|
მთავარი » სტატიები
 ქერათმიანი ლამაზმანი მწვანე თვლებით, ფეი დანაუეი, ერთი როლით იქცა გასული საუკუნის 60–იანი წლების სიმბოლოდ, როცა ფილმში "ბონი და კლაიდი" ლეგენდარული მძარცველის, ბონი პარკერის როლი ითამაშა. ამის შემდეგ ქალებისთვის ახალი სტილი დამკვიდრდა მოდაში – მოკლე ქერა თმა, ბერეტი და სიგარეტი.
"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი როლი იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თამაშობ გმირს, რომელიც ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის. უამრავ ქალს გაუჩნდა სურვილი, ბონი პარკერს დამსგავსებოდა. 60–იანი წლების ბოლოს ჩემი გმირის გარშემო სრული ისტერია დაიწყო", – იხსენებს მსახიობი ფეი დანაუეი.
კლაიდის როლის შემსრულებელმა და ფილმის ერთ–ერთმა პროდიუსერმა, უორენ ბიტმა, თავიდან ბონის როლზე ფეი დაიწუნა. მიზეზი სიმსუქნე იყო. გოგონას იმდენად უნდოდა ამ ფილმში თამაში, რომ მოკლე დროში დიეტითა და ფიზიკური დატვირთვით შეძლო იმ ფორმის მიღება, როგორიც უორენ ბიტს სჭირდებოდა. შედეგი ამ წვალებად ღირდა, რადგან 30–იანი წლების ცნობილი განგსტერის მეგობარი ქალის თამაში ფეისათვის ტრამპლინი აღმოჩნდა კინობიზნესში. თუმცა, ოსკარზე წარდგენის მიუხედავად, მსახიობმა ოქროს ქანდაკება მაინც ვერ მიიღო.
ოსკარი მსახიობმა ათი წლის შემდეგ მიიღო, ფილმისათვის "ტელექსელი", სადაც ფეიმ მმართველი ფემინისტი ქალის როლი ითამაშა. მისი გმირი სენსაციების გამ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1161 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ფილმში "უხამსი წინადადება" არის ეპიზოდი, როდესაც დემი მურის გმირი 24 საათი ფიქრობს, როგორ მოიქცეს – გაატაროს თუ არა ღამე მილიონ დოლარად მამაკაცთან, რომელსაც რობერტ რედფორდი ასახიერებს. გამოკითხვებით გაირკვა, რომ მილიონზე მეტი ქალი ზუსტად ერთ წუთში დათანხმდებოდა ამ უხამს წინადადებას, ოღონ ღამე რედფორდთან გაეტარებინათ.
ის თითქმის ყველა თაობის ქალების ყურადღებას იქცევს. ასაკოვანი მანდილოსნებისათვის რობერტ რედფორდი ქერათმიანინ კეპიანი ბიჭია ფილმიდან "აფიორა", შუახნის ქალბატონებისათვის – ბანკების მძარცველი კოვბოის ქუდიანი მამაკაცი ფილმიდან "ბუჩ კესიდი და სანდეს კიდი", შედარებით ახალგაზრდებისათვის – ბრედ პიტის სიმპათიური პარტნიორი ფილმიდან "ჯაშუშური თამაშები", მათვის, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს – ამერიკის დემოკრატიული მოძრაობის გავლენიანი პირი, ხოლო დამოუკიდებელი კინოს მოყვარულებისათვის – ადამიანი, რომელიც ყოველ წელს სანდესში არტ–ჰაუსის კინოსამყაროს იწვევს და ფესტივალს მართავს. ჰოლივუდში არსებობს აფორიზმი – ყოველ ამერიკელს სურს, იყოს რობერტ რედფორდი.
ჩარლზ რობერტ რედფორდ უმცროსი 1936 წლის 18 აგვისტოს კალიფორნიაში, სანტა მო
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1177 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ფრანსუა ტრიუფო ფრანგი კინორეჟისორი და მსახიობი, მიმდინარეობა "ახალი ტალღის" წარმომადგენელი გახლდათ. ის მსოფლიო კინოს ისტორიაში შევიდა, როგორც რეჟისორი ფილმებისა "400 დარტყმა", "ველური ბავშვი", "ამერიკული ღამე", "უკანასკნელი მეტრო". მსახიობის ამპლუაში მაყურებელს თავი დაამახსოვრა სტივენ სპილბერგის ფილმით "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი".
ფრანსუა ტრიუფო 1932 წლის 6 თებერვალს პარიზში, მარტოხელა დედის ოჯახში დაიბადა. ნამდვილი მამის ვინაობა არც იცოდა. დედამ და მამობილმა, როლანდ ტრიუფომ გაზარდეს. სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და მთელ დროს პოეტებისა და შემოქმედი ახალგაზრდების წრეში ატარებდა. მალე ჯარში გაიწვიეს, მაგრამ სამხედრო დისციპლინა მისთვის აუტანელი იყო. თავისუფლებისა და ფანტაზიების სამყაროს მოყვარულმა ფრანსუამ დეზერტირობა არჩია. მას უფროსი მეგობრები დაეხმარნენ და დეზერტირობა დემობილიზაციით შეუცვალეს, როგორც არამდგრადი ხასიათის ადამიანს.
ჯარიდან თავდახსნილმა ტრიუფომ ფრანგულ გაზეთებში კინოს შესახებ სტატიების წერა დაიწყო. 1951 წელს მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს ჟურნალი "კაიე დიუ სინემა", რომელიც დღესაც ყველაზე ავტორიტეტულ კინოჟურნალად ითვლება. ოთხი წლის შემდეგ კი გადაიღო თავისი პირველი ფილმი "შანტრაპა" – სამეფო კარის ახალგაზრდა წარმომადგენლების ისტორიები. მოგვიანებით ცნობილი რეჟისორი და მსახიობი იტყვის, რომ მთელი ცხოვრება იღებდა ფილმებს ქალისა და მამაკაცის ურ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 2031 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
993 წელს "საქართველოს რესპუბლიკამ" გამოაქვეყნა ნაწყვეტები წიგნიდან "აკვარიუმი". ასე გაიცნო ქართველმა მკითხველმა მსოფლიოში ცნობილი მწერალი ვიქტორ სუვოროვი.
არჩევანი არ იყო შემთხვევითი
– ფსევდონიმი სუვოროვი შემთხვევით ავირჩიე. როდესაც გამომცემლობაში პირველი წიგნი მივიტანე, რედაქტორმა მითხრა: თუ გინდათ, რომ კარგად გაიყიდოს, რაიმე ხმაურიანი ფსევდონიმი აირჩიეთო. მეც სუვოროვზე შევჩერდი, – ამბობს მწერალი თავის ერთ–ერთ ინტერვიუში.
მისი ნამდვილი გვარია ვიქტორ რეზუნი. მამით ის უკრაინელია, დედით კი – რუსი. დაიბადა 1947 წელს, ოფიცრის ოჯახში. მამა ბავშვობიდანვე ზრდიდა მას სპარტანული და საბჭოური სულისკვეთებით. ამან განსაზღვრა კიდეც ვიქტორის ცხოვრებისეული არჩევანი.
– უკვე 5 წლისამ მტკიცედ ვიცოდი, რომ სამხედრო გავხდებოდი, – იგონებდა ის შემდგომში.
ვიქტორმა დაამთავრა სუვოროველთა სასწავლებელი. ამ დროს გამოჩნდა მისი დაინტერესება ტექნიკითა და ავანტიურებით. ამან განაპირობა ტანკისა და მახნოსადმი სიყვარული:
– მახნო, როგორც პიროვნება, ახალგაზრდობიდანვე მიზიდავდა. გადავიკითხე სსრკ–ში გამოცემული მთელი ლიტერატურა ამ კაცის შესახებ. განსაკუთრებით მიზიდავდა თვითმხილველთა მონათხრობი ამ მართლაც საოცარ კაცზე, – ამბობს სუვოროვ–რეზუნი.
მახნოსადმი ინტერესი მას მოწიფულ ასაკშიც შერჩა. ეს მის წიგნებშიც აისახა.&
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1347 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
გასული საუკუნის 40–50–იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯუდი გარლენდის ქალიშვილს ცხოვრებაში სხვა ინტერესი, კინოსა და სცენის გარდა, არც არაფერი ჰქონია. პატარაობიდანვე იცოდა, რომ ცხოვრებაში ისეთ რამეს მოჰკიდებდა ხელს, რაც საშუალებას მისცემდა, დედის მსგავსად პოპულარული გამხდარიყო. მან ეს შეძლო და დედას აჯობა კიდეც. ლაიზა მინელიმ დაიპყრო კინოსა და მუსიკის მოყვარულების გულები. ლაიზა 1946 წლის 12 მარტს დაიბადა. მამამისი ცნობილი რეჟისორი ვინსენტ მინელი გახლდათ, რომელიც ცნობილი იყო თავისი მიუზკლებით. მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა "ამერიკელი პარიზში" და "ჟიჟი" ოსკარები მიიღო. ლაიზა 4 წლის იყო, როდესაც მყარი ოჯახის ილუზია დაენგრა. მისი მშობლები გაშორდნენ. ამის შემდეგ ჯუდი გარლენდის კარიერა დაღმა დაეშვა. დედამ გადაწყვიტა, ქალიშვილის მომავალზე სათანადოდ ეზრუნა, ამიტომ ფრედ ასტერთან ცეკვის გაკვეთილებზე შეიყვანა. მალე ჯუდი მეორედ გათხოვდა, მაგრამ ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა. მარტოდდარჩენილი გარლენდი ვერ შეეგუა არავარსკვლავურად ცხოვრებას და ფულის ეკონომიას. დედა–შვილს ფინანსური პრობლემები ხშირად ჰქონდათ. სასტუმროებიდანაც კი იპარებოდნენ, რათა ფული არ გადაეხადათ. ერთ დროს მაღალი წრის ოჯახი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. 20 წლის განმავლობ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1269 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|