ ლექსიკოგრაფიაში ამ პროდუქტს აღნიშნავენ ფორმით „კრენდელი", თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ფორმა ბრეცელი არის გამოყენებაში. დახა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1596 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
ბრაზილიური სამზარეულო
ბრაზილია - ჩინებული პლიაჟების, ბასა-ნოვას, ლამაზად გაშიშვლებული მანდილოსნების და დაუოკებელი საკარნავალო მხიარულების ქვეყანაა.
ბრაზილიას გააჩნია მდიდარი კულინარული ტრადიციები. საჯაროდ ცნობილია, რომ ბრაზილიური სამზარეულოს ფუძეს წარმოადგენენ ისეთი კომპონენტები როგორიცაა: ბრინჯი, ლობიო და მანიოკი.რაც შეეხება მანიოკს გეტყვით, რომ ეს ტროპიკული, მრავალწლიანი, მარადმწვანე, ბუჩქისებრი, საკვებად ვარგისი და ბრაზილიური სამზარეულოსთვის უმნიშვნელოვანესი მცენარეა. მანიოკი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს. უმ მდგომარეობაში მომწამლავია და გამოიყენება მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი. უმი მანიოკისგან მზადდება ბურღული სახელად ტაპიოკუ, რომლისგანაც ბრაზილიელები ამზადებენ ფაფას, ხოლო გამომშრალი მანიოკისგან კეთდება ფქვილი, რომლისგანაც აცხობენ თხელ კვერებს, ამ კვერებს ეწოდება „პური კასავადან." თუმცა ეს როდია ბრაზილიური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი პროდუქტების სრული ჩამონათვალი. ბრაზილიაში მრავალი „კულინარული ოლქია". მაგალითად ბაიაში, სადაც ყოველთვის ცხოვრობდა ბევრი აფრიკელი, ნებისმიერი კერძი წარმოუდგენელია პალმის ზეთის გარეშე. მინას გერაის მხარეში კი ჭარბობს ღორის ხორცისა და კოლარდისგან დამზადებული კერძები. და მთელი ბრაზილიის მასშტაბით კერძების მომზადებისას ხორცი განსაკუთრებით პოპულარუ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1554 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
« 1 2 ... 59 60 61 62 63 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|