პარასკევი, 26.04.2024, 03:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
15:52
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმსახურებაში მონაწილეობას სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. 

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, მის უწმინდესობას სურდო აქვს და საპატრიარქოდან არ გამოდის, რათა ჯანმრთელობის გაურესებამ მას დიდ ბრიტანეთში გაგმგზავრებაში ხელი არ შეუშალოს. 

ცნობისთვის, ანტონ მარტყოფელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად შემოვიდნენ. წმინდა ანტონი საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ედესიდან მოვიდა. მის სახელს უკავშირებენ საქართველოში იესო ქრისტეს ხელთუქნელი ხატის ჩამობრძანებას. 

ანტონ მარტყოფელი კახეთში მოღვაწეობდა. მას განმარტოებით ყოფნა უყვარდა, რის გამოც „მარტოდმყოფელი" უწოდეს. სავარაუდოდ, სოფელ მარტყოფის სახელწოდება მისი სახელისგან წარმოდგა. 

ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა, ასევე ღვთაების მამათა მონასტერი დააარსა. 

ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს განსაკუთრებით ღვთაების მონასტერში აღნიშნავენ, სადაც იგი დაკრძალეს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1014 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები