ორშაბათი, 20.05.2024, 02:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

28.04.2010


გადაუღებელმა წვიმამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა. სანიაღვრე არხებიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა თხუთმეტამდე ოჯახი დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.

განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

მეწყერისა და ალაზანის ადიდების გამო პარალიზებული მოძრაობა აღდგა გომბორი-თბილისის გზატკეცილზე და თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალზე. მეწყერი ჩამოწვა თელავის რაიონის სოფელ ხოდაშენშიც. დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობა.

300-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე რჩება. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოდარებას ელოდებიან. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასაგეგმად თელავში მთავრობის გასვლითი სხდომა იწყება.

Category: ახალი ამბები | Views: 1073 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

ნიგერიელი აზუბიგე აგო ფრანკი 2 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მალე ქრისტიანად მოინათლა და უკვე გიორგი არუჯიშვილია. მოერგო აქაურ ცხოვრებას, ქართულად საუბარი ისწავლა, ჰყავს ქართველი მეგობრები და უნდა, საქართველოს მოქალაქე გახდეს. ცოლადაც ქართველის მოყვანას აპირებს და ქორწილში აუცილებლად დაპატიჟებს თავის 7 დედმამიშვილს, დედ–მამას და ბებიას. მას წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება – თავად უწმინდესმა და უნეტარესმა მონათლა და ახლა ტაძარში სტიქაროსნად მსახურობს.

– აზუბიგე–გიორგი, საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ?

– ერთი ჩემი მეგობარი, ნიგერიელი, აქ ცხოვრობს და მან დამაინტერესა. ის დამეხმარა, რომ აქ ჩამოვსულიყავი. დროებით მასთან ვცხოვრობდი, ახლა აქ, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ვცხოვრობ.

– რომელ რელიგიას აღიარებდით, სანამ გაქრისტიანდებოდით?

– მონათლული არ ვყოფილვარ, დედა და მამა ქრისტიანები არიან, მე საქართველოში მოვინათლე წელიწადი და რვა თვის წინ.

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ აქ გაქრისტიანებულიყავით?

– ნიგერიაში ნახევარი მოსახლეობა ქრისტიანია, ნახევარი – მუსლიმი. პატარაობიდან მომწონდა ეკლესია. მიყვარს ღმერთი. დედაჩემი და მამაჩემი აქ არ არიან. დედაჩემი და მამაჩემი ჩემი ღმერთია. აქ გაქრისტიანება იმიტომ მომინდა, რომ მომწონს საქართველო, ქართული ეკლესიები. სტიქაროსანი ვარ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასა და სამებაში.

– მთავარანგელოზის ეკლესიაში და სამებაში როგორ აღმოჩნდით?

– სამება ვნახე ტელევიზორში, გავაჩერე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1419 | Added by: NaTia | Date: 27.04.2010


ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”სტანდარდ ენდ პურსმა” (Standard & Poor's) საქართველოს სუვერენული რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე გაზარდა, რისი საფუძველიც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა გახდა. როგორც ხელისუფლების, ასევე ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეიტინგის გაზრდა საქართველოში ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, საქართველოში არც ისეთი კარგი ბიზნესგარემოა, როგორც ეს ”სტანდარდ ენდ პურსის” რეიტინგშია ნაჩვენები.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”სტანდარდ ენდ პურსის” (Standard & Poor's) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია:

„დაწყებული 2006 წლიდან რუსეთთან 2008 წლის მოკლე, მაგრამ ინტენსიურ ომამდე, საქართველომ შეძლო მოეზიდა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო ხელს შეუწყობს ქვეყანას კვლავ მოიზიდოს ინვესტიციები და კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მოველით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ მოსახლეზე საქართველოში იქნება უფრო სწრაფი, ვიდრე ანალოგიური რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში."

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია მისი პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა:

”ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კურსისა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1030 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ჰერმან ვან რუმპე, ევროპის კავშირის პრეზიდენტი.


ჰერმან ვან რუმპემ, ევროპის კავშირის პრეზიდენტმა, ხუთშაბათს პოლიტიკა დროებით დაივიწყა და ბრიუსელში ლიტერატურულ შეხვედრაზე მიიწვია საზოგადოება მათთვის თავისი წიგნის, ლექსების კრებულის, წარსადგენად. რუმპე იაპონური ლექსის ფორმას, ჰაიკუს, იყენებს. ფონ რუმპემ დამსწრეთ თავისი შემოქმედება თვითონ გააცნო.

„სამივე ტალღა

ერთად შეცურდა ნავსადგურში.

სამეული შინაა."

ესაა ჰაიკუ. ის ტრადიციული მოკლე ლექსია, სამტაეპიანი და წამიერ შეგრძნებას გამოსახავს. მარცვლების რაოდენობა დადგენილია, მაგრამ მას ბევრი არღვევს. ასევეა ჩვენს თარგმანებშიც. ევროპის კავშირის პრეზიდენტის, ვან რუმპეს, ზემოთ ციტირებული ჰაიკუ, იმ მხრივ, რომ მასში სიმბოლო უნდა იყოს, სავსებით აკმაყოფილებს ამ ერთ პირობას. ლექსი 2009 წელს დაიწერა და მასში ეს სამი ტალღა ევროპის კავშირის სამი წევრი - ბელგია, ესპანეთი და უნგრეთია, მათი ურთიერთთანამშრომლობაა.

62 წლის ვან რუმპე რომ პოეტია, ევროკავშირის პრეზიდენტად მისი არჩევისას სალაპარაკო იყო. მისი პოლიტიკური პროფილი არაა იმდენად გამოკვეთილი. არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ რუმპეს, როგორც პოეტის, სახე უფრო მკაფიოა, ვიდრე 27 სახელმწიფოსგან შემდგარი ბლოკის თავმჯდომარისა. შემდეგ ლექსში რუმპე შემოდგომის განწყობილებას აღწერს:

„მოსავალი აიღეს.

ხეებში მეტი სინათლე კრთება.

საღამო დგე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1114 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

ჩამოგდებული პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მიერ ქვეყნის დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ, ყირგიზეთის ახალი, დროებითი მთავრობა პირობას დებს, რომ 7 აპრილს მომხდარი ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთათვის 7 აპრილს ცეცხლის გახსნის ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. ძალადობას 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ასობით პირი დაიჭრა.

დროებითი მთავრობის ლიდერმა როზა ოტუნბაევამ პარასკევს განაცხადა, განდევნილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი, ამ ფაქტის გამო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგესო.

„ბაკიევი სასამართლოს ვერ გაექცევა", - თქვა ოტუნბაევამ და დასძინა: „ის მართლმსაჯულებას მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ დაემალება. სამაგიეროს გადახდა გარდაუვალია."

ხუთშაბათს ბაკიევი ყირგიზეთიდან ყაზახეთში გაემგზავრა. მის მიერ ქვეყნის დატოვების პროცესის უზრუნველყოფა ეუთოს, რუსეთის და შეერთებული შტატების შუამავლობით მოხერხდა. მოგვიანებით დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა, ბაკიევი თანამდებობიდან გადადგაო.

ბრაზილიაში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, ჟურნალისტებს უთხრა, „სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად" ყირგიზეთის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩართვა „სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს" მოუხდათო:

„[ყირგიზეთში შექმნილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1099 | Added by: NaTia | Date: 16.04.2010

« 1 2 ... 66 67 68 69 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები