|
|
მთავარი » სტატიები

რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ოცნების გარეშე?
არ გვექნებოდა თითქმის არც ერთი მეცნიერული აღმოჩენა და ხელოვნების ნაწარმოები, ჩვენი შვილები ვერ მოისმენდნენ ზღაპრებს, ვერც ითამაშებდნენ, და ვერც სასკოლო პროგრამის ათვისებას მოახერხებდნენ. უბრალოდ რომ ვთქვათ - წაართვით ადამიანს ოცნება და პროგრესიც შეჩერდება. მოკლედ, ფანტაზია ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი უნარია.
ბავშვის ფანტაზიის სამყარო მრავალფეროვანია და სამი წლიდან იწყებს ძლიერად განვითარებას. მანამდე კი მიდის აქტიური მომზადება, რაზეც დამოკიდებულია როგორ წავა შემდგომი განვითარება. ამ პერიოდში ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს დედასთან ურთიერთობის მეშვეობით: დედიკო უკითხავს წიგნებს, უხსნის რისთვისაა საჭირო ესა თუ ის საგანი, ასწავლის თამაშის წესებს.
4 დან 7 წლამდე ასაკი არის ფანტაზიის აყვავების ხანა. ბავშვები უფრო დაკვირვებულები არიან, ვიდრე უფროსები და მათთვის ადვილია შეიქმნან საკუთარი წარმოდგენა სხვადასხვა საგანსა და მოვლენაზე. მაგალითად, ღრუბელი საინტერესოა იმით, რომ ზოგჯერ სპილოს ან დრაკონს მოგვაგონებს, ქვის კენჭები - საგანძურია, ჯადოსნურ გამოქვაბულში ნაპოვნი, ბორბლებმოცლილი ძველი მანქანა კი „საიდუმლო მოწყობილობა".
ზოგჯერ ჩვენი შვილები დაუჯერებელ ისტორიებს გვიყვებიან. და ხანდახან მათი მონათხრობი არაფრით ჩამოუვარდება ცნობილი მეზღაპრეების ამბებს.
ბავშვობაში ალბათ ბევრი ჩვე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1189 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

ჩემი შვილი სამი წლისაა და ეზოში ისე არ წავა თუ შარვლის ჯიბეში საყვარელ სათამაშოს არ დაიგულებს, რომელიც მას აუცილებლად გაახარებს ან დაამშვიდებს მოწყენილობის მომენტში. სეირნობის დროს ან სახლში ცხვირსახოცს რომ გამოიყენებს, მერე აკურატულად ჩაიდებს ჯიბეში. სხვათა შორის, მშობლებს ასეთ დროს ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვს კულტურულ–ჰიგიენურ ჩვევებზე ვესაუბროთ. პატარას ხშირად სჭირდება იმის შეხსენება, რომ სახლში, ეზოში და საბავშვო ბაღშიც ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს ცხვირსახოცი.
ჯიბეების დახმარებით ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვაწყოთ განმავითარებელი და შემეცნებითი თამაშები და გაკვეთილები.
ერთი სიტყვით, ბავშვის ტანსაცმელზე ჯიბე უბრალო რამ არ გეგონოთ – ის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც სასარგებლო სათამაშოდაც შეგვიძლია ვაქციოთ.
1–2 წლის პატარა ჯიბეებში სხვადასხვა საგნებს თუ ჩაილაგებს (გასაღები, პაწაწინა წიგნი, მინი–სათამშო და ა.შ.), მერე ერთად გამოვიცნოთ, აბა, ვის რა გვაქვს. ემოციები გარანტირებულია!
ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის გამოდგება ყურადღების განმავითარებელი თამაში: სად და რომელ ტანსაცმელზეა ჯიბე და რა საგნების ჩადება შეიძლება შიგნით? მაგალითად, პერანგის ზედა ჯიბეში მოსახერხებებლია ცხვირსახოცის ჩადება, შარვლის უკანა ჯიბეში პატარა მანქანის, ქურთუკის ჯიბეში კი ხის კაცუნა მშვენივრად მოთავსდება. პატარებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჯიბეებს უყვართ, როცა მათ ასუფ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1186 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

„დედიკო, რატომ აქვს ჩაიდანს ასეთი ცხვირი?" „რატომაა ყაყაჩო წითელი?", „რატომ აქვს ბაჭიას გრძელი ყურები?" – ბავშვის ასეთი ცნობისმოყვარეობა თავიდან გვახალისებს მშობლებს, სიამაყის გრძნობითაც კი აღგვავსებს. ჩვენც ვცდილობთ საკადრისად ვუპასუხოთ – ვიქექებით ენციკოლოპედიებში, სპეციალისტებს ვეკითხებით, დეტალურად ვუხსნით ქვეყნად ყველაზე ჭკვიან პატარას რატომ დაფრინავს თვითმფრინავი და რატომ არ იძირება ზღვაში გემი. მაგრამ მერე, შეკითხვები არ წყდება და ჩვენი ენთუზიაზმიც ნელ–ნელა ქრება. ახალ–ახალი „რატომ? რატომ?" შეკითხვების ნიაღვარი მოდის, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელი ხდება. „დედიკო, რატომ აქვს ძეხვს ნივრის სუნი?"ან „რატომ ღამდება როცა შუქს ვაქრობთ?"
ერთი სიტყვით, თანდათან ბავშის ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ნამდვილი „სატანჯველი" ხდება მშობლებისთვის და ჩვენც ძალა აღარ შეგვწევს პასუხი გავცეთ ასი ათას „რატომს".
ფსიქოლოგები კი გვირჩევენ – „თქვენი პატარა ხომ ყველზე საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარ ასაკშია. ჰოდა, შეეცადეთ გაუგოთ მას".
3 დან -5 წლამდე ჩვენი ჩუმი და ჭკვიანი პატარა ინტერესიან და გაუთავებლად მოლაპარაკე ონავარად გადაიქცევა. სწორედ ამ დროს უჩნდება ბავშვს ცხოველი ინტერესი სამყაროს შეცნობის. მას აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებს და უამრავი შეკითხვით, ხშირად გაუგებარი ბავშვური ლოგიკით აბნევს მშობლებს...
ბავშვი სამყაროს სწავლობს დედის დახმარებით: დედიკო უკითხავს წიგნებს,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1225 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

მშობლებისთვის ბავშვის გახარება ახალახალი საჩუქრებით ნამდვილად სასიამოვნო საქმეა. ჩვენ ეს მანამ გვახალისებს და დაუფიქრებლად, კვლავდაკვლავ ვაკეთებთ ამას, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი უკვე თვითონ მოითხოვს ახალ–ახალ სათამაშოებს, კანფეტებს, გართობას და თუ ვერ იღებს ყველაფერს მაშინვე, ჭირვეულობას და წუწუნს იწყებს.
ბევრი გონიერი ადამიანი ალბათ არ დამიჯერებს, მაგრამ ისეთი მშობლებიც მხვდებიან, რომლებიც ბავშის განებივრების გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებენ და არა იმიტომ, რომ თავს ვერ იკავებენ შვილს მორიგი სათამაშო უყიდონ. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, საკუთარი ბავშვობით არიან უკმაყოფილო: მათ ან ძალზე მკაცრად ზრდიდნენ, ან ოჯახის მატერიალური საშუალება შეზღუდული იყო. ერთი სიტყვით, ამა თუ იმ მიზეზის გამო, საკუთარ ბავშვობას უბედურად მიიჩნევენ და ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში იღებენ ორ გადაწყვეტილებას: „ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ", „ჩემს შვილს ყველაფერი ექნება".
მშობლები, რომელთაც შვილი გვიან გაუჩნდათ, ან თუ დედა დიდხანს არ ორსულდებოდა, ან ფეხმძიმობა გარკვეული გართულებებით მიმდინარეობდა, იყო მუცლის მოშლის საშიშროება, ან ჩვილი ხშირად სერიოზულად ავად ხდებოდა – ასეთ შემთხვევებში ხშირად ისინი შეგნებულად იღებენ გადაწყვეტილებას უსიტყვოდ შეასრულონ ნანატრი პირმშოს სურვილები და ჭირვეულობა. ამდენი განცდის შემდეგ კი დედამ და მამამ შეიძლება იფიქრონ: „ჩვე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1255 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

ჩემი შვილი ზოგჯერ ისე იქცევა, რომ ადვილად ახერხებს თავშეკავება დამაკარგვინოს და საკადრისი პასუხიც მიიღოს ამისთვის. ის ჯერ 3 წლისაა. ცელქი, მოუსვენარი და მხიარული ბავშვია. თუმცა დროდადრო სიცელქე წვრილმან მავნებლობაშიც გადადის. მერე კი ნორმალური ქცევის ზღვარს სცდება. შენინშვნა და ტკბილი სიტყვა როცა აღარ ჭრის, ხშირად ხმამაღალი დატუქსვაც წამომცდება ხოლმე. მემგონი, ასეთ დროს თავის შეკავება გაბრაზებული მშობლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
შვილს დავსჯი და ვფიქრობ: „ნუთუ მართლა ცუდი დედა ვარ?" მერე კი ყოველთვის განვიცდი და ვნერვიულობ, რომ კონფლიქტს თავი ვერ ავარიდე. ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და ვეკითხები ნაცნობ ფსიქოლოგებს, მეგობრებს, გამოცდილ მშობლებს, ბებიებს რა გზები შეიძლება ვიპოვო ჩემს პატარასთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა რომ მქონდეს, თან ისე, რომ მასაც, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, ავუხსნა და გავაგებინო ყველაფერი. ჩემს მიერ მოგროვებული ინფორმაციის სასარგებლო დეტალებს თქვენც გაგიზიარებთ და თუ რაიმე აზრი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ შემდეგ მისამართზე : info@puphynuphy.ge – ირენს.
უცნაურია, მაგრამ მშობლებში ყველაზე აუხსნელ და საშინელ გაბრაზებას იწვევენ ჩვილი ბავშვები. ახალშობილი უსუსურად და დაუცველად გამოიყურება, მისი ქცევა კი ახალგაზრდა დედისთვის ხშირად გაუგებარია. ბავშვის მოვლის ყველა სასარგებლო რეკომენდაცია ცხადი ჩანს მანამ, სა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1126 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|
« 1 2 ... 94 95 96 97 98 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|