შაბათი, 27.04.2024, 02:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 4 » ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.
12:03
ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.
klintoni147.jpg
ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკელ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმო  და ოპოზიციას და ხელისუფლებას დაუყოვნებელი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ ვგმობთ ეგვიპტეში ჟურნალისტებზე, აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე, ადამიანის უფლებების დამცველებზე, უცხოელებსა და დიპლომატებზე განხორციელებულ თავდასხმებსა და ძალადობის ფაქტებს. ეს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. შეკრებისა და  სიტყვის თავისუფლება ღია საზოგადოების აუცილებელი კომპონენტია. ასეთ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია ქვეყნის მთავრობა ამ ღირებულებების ერთგული დარჩეს. ეგვიპტის მთავრობამ და არმიამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და მშვიდობა დაიცვას", - განაცხადა კლინტონმა.

ეგვიპტეში სიტუციიის განმუხტვის აუცილებლობაზე ისაუბრა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და ქვეყანაში რეფორმების პროცესში ჩასაბმელად მზადყოფნა გამოთქვა. 

"2002 წლიდან მოყოლებული გაერო-ს არაბული სამყარო დემოკრატიის დეფიციტის გამო არაერთხელ გაუფრთხილებია. შეშფოთებული ვარ ძალადობის ფაქტების ზრდით და მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ყოვლად მიუღებელია. საჭიროა თანამიმდევრული ცვლილებები განხორციელდეს. მოვუწოდებ მხარეებს, მოლაპარაკებების პროცესში ჩაებან და სიტყვის თავისუფლებას პატივი სცენ. გაერო მზადაა, რეფორმების პროცესში ჩაებას", - განაცხადა პან გი მუნმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი ქაიროს შეტაკებებს ესპანეთში ვიზიტისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მუბარაქის მთავრობამ ქვეყნაში წესრიგის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ცვლილებების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმაც. იგი ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტს ტელეფონითაც ესაუბრა.



კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 911 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები