|
მთავარი » ახალი ამბები

ძლიერი წვიმების გამო ბებრისციხე ინგრევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკა ანთაძემ აცნობა, რომელიც ამ წუთებში ადგილზე იმყოფება. როგორც ნიკა ანთაძემ აღნიშნა, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ციხის შიდა ნაწილის დიდი კედელი უკვე ჩამონგრეულია და კედლის დიდი მონაკვეთი ამჟამადაც ინგრევა.
"უმძიმესი ვითარებაა. გადაუღებელი წვიმების გამო მთლიანად დაიმეწყრა ციხის მიმდებარე ტერიტორია და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიშალა, მიწა მოწყდა და კედელი ჩაიტანა”, - განაცხადა ნიკა ანთაძემ. მისივე თქმით, პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარი გამორიცხულია, ვინაიდან ბებრისციხე მდებარეობს მთის ქიმზე და მოწყვეტილი მიწის დამაგრება შეუძლებელია.
"ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ვინაიდან ამ ადგილას მეწყერი არასოდეს ყოფილა. პირველი შემთხვევაა, როდესაც გადაუღებელმა წვიმებმა ასეთი კატასტროფული შედეგი მოიტანა”, - განაცხადა ნიკა ანთაძემ. ბებრისციხესთან ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფებიან.
|

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში, რეგულარული პირველობა დასრულდა და 3 ქართველის გუნდმაც ფლეი ოფში თამაში ოფიციალურად გაინაღდა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა” კი, გათამაშება სანუკვარ ორეულში დაასრულა.
თავად ქართველი პირველხაზელი, "ბრივთან” მატჩში, ძირითად შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ უკვე მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა იძულებით შეცვალა, თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა მე-2 ნახევარში თავი არ დაზოგეს და გამარჯვებაც მიითვალეს.
შევიდა შეცვლაზე პიერ მინიოლი, ცეცხლი დაანთო, ორი სალელოვე შეტევა წამოიწყო და პირველი ტაიმის 9:16 უცბად 26:16-ად აქცია. კი გაიბრძოლა დავით ხინჩაგიშვილის "ბრივმა”, მაგრამ ისღა მოახერხა, რომ ლამაზი, ხელდახელ ჩათამაშებული ლელოთი უპასუხა და 23:26 დამარცხდა, რითაც "ტულონს” რეგულარულ პირველობაში მე-2 ადგილი უბოძა და ამით ფლეი ოფის პირველი ეტაპისგან იხსნა.
ქუბრიაშვილის გარდა, ამ მატჩში მონაწილეობა დავით ხინჩაგიშვილმაც მიიღო, ვინაც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. "ბრივმა” 58 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში "ჩელენჯ ქაფ”-ზე იასპარეზებს, 80-ქულიანი "ტულონი” კი ერთი კვირა დაისვენებს და ფლეი ოფში ღირსეულ მეტოქეს დაელოდება.
საჩემპიონო ფლეი ოფში ერთ-ერთი ღირსეული გუნდი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი” იქნება, ვინაც საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი”
...
კითხვის გაგრძელება »
|

ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ზოგიერთს ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული, ნაწილი კი მებრძოლად იბადება და მუდამ ძიებაშია. პირველი და მეორე კატეგორია თვითონაც იტანჯება და სხვასაც უმძიმებს ყოფას, მებრძოლები კი საკუთარ თავსაც უადვილებენ ცხოვრებას და საზოგადოებასაც ეხმარებიან. "საზოგადოება ჩვენს მსგავს ადამიანებს უნდა მივაჩვიოთ", - მეუბნება ჩემი სტუმარი, ახალგაზრდა უსინათლოთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი იაშვილი, რომელმაც, ალბათ, ბევრი რამ შეისწავლა და საკმაოდ მრავალი სიძნელე დაძლია, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის ძალიან საჭირო, სასარგებლო და "ჩვეულებრივი" გახდებოდა.
- ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოში, ომამდე ორი დღით ადრე შევქმენით. მანამდე უსინათლოთა კავშირთან შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, სადაც უსინათლო და თვალხილული ადამიანები იკრიბებოდნენ. დამიკავშირდნენ მეც და მივედი. სამწუხაროდ, კლუბი მალევე დაიშალა, მე კი უსინათლო ადამიანების დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაციის იდეა ძალიან მომეწონა და ჩემს რამდენიმე უსინათლო და მცირედ მხედველ მეგობართან ერთად შევქმენი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია, უსინათლო, მცირედ მხედველი და მხედველი ახალგაზრდების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინდა, კომპიუტერულ ტე
...
კითხვის გაგრძელება »
|

ნიკო გომელაურის ამ ქვეყნიდან წასვლა თავზარდამცემი იყო... თუმცა ეს სიტყვები არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რომელსაც დღეს ათასობით ადამიანი განიცდის. ამ დღეებში უამრავი ცრემლი დაიღვრება, იმ ადამიანის დაკარგვის გამო, რომელიც ხელოვნებასთან, არაორდინარულ შემოქმედთან შეხვედრის უდიდეს ბედნიერებას გვაზიარებდა... ისევ თავად ნიკოს მივცემთ სიტყვას: მასზე უკეთ მის შესახებ ვერავინ მოგვიყვება, თუნდაც - რამდენიმე სტროფითა და "გზის" ფურცლებზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ამოკრებილი ნაწყვეტებით შემოვიფარგლოთ...
"არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! - როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..."
ნიკო გომელაური: "- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება... მთავარი ისევ და ისევ, სიყვარულია. ეს გრძნობა ყველაფრის დასაბამი უნდა იყოს" (2010 წლის მარტი).
"ჩემი ლექსები დღეს შენ გეძღვნება, თუმცა მცირეა, ვიცი, ეს ძღვენი. მაგრამ თუ გინდა, ფრენის შეგრძნება, მოდი, მომენდე, მოდი, მიგრძენი..."
"- ნიკო, ბოლო დროს ძალიან პოპულარული ხარ და ამაზე გუშინდელი დღეც მეტყველებს - "ბიბლუსში" ახალგაზრდების ტევა არ იყო. - კარგია, თუ მოზარდები ბევ
...
კითხვის გაგრძელება »
|

უთანასწორო ქორწინებებისადმი, როდესაც მამაკაცი გაცილებით უფროსია თანამგზავრზე, როგორც წესი, საზოგადოებას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. მიიჩნევა, რომ ქალს ამ დროს მამაკაცისგან მისი კავშირები და საზოგადოებრივი მდგომარეობა სჭირდება, მამაკაცს კი - მისი ახალგაზრდობა. ამჯერად რამდენიმე ცნობილ და ბედნიერ წყვილს წარმოგიდგენთ, რომლებიც ჯერჯერობით ამსხვრევენ ამ წარმოდგენას.
სელინ დიონი და რენე ანჯელილი
ასაკში სხვაობა: 27 წელი
გათხოვებამდე: პროვინციელი გოგონა სოფელ შარლემანიდან, რომელიც მომღერლის კარიერაზე ოცნებობდა.
შეხვედრა: საქმიანი შეხვედრა. 12 წლის გოგონა დედასთან ერთად მივიდა 38 წლის პროდიუსერთან მოსმენაზე და მაშინვე შეუყვარდა. 1994 წელს - სელინის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, რენე პირველ ცოლს დასცილდა და წყვილმა ნოტრ-დამის ტაძარში დაიწერა ჯვარი.
შვილი: 9 წლის ვაჟი რენე-შარლი.
გათხოვების შემდეგ: მეუღლის წარმატებული განკურნების შემდეგ (1999 წელს ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს) სელინი სამუშაოს დაუბრუნდა. უკან დარჩა 2008 წლის მსოფლიო ტურნე, წინ არის ლას-ვეგასში დაბრუნება ახალი შოუთი. თუმცა სელინის მთავარი საფიქრალი მომავალი შვილია - მას სურს, საყვარელ მამაკაცს მეორე შვილი აჩუქოს.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
ასაკში სხვაობა: 25 წელი
გათხოვებამდე: ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც სტივენ სპილბერგმა როლზე დაამტკიცა. ანტონიო ბანდერასის შეყვარებული ფი
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 64 65 66 67 68 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|