|
|
მთავარი » სტატიები

წმ. ეფრემ ასური აღსარება. ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.
ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.
სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1333 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

მოგეხსენებათ, ჩვილის ორგანიზმში ვიტამინ D –ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს. ეს პრობლემა ჩვენს პატარას რომ არ შეეხოს, საჭიროა მისი დროული და გონივრული პროფილაქტიკა. რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები ერთი–სამი წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში).
პირველ რიგში მომავალი დედა ორსულობის პერიოდში აუცილებლად სწორად უნდა იკვებებოდეს, მიიღოს ვიტამინების კომპლექსი და რაც შეიძლება ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე.
გაცილებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით "ძუძუს ბავშვები”. ჰოდა, დედიკოებო, თქვენსავე ინტერესებში შედის, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ ლაქტაცია.
D ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის პედიატრები შესაბამის პრეპარატებს ნიშნავენ. თუ თქვენს პატარას შეამჩნევთ ხშირ ოფლიანობას, ჭირვეულობას, თავის ფორმის დეფორმაციას (შუბლის არეში, ან კეფაზე), მიმართეთ ექიმს – ის დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მკურნალობა კომპლექსურია და მიმართულია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსებისკენ.
მზის სხივი უებარი წამალია რაქიტის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეცადეთ ბავშვი ხშირად გაასეირნოთ, მზის სხივებმა დახედონ პატარას სახეს
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1153 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

დიათეზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მიეკუთვნება კანის ალერგიული რეაქციების სახეობებს. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ალეგია ამა თუ იმ ნივთიერებებზე, ფერმენტებზე და სხვა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში პატარას დიათეზი უვითარდება მის მენიუში "უფროსების” კვების პროდუქტების არასწორი შეტანისას. ამიტომ ფრთხილად და ნელნელა უნდა გავასინჯოთ ჩვენს ბაიას ყველა "უცხო ხილი” და ყურადღებით დავაკვირდეთ ახალ საკვებზე მცირედ რეაქციასას კი.
დიათეზზე ოდნავი დაეჭვებისთანავე გარკვეული დროის მანძილზე უარი უნდა ვთქვათ კვების დამატებაზე. აჯობებს დავიწყოთ ნაკლებად ალერგიული პროდუქტებით, როგორიცაა ყაბახი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ვაშლი და ა.შ. პატარა გურმანს მოგვიანებით გაასინჯეთ სტაფილო, რძე, კვერცხი და ა.შ. გახსოვდეთ, რომ ბავშვის რაციონში სიახლის შეტანა აუცილებელია ერთჯერზე, შემდეგი პროდუქტი უნდა მისცეთ რამდენიმე დღის, ან სულაც კვირის შემდეგ. ჩემი შვილი 2 წლისაა და დღემდე ვებრძვით დიათეზს. შოკოლადის ზედმეტი დოზა თუ მიირთვა, ლოყების სიწითლე გარანტირებული გვაქვს. ამ ეტაპზე „ტოპი–კრემით" ვუმკლავდებით და გვშველის. მანმადე რა არ გამოვცადეთ, მაგრამ დიდი შედეგი არ გვინახავს.
Category: სტატიები |
Views: 1232 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

"მე მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს!" – ამას ამბობს ყველა მშობელი. მაგრამ პაწაწინას იმუნიტეტი ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ზოგჯერ ავადაც გვიხდება. გაცივება, ვირუსები, რაქიტი, გაზები, დიათეზი თუ ბევრი სხვა რამ პატარებს ხშირად აწუხებთ. როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, მშობლების დროული ჩარევით ამის თავიდან აცილება მეტნაკლებად შესაძლებელია. გაზაფხულზე პატარა ხშირად ცივდება. ამ დროს სხვადასხვა ინფექციები და ვირუსებიც მძვინვარებს. ერთი შეხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია ბავშვი ავარიდოთ ამ უსიამოვნებებს, თუმცა არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც ხშირად დადებით შედეგს იღებს.
პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ ჩვილის ასაკიდანვე გავაძლიეროთ ბავშვის ორგანიზმის დამცავი ძალები. ამის საუკეთესო საშუალება კი ელემენტარული გაკაჟება – კონტრასტული აბაზანებია. ბუნებრივია, ამ პროცედურას პატარა თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ.
თავდაპირველად სრულიად საკმარისია ბანაობის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალი გადავავლოთ, მერე ისევ თბილი (ერთხელ), შემდეგ თბილი პორცია შეიძლება შევცვალოთ უფრო გრილი წყლით და ხუთიდან შვიდამდე გავზარდოთ გადავლების რაოდენობა. გრიპი როცა მძვინვარებს, ბავშვი ხალხმრავალ ადგილებში რომ არ უნდა ვატაროთ, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა.
ჰოდა, მშობლებმა ასეთ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1242 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

ვიტამინები ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ორმაგად იზრდება და ამის ანაზღაურება შეუძლებელია ზაფხულში და შემოდგომაზეც კი, როცა ახალი ხილი და ბოსტნეული შემოდის. იმისათვის, რომ ორსულმა ვიტამინ C-ს დღიური ნორმა (70მგ) მიიღოს, უნდა მიირთვას ხუთი ლიმონი ან დალიოს 15 ჭიქა ვაშლის წვენი, ხოლო ვიტამინი B1 (1,5მგ) - ყოველდღე უნდა ჭამოს ნახევარი კგ ხორცი.
წამყვანი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით ორსულების 70-80% -ს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვს. ანუ, მათი უმეტესობა გაუცნობიერებლად საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ჩვილის ჯანმრთელობასაც.
მომავალი დედის კვებაში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. დღეისათვის უამრავი მონაცემია დაგროვილი, რაც ამტკიცებს, რომ ბავშვის მუცლადყოფნისას კვების დარღვევა ზრდის მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში. ამ არასასურველი შედეგების თავიდან აცილება შეიძლება სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებით. ვიტამინი A აუცილებელია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის და ნაყოფის ქსოვილების ზრდისთვის. ის ასევე მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტების წარმოქმნასა და ძვლების და კბილების აგებულებაში.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1214 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|
« 1 2 ... 92 93 94 95 96 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|