პარასკევი, 26.04.2024, 08:02
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » აკაკი მინაშვილი: "ქართველმა ოპოზიციონერებმა რუსეთის გზავნილი გააჟღერეს იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ოკუპიაციაზე საუბარი არ სურს"
15:32
აკაკი მინაშვილი: "ქართველმა ოპოზიციონერებმა რუსეთის გზავნილი გააჟღერეს იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ოკუპიაციაზე საუბარი არ სურს"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს კობა დავითაშვილსა და კახა კუკავას "ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე კოსაჩოვის თამაშში მონაწილეობაში" ადანაშაულებს.

როგორც მინაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, "კუკავას და დავითაშვილის ვიზიტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ რუსეთის ხრიკი იყო".

"ოპოზიციის წარმომადგენლების სტრასბურგში გამგზავრება იყო მესიჯი იმის შესახებ, რომ ქართველებს ოკუპაციაზე და ეთნიკურ წმენდაზე საუბარი არ სურთ და მათთვის მთავარი რუსეთთან კომუნიკაცია და დიალოგია. იმ დროს, როცა რუსეთის ფედერაციამ ყველა ბერკეტი აამუშავა, რათა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ფაილი დაეხურა, ევროპის საბჭოში ქართველი ოპოზიციონერები ჩამოდიან და განყენებულ თემებზე – დემოკრატიაზე და შიდა პოლიტიკაზე საუბრობენ, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ ახსენებენ. ყველასთვის ნათელია, რომ ეს რუსეთის ხრიკი იყო და ქართველი ოპოზიციონერების პირით საპარლამენტო ასამბლეისთვის იმ მესიჯის გაგზავნა, რომ ქართველებს ოკუპაციაზე საუბარი არ სურთ", - აცხადებს მინაშვილი, რომლის ინფორმაციით, "ქართველმა ოპოზიციონერებმა ერთი-ერთში გაიმეორეს ყველა ის გზავნილი, რომლის გაჟღერება რუსეთს სურდა".

"მოვისმინე კახა კუკავას კომენტარი იმის შესახებ, რომ იგი საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანელი პარლამენტარის დევიდ ვოლშერის მიერ იყო მიწვეული. მაგრამ იქ ყველასთვის ცნობილია, რომ ვოლშერი რუსეთთან ყველაზე დაახლოებული პირია. მას ყველა რუსეთის ინტერესების გამტარებლად იცნობს. ვილშერის აზრს პატივს არ სცემენ და იგი მარგინალურ ტიპაჟს წარმოადგენს. ვოლშერი რუსეთთან ასოცირდება. შესაბამისად, ვოლშერის მიწვევა იგივეა, რაც კოსაჩოვის. ამიტომაც გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ კუკავა და დავითაშვილი იმ თამაშს თამაშობდნენ, რომელსაც კოსაჩოვი", - განმარტა მინაშვილმა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 987 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები