პარასკევი, 26.04.2024, 12:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » სამთო–სათხილამურო სტუდენტური ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
15:56
სამთო–სათხილამურო სტუდენტური ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
„სათხილამურო რომპეტროლიადისთვის" მზადება დაიწყო. სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის გასაკეთებლად უმაღლეს სასწავლებლებს უკვე ეგზავნებათ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. ჩემპიონატი თებერვლის 18-20 რიცხვებში გუდაურში გაიმართება. 

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში, რომლებიც ორ სახეობაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება, ასზე მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული უნივერსიტეტიდან ჩემპიონატში 2 გოგო და 2 ბიჭი სტუდენტი იქნება წარმოდგენილი. 

„ჯამში მოთხოვნა 42 უმაღლეს სასწავლებელს დაეგზავნება. შეჯიბრი ორ სახეობაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება და მასში გამარჯვებულები სტუდენტურ ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან,"-აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი. 

„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და „რომპეტროლი" ყოველთვის მიესალმება ჯანმრთელი ცხოვრების წესს და შესაბამისად, სპორტში მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდის ჩართულობას. 

„დარწმუნებული ვარ, სპორტის ზამთრის სახეობები სტუდენტებს შორის დიდ ინტერესს გამოიწვევს და სიამოვნებით ჩაერთვებიან ტურნირში. გარდა ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილეობისა, მათ საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობები უფრო ფართო ასპარეზზეც გამოსცადონ და სტუდენტურ ოლიმპიადაზე გაემგზავრონ,"-აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალირი დირექტორი ალექსანდრე ალბინი. 

საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი „რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. 

მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრი „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 972 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები