პარასკევი, 26.04.2024, 22:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » კონტრაცეფცია, დაიცავი თავი და იყავი ჯანმრთელი.
16:23
კონტრაცეფცია, დაიცავი თავი და იყავი ჯანმრთელი.

 როგორ დავიცვა თავი არასასურვრლი ორსულობისგან ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ შემექმნას? ეს კითხვა, ყველას თუ არა ყველა მეორე ქალს აწუხებს. ისეთი მოდური ტენდენციაც კი, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მართალია, ჩასახვის საწინააღმდეგო ბევრი საშუალება  არსებობს, მაგრამ  შერჩევა არცთუისე იოლია. შიძლება ითქვას, ყველაზე გავრცელებული  მაინც აბებია. თუმცა მათი გამოყენება  სპეციალისტის დანიშნულების გარეშე ნამდვილად არ არის საურველი. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება, ვაკის რაიონის სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ქალთა განყოფილების და გინეკოლოგიური კლინიკის „გინექსის" ექიმი მეან-გინეკოლოგი ირმა ქართველიშვილი.

- რა  არის ჰორმონალური კონტრაცეფცია? რამდენად ეფექტურია?
- ჰორმონალური  კონტრაცეფცია, ეს არის ორალური ჰორმონალური  საშუალება აბების სახით. მისი მიზანია ქალი დაიცვას არასასურველი ორსულობოსგან. ეფექტურობა 99%. 1% იმის  შანსი, რომ ქალი დაფეხმძიმდება, ისიც იმ  შემთხვევაშია დასაშვები თუ  აბის ჩაგდება მოხდება. კონტრაცეპტივის დანიშნულებაა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, იაფი და ადვილად მოსახმარი.

 -აუცილებელია თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ექიმმა დანიშნოს და რამდენად უსაფრთხოა ის?
 -აუცილებელია ჰორმონალური კონტრაცეფტივის  შერჩევა მოხდეს ექიმის  მიერ. პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, ქალის  ორგანიზმი უნდა იყოს  ჯანმრთელი და ამ  შემთხვევაში აბები აბსოლიტურად  უსაფრთხოა. თუმცა მასაც აქვს  უკუჩვენებებიც, მაგალითად, თუ ქალმა 35 წელს გადააბიჯა, სიგარეტს  ეწევა. თუ არის საშვილოსნოს რაიმე ისეთი პათოლოგია, თუნდაც  მიომა, ოღონდ  ფიბრო  მიომა, რომელიც არის რთული. თუმცა შერჩევა აქაც შეიძლება, მაგრამ ეს აუცილებლად გინეკოლოგმა უნდა გააკეთოს  ჰორმონალური გამოკვლევების შედეგად. ასევე, არ შეიძლება დანიშვნა სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ეს არის პირველი უკუჩვენება. აუცილებელია, 2 წელი იყოს გასული რაც გოგონას მენსტრუალური ციკლი დაეწყო  და  ქალი არ უნდა იყოს 160 სმ ნაკლები სიმაღლის.

  -აბების გამოყენების ხანგრძლივობა თუ არის განსაზღვრული?
 -თუ არანაირი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არა აქვს ქალს შეუძლია აბები  ხანგრძლივადაც  გამოიყენოს. პირველი ეტაპი, სასურველია ექვსი თვე გაგრძელდეს  შემდეგ დააკვირდეს როგორი მოქმედება აქვს, რაიმე გართულება ხო არ არის. გინეკოლოგთანაც გდამოწმოს. მდგომარეობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს კონტრაცეპტივი, შესაძლებელია  იგივე გაგრძელდეს. მაგრამ მიმაჩნია,  რომ დასვენებების პერიოდი აუცილებელია.  ამ დროს  საკვერცხის  ფუნქცია  აბსოლიტურად დათრგუნულია  და სასურველია მისი ფუნქციურად აღდგენა, უფრო მეტად დატვირთვა   და შემდგომ ისევ გაგრძელება რათქმაუნდა თუ პაციენტის სურვილი იქნება.

 -რა  შემადგენლობის აბები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის?
 -ესტროგენები შედის ძირითადად და გესტაგენები. არის მარტო პროგესტაგენების შემცველი  ეს მონოფაზური კონტრაცეპტული საშვალებაა,  რომელიც მიკრო დოზებს შეიცავს და მეძუძური ქალებისთვისაც შეიძლება მათი მიღება. ეს აბები  28 დღიანია,  უწყვეტი რეჟიმით ისმევა და  არაჩვეულებრივია. მიღების ფაზები  სხვადასხვანაირია. არის მონოფაზური და ორფაზიანი რომელიც  21 დღე უნდა დალიო. (21 დგე მიიღებ, შემდეგი 7 დღე მენსტრუალური ციკლია და მეერვე დგიდან ხდება განახლება)

 -აბები იწვევს თუ არა წონაში მატებას და თმიანობას?
-სწორად შერჩეული  კონტრაცეფტული  საშვალება თმიანობას არ იწვევს. სწორედ ამიტომ არის საჭირო გინეკოლოგის და ქალის ერთობლივი მუშაობა,  რომ არ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. წონაში შეიძლება 2_3 კილოგრამის  მატება მოხდეს.

-მოულოდნელი ორსულობის დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების შემთხვევითი მიღება ნაყოფის ჯანმრთელობას თუ უქმნის საფრთხეს?
-რისკი არის იმისა, რომ  შეიძლება  გამოიწვიოს  ორგანული პათოლოგიები. შეიძლება იმოქმედოს სმენის აპარატზე, მხედველობაზე, ღვიძლზე. ამ დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გინეკოლოგმა ქალთან ერთად.თუმცა სავსებით შესაძლებელია ნაყოფი სრულიად ჯანმრთელი დაიბადოს.

-დაავადებების თავიდან აცილებას თუ შველიან აბები?
-დიახ, დაავადებების თავიდან აცილებას შველიან. არის ისეთი საშვალებები,  რომლებიც გამოიყენება ჭარბთმიანობის, აკნეს გამონაყარის  და  თირკმელზედა  ჯირყვლის პათოლოგიების დროს. ეს შესაბამისი კონტრაცეპტული საშვალებები უწყობენ ხელს, რომ ქალი გახდეს ჯანმრთელი და ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდეს. 

-„სასწრაფო დახმარების" აბები, როგორც ვიცი ძლიერ მომქმედი ჰორმონით არის გაჯერებული და ქალის ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს ?რამდენჯერ შეიძლება მისი გამოყენება?
 -ეგრეთ წოდებული სასწრაფო დახმარების აბები დაუცველი კონტაქტის დროს გამოიყენება. ის მართლაც ძლიერი მოქმედი ჰორმონია და ჯანმრთელობისთვის არ არის სასურველი. კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს მისი მიღება და თან  წელიწადში მხოლოდ 2_ჯერ.


 -ვაგინალური სანთლები უფრო ეფექტურია თუ ჰორმონალური აბები?
 -ვაგინალური  სანთლები ინდივიდუალური მოხმარებისაა. სანამ პარტნიორთან  კონტაქტს დაამყარებს ქალი, მანამდე, მინიმუმ 15 წუთით ადრე უნდა გაიკეთოს რომ სანთელმა დაიწყოს მოქმედება,დნობა. ის ყელის გარშემო საფარს აკეთებს, რომ სპერმატოზოიდების შესვლა იყოს დათრგუნული. შესაძლებელია ეფექტი არ მოგვცეს თუ საშვილოს ყელი გადახრილია  ანუ 100% დაცული ნამდვილად არ ხარ. ვაგინალური სანთელი ჯანმრთელობისთვის უსაბრთხოა, არ შეიცავს ჰორმონებს და პირიქით შეიძლება ბარიერი გახდეს სხვადასხვა გადამდები ინფექციების.  
 თუ გადაწყვიტეთ, რომ გამოიყენოთ ჰორმონალური აბები (ან სხვა საშვალებები) არ დაგეზაროთ გინეკოლოგთან მისვლა   დაიცვა თავი არასასურველი ორსულობისგან არ ნიშნავს იმას რომ ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდე!

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1311 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 2.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები