შაბათი, 27.04.2024, 06:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » H1N1 ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობის შესახებ საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება
10:52
H1N1 ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობის შესახებ საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში H1N1 ვირუსით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობის შესახებ საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.

კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილის ზაზა მეტრეველის განცხადებით, პრესკონფერენცია 12.00 საათზეა დაგეგმილი, რომლის დროსაც მედიკოსები H1N1 ვირუსის გავრცელების, ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევებისა და ლეტალური შედეგების შესახებ გააკეთებენ განცხადებას.

ვირუსის გართულებული ფორმით, ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ჭიათურიდან გადაყვანილი 25 წლის ქალი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს ლაბორატორიულად H1N1 ვირუსის 166 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის 6 ლეტალურად დასრულდა. ღუდუშაურის კლინიკაში 10 იანვრიდან დღემდე H1N1 ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას, იქ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, H1N1 ვირუსი 30 ბავშვს დაუდგინდა. ამ დროისთვის სტაციონარში სამკურნალოდ 2 ბავშვი იმყოფება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1110 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები