პარასკევი, 26.04.2024, 22:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » რას უფრთხიან წარმატებული ცოლების ქმრები.
16:04
რას უფრთხიან წარმატებული ცოლების ქმრები.

საიდუმლო არაა, რომ ბევრ მამაკაცს არ სურს, ცოლი სამსახურში წარმატებული იყოს. რას უფრთხიან? ჩამოვთვლით ყველაზე გავრცელებულ შიშებს:

ის ჩემზე ჭკვიანია
როგორ ფიქრობთ, რატომ მოიგონეს მამაკაცებმა ქერების ქარაფშუტობის მითი, ან რატომ ყვებიან გაუწყვეტლად საჭესთან მოაკალათებულ ქალბატონზე ანგეგდოტებს? მიზეზი კონკურენციაა. ძლიერი სქესი თითქოსდა ცდილობს, აჩვენოს, რომ ქალები ინტელექტით გაცილებით დაბალ საფეხურზე არიან.

ყველაზე დიდი მამაკაცური შიში იმას უკავშირდება, რომ საყვარელი ქალი მასზე ჭკვიანი და წარმატებული აღმოჩნდება. ხედავს რა, რომ ცოლი კარიერის კიბეზე ზევით მიიწევს, იწყებს ფიქრს იმაზე, რომ თვითონ უფრო სულელია, და მაშასადამე, პიროვნულად შეუმდგარია. თვითშეფასების დავარდნა რომ არ დაუშვას, ახლობლების თვალში რომ არ დამდაბლდეს, მამაკაცი ხშირად შორდება ქალს, რომელშიც პოტენციურ კონკურენტს ხედავს.

თუ არც სამსახურის მიტოვება გინდათ და არც საყვარელი ადამიანის, მასთან ურთიერთობა მართებულად უნდა ააგოთ.

პირველ რიგში, არასდროს მიუთითოთ თქვენს რჩეულს იმაზე, რომ მასზე წარმატებული და გონიერი ხართ. არავითარ შემთხვევაში არ დააყვედროთ ის, რომ მისი კარიერა ნაკლებად აეწყო. 

მეორეც, ყოველთვის ხაზი გაუსვით იმას, რომ აღიარებთ მის ინტელექტუალურ ლიდერობას. და რა თქმა უნდა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი დაიჩივლებს კოლეგების ან ხელმძღვანელის გამო, თანაგრძნობით და გაგებით მოუსმინეთ. მაშინ ჩათვლის, რომ თქვენგან მისი ”ჩამორჩენა” მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ამიტომ ნაკლებად დაუმძიმდება გული. 

აღარ დავჭირდები
თუ ქალი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მატერიალურად ის მთლიანად მამაკაცზეა დამოკიდებული, ამიტომ გაცილებით უჭირს მკვეთრი განცხადებების გაკეთება თუ საკუთარ აზრზე დარჩენა. ამგვარი მამაკაცების ლოგიკა ასეთია: თუ მუშაობა სურს, ე.ი. დამოუკიდებლობა და ჩემგან წასვლა უნდა. ის საყვარელი ქალის კარიერის წინააღმდეგია, რადგან მისი დაკარგვის ეშინია.

გააგებინეთ, რომ ის იყო, არის და იქნება თქვენი ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანი. რაც შეეხება კარიერას, ეს მხოლოდ თვითრეალიზაციისა და სწორედ საკუთარი რჩეულის თვალში ამაღლების სურვილია. თანაც თქვენ გსურთ ჯიბის ფული გამოიმუშაოთბოლოს და ბოლოს, იქნებ მისი ოცნების მანქანისთვის ფულის დაგროვებაში დახმარება გინდათ. აი მაშინ, უეჭველი არ წავა თქვენი კარიერის წინააღმდეგ.

სახლში უწესრიგობა იქნება
ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობს, სახლში მოსულს სუფთა ბინა, მოვლილი შვილები და საგანგებოდ მისთვის მომზადებული ვახშამი დახვდეს. ქალს, რომელიც არ მუშაობს, ყველა საშინაო მოვალეობას გადააბარებ.

თუ ცხოვრება ისეთ ადამიანს დაუკავშირეთ, რომელსაც მსგავსი შეხედულებები აქვს, გააგებინეთ, რომ დღეს სახლში ბევრი საქმის გაკეთებას მანქანები ახერხებენ. და ნამდვილი მამაკაცის ამოცანა სახლის სათანადო ტექნიკით აღჭურვაა. თქვენ კი კანონიერი უფლება გაქვთ, არა მარტო სამზარეულოს, სამსახურის ბატონიც იყოთ. რა თქმა უნდა, მუყაოს ჭიქაში მდუღარემოსხმული წვნიანებით ქმრის გამოკვებას არ აპირებთ, მაგრამ თუ ვახშმის მომზადებას ვერ მოასწრებთ, რატომ არ უნდა შეუკვეთოთ პიცა, სხვა რამე ან წახვიდეთ რესტორანში.

საქმე ნერვებს მოუსპობს
თუ ქალი სახლში ზის, ბოროტი უფროსი ხასიათს არ გაუფუჭებს, კოლეგები კი იდეებს არ მოპარავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის კარგ განწყობაზე იქნება. ზოგი მამაკაცი, უკრძალავს რა მეუღლეს მუშაობას, თვლის, რომ ამგვარად მასზე ზრუნავს. მადლობა უთხარით ამ ზრუნვისთვის, მაგრამ ისიც აუხსენით, რომ სულაც არ გსურთ, სასათბურე მცენარე იყოთ, რომ თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მუშაობა, შეცდომების დაშვება და გამარჯვება. და თუ სულ სახლში იქნებით, ეს გაცილებით ცუდად აისახება თქვენს განწყობასა და ხასიათზე. ხომ ცნობილი ფაქტია, რომ დიასახლისები ხშირად არიან დეპრესიაში სწორედ იმიტომ, რომ სახლში არიან ჩაკეტილი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 987 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები