|
|
მთავარი » სტატიები

ერთხელ ჩრლზ დიკენსმა თქვა – წითელქუდა ჩემი პირველი სიყვარულია. რომ შემეძლოს მისი ცოლად შერთვა, მართლა ბედნიერი ვიქნებოდიო. მგონი ჩემი შვილიც მისი კონკურენტი გამოდის, იმიტომ რომ წითელქუდა განსაკუთრებულად უყვარს და ისედაც, რატომღაც ზღაპრებში მდედრობითი სქესის პერსონაჟების შესახებ ყოველთვის კითხულობს: „ლამაზია?" „მომეწონება?" წითელქუდა კი ნამდვილად ლამაზია, მას ხომ წითელი ქუდი ახურავს. და თითქმის ყველა გოგონა, ვისაც წითელ ქუდში ნახავს, ძალიან მოსწონს.
ზღაპრებს წერდნენ და წერენ ყველა ქვეყნის მწერლები. და ეს გამოგონილი ისტორიები ბედნიერი დასასრულით, სადაც სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე, ერთნაირად ხიბლავს როგორ დიდებს, ისე პატარებს. იმიტომ რომ ზღაპრებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში წარმოუდგენელი თავგადასავლების მონაწილე ვხდებით, აქ მიუწვდეომელი მისაწვდომი ხდება, არარეალური კი რეალური.
ზღაპარი – სასწაულია.
ზღაპრების მოსმენის მერე ბავშვები ყველაზე ხშირად ასეთ კითხვებს სვამენ: „ვინ უფრო ძლიერია: „მგელი თუ მონადირე?" „ვინ უფრო ჭკვიანია: ლომი თუ კატა?" – ამ კითხვებში ღრმა აზრი დევს. ჩვენი შვილები ასე იწყებენ ცხოვრების გაგებას. პაწაწინა გულებში იბადება წითელქუდას, ასლისას, სალამურას, წიქარას, ალადინისა და პატარა პრინცის სიყვარულის დიდი გრძნობა.
ლინგვისტები თვლიან, რომ ბევრი ზღაპრის დიალოგებში დევს მართლაც რაღაც მაგიური ძალა. პაწაწინა ბ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 2211 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

საეკლესიო აზნაური, ეკლესიის (საკათოლიკოსო და საეპარქიო საყდრები, დიდი მონასტრები) ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. XI საუკუნიდან, როდესაც ფეოდალური კლასი 2 წოდებად ჩამოყალიბდა (XI-XIII საუკუნეებში — დიდებულები და აზნაურები, XIV-XVIII საუკუნეებში — თავადები და აზნაურები), საეკლესიო აზნაურად ითვლებოდა მხოლოდ ფეოდალური კლასის ქვედა წოდების წარმომადგენელი.
საეკლესიო აზნაურებს შუა საუკუნის საქართველოში ეკლესიისშვილებსა და მონასტრისშვილებს უწოდებდნენ (ვარიანტები - საყდრისშვილები, მცხეთისშვილები, ვარძიისშვილები, ქვათახევისშვილები, რუისის საყდრისშვილები, გერგეტის საყდრისშვილები, აწყურის საყდრისშვილები და სხვა).
XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოში საეკლესიო აზნაურთა რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე სამეფო და სათავადო აზნაურებისა. ადრე კი ისინი უფრო მრავალრიცხოვანი ყოფილან. საეკლესიო აზნაურთა შემცირება გამოიწვია საგარეო მტრების თარეშის, შინაფეოდალური აშლილობისა და სამეურნეო ნგრევის შედეგად მრავალი ეპარქიისა და მონასტრის შესუსტებამ ან სრულიად მოშლამ. ყველაზე მეტი აზნაური ჰყავდა მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს - სვეტიცხოველს, ყველაზე ძლიერ საეკლესიო სენიორიას შუა საუკუნეების საქართველოში (XI-XV საუკუნეებში მას ჰქონდა დიდი რაოდენობის ყმა-მამული საქართველოს ყველა კუთხეში, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში - ქართლ-კახეთში). ამ ყმა-მამულს განაგებდნენ საეკლესიო აზნაურები, რომლებსა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1425 |
Added by: NaTia |
Date: 13.05.2010
|

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. დამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) არის 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ.

გაეროს საერთაშორისო სასამართლო
საერთაშორისო სასამართლო — გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 2280 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

საერთაშორისო სასამართლო — გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ჰააგა (ნიდერლანდი).
Category: სტატიები |
Views: 1101 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|

გაეროს სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი - გენერალური მდივანი, რომელიც ინიშნება გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით 5 წლის ვადით. იგი ახორციელებს სამდივნოს ყველა ქვედანაყოფის საერთო ხელმძღვანელობას, უფლება აქვს უშიშროების საბჭოს აცნობოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისი აზრით საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. გაეროს გენერალური მდივნები . 1946-1953: ლი, ტრიუგვე, ნორვეგია 1953-1961: ჰამარშელდი, დაგ ილმარ , შვედეთი 1961-1971: უ ტანი, ბირმა 1972-1981: ვალდჰაიმი, კურტ , ავსტრია 1982-1991: პერეს დე კუელიარი, ხავიერ , პერუ 1992-1997: ბუტროს გალი, ბუტროს, ეგვიპტე 1997-2006: ანანი, კოფი , განა 2006-დღემდე: ბან კი-მუნი , სამხრეთი კორეა
Category: სტატიები |
Views: 1183 |
Added by: NaTia |
Date: 12.05.2010
|
« 1 2 ... 95 96 97 98 99 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|