შაბათი, 27.04.2024, 06:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით აჭარაში 23,6 %-ით მეტი ტურისტი ჩავიდა.
10:48
იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით აჭარაში 23,6 %-ით მეტი ტურისტი ჩავიდა.
იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით აჭარაში 23,6 %-ით მეტი ტურისტი ჩავიდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სულ აჭარაში 36 ათას 727 ვიზიტორი იმყოფებოდა, ამათგან 28 ათას 782 შიდა და 7 ათას 945 უცხოელი ვიზიტორი იყო. 

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებთან შედარებით 2011 წელს დაფიქსირდა ვიზიტორთა საერთო რაოდენობის ზრდა 23,6 %-ითაა გაზრდილი. 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აჭარაში 29 ათას 720 ვიზიტორი ისვენებდა, ამათგან 7 ათას 877 უცხოელი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს აჭარაში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და სულ - 974563 კაცი შეადგინა, რაც 2009 წლის მონაცემებთან შედარებით 76%-ით მეტია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 938 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები