კვირა, 15.06.2025, 16:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად მიჩნეული პიერლუჯი კოლინა, ოფიციალურ შეხვედრებს 2006 წლიდან აღარ მსაჯობს, მაგრამ ფეხბურთს არ ჩამოშორებია. ის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ასოციაციას კონსულტაციას უფასოდ უწევს, გარდა ამისა, უეფას არბიტრთა კომიტეტის წევრიცაა.


50 წლის იტალიელი, ზოგჯერ საყვარელ საქმესაც უბრუნდება, როგორც ეს მიმდინარე წლის 25 იანვარს, ლისაბონში მოხდა - ზინედინ ზიდანისა და რონალდოს მეგობრების გუნდის "ბენფიკასთან" ჩატარებული საქველმოქმედო მატჩი იმსაჯა, რომლიდანაც შემოსული თანხა, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებს გადაეცათ.



ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ მსაჯთან ინტერვიუ, გამოცემა Sportweek-მა გამოაქვეყნა.




- სამსაჯო კარიერა 2006 წელს დაასრულეთ. თუ არის ისეთი რამ, რაც ვერ გააკეთეთ და რის გამოც დღემდე გული გწყდებათ?
- სერია A-ს მატჩების განსჯა 1991 წელს დავიწყე, როდესაც დიეგო მარადონამ იტალია დატოვა. ძალიან საწყენია, რომ მას საფეხბურთო მოედანზე ვერ შევხვდი. ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში ის უდიდესი მოთამაშეა.

- მათგან, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა თქვენზე?
- კარიერის განმავლობაში არაერთ მატჩში მიმსაჯია, რომლებშიც უდიდესი გუნდები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. გულიტი, რაიკაარდი, რონალდინიო, ზიდანი. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1113 | Added by: NaTia | Date: 29.04.2010

რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა განაცხადა.


"ჯოლდოების გადაცემისას პუტინმა საქართველოს ჰიმნი ფეხზე დამდგარმა მოისმინა და შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა”, – განაცხადა ხაბულიანმა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების დამარცხების იმედი ჰქონდა. პუტინი ვენაში საგანგებოდ მათ მხარდასაჭერად ჩავიდა. პრემიერმა თან ნაკრების ფორმაში ჩაცმული 150 ბავშვი და ნაკრების ძველი მწვრთნელიც ჩაიყვანა.


"გუნდები ისე იყო განთესილი, რომ რუსეთის და ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ რუსი სპორტსმენები მანამდე გამოეთიშნენ ჩემპიონატს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Category: ახალი ამბები | Views: 1071 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 15 აპრილიდან დაიწყება. უკვე დამონტაჟდა საჭირო ტექნიკა - თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამოცნობის, ხელმოწერის ნიმუშის აღების და პასპორტის ხარისხის შემოწმების აპარატი.

ამ დროისთვის ბეჭდვის სამი ცენტრი არსებობს. ბიომეტრიული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და ასი ლარი ეღირება. ბიომეტრიული პასპორტების გაცემის პარალელურად, ვადის გასვლამდე ძალაში იქნება დღეისთვის მოქმედი პასპორტებიც.

Category: ახალი ამბები | Views: 1154 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010


"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგი უგულავა დილის 06:00 საათზე გლდანი-ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ თონეს ესტუმრა, სადაც ხაბაზის ფუნქციები შეასრულა - პურები და ნაზუქები დააცხო; შემდეგ, კინოთეტრ "ამირანში" მივიდა, სადაც სპეცფორმაში გამოწყობილმა ვიტრაჟები დაასუფთავა; მოგვიანებით, ვარკეთილის ბაზრობაზე ყასაბის ფუნქციები იტვირთა - თეთრ ხალათში გამოწყობილმა ხორცი დაჭრა და გაყიდა.

მერობის კანდიდატი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. "ასე უფრო შესაძლებელია არსებული პრობლემების დანახვა", განაცხადა უგულავამ.

Category: ახალი ამბები | Views: 1086 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010


რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა, რომლებიც თურქეთის გეოგრაფიულ ცნობარზე მუშაობდნენ, ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები - ოშკი, ხახული და იშხანი მოინახულეს.

ექსპედიციის წევრთა განცხადებით, ოშკი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე ყველაზე დიდი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო, სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებული გუმბათიდან წყალი ჩადის, რამაც ფრესკები თითქმის ჩამორეცხა.

ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახული ვედრების ბარელიეფური კომპოზიციიდან თავდაპირველად ჩამოვარდა ღვთისმშობლის ფიგურა, რომელიც 2006 წლამდე ტაძრის კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ - დაიკარგა; სხვა ფიგურებს, სიმაგრის მისაცემად, შეყუდებული ქონდა ხის მორები. ამჟამად, კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს; ბარელიეფიდან კი, ჩამოვარდნილია მაცხოვრის ფიგურა, რომელიც შუაზეა გადატეხილი და ისეა დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება. აღნიშნული ბარელიეფით ტაძარი აგებისთანავე, მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში შეამკეს.

Category: ახალი ამბები | Views: 1170 | Added by: NaTia | Date: 28.04.2010

« 1 2 ... 65 66 67 68 69 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები