პარასკევი, 26.04.2024, 17:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » სერგეი ბაღაფში: "ქართველებს აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც საქართველო 13 მლრდ დოლარს გადაიხდის"
11:59
სერგეი ბაღაფში: "ქართველებს აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც საქართველო 13 მლრდ დოლარს გადაიხდის"
bagafshiii_356.jpg
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, 'ქართველებს აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც საქართველო 13 მლრდ დოლარს გადაიხდის".

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი ქართველის განცხადებაა შესული: "ჩვენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვართ, პასპორტი გვაქვს და რით განვსხვავდებით იმ რუსებისგან, რომლებსაც აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბინები დაუბრუნდებათო?!". აი, როცა საქართველო 1992-1993 წლებში მოყენებული ზარალისთვის 13 მლრდ დოლარს გადაგვიხდის, მზად ვიქნებით, ყველაფრის კომპენსირებისთვის", - განაცხადა ბაღაფშმა.

რაც შეეხება აფხაზეთში რუსებისთვის ჩამორთმეულ საცხოვრებელებს, ბაღაფშის თქმით, ამჟამად კომისია მუშაობს, რომელსაც აფხაზური მხრიდან ის თავად ხელმძღვანელობს, რუსული მხრიდან კი მასში რუსეთის ელჩი, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები შედიან. 

"რუსულ-აფხაზური კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ 46 საქმეა განხილული, რომელთაგან ბევრი უსაფუძვლოა, ზოგიერთთან დაკავშირებით კი განმეორებითი სასამართლო მიმდინარეობს. 6 საქმე საფუძვლიანად მივიჩნიეთ და ამ ადამიანებს ან საცხოვრებელს ან კომპენსაციას გამოვუყოფთ. გულახდილად რომ გითხრათ, მათგან, ვინც ჩივის, 90% აფხაზეთში საცხოვრებლად არ ჩამოვა. მათ სურთ, საცხოვრებელი მიიღონ და შემდეგ კარგ ფასად გაყიდონ", - განაცხადა ბაღაფშმა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 961 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები