პარასკევი, 26.04.2024, 05:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » შეიქმნება თუ არა ქვეყანაში საშუალო ფენა?.
04:29
შეიქმნება თუ არა ქვეყანაში საშუალო ფენა?.

ამ დღეებში, პარლამენტში შექმნილი სპეციალური ბიზნეს-საბჭო მუშაობას შეუდგება და ბიზნესმენების მოსაზრებებს მოისმენს. სპეციალური საბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა და ამ საბჭოში დეპუტატების გარდა ბიზნესის წარმომადგენლებიც შედიან. 

 

რაზე გაამახვილებს ყურადღებას სპეციალური ბიზნეს–საბჭო? ბიზნესის წარმომადგენლები და დეპუტატები წვრილი ბიზნესის ინტერესების დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.   

 

სპეციალური საბჭოს ერთერთი წევრია დეპუტატი გურამ ჩახვაძე. მას მიაჩნია, რომ მსხვილი ბიზნესი მცირე ბიზნესთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან მათ მეტი ადამიანური რესურსი ჰყავთ და იურიდიულად სახელმწიფოსთან ურთიერთობა არ უჭირთ.

 

შესაბამისად, ჩახვაძეს მიაჩნია, რომ სპეციალური საბჭოს პრიორიტეტი მცირე მეწარმეების პრობლემები უნდა იყოს.


"ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს საშუალო ფენა. დღეს კი, ქვეყნის ეკონომიკაში, წვრილი ბიზნესის წილი კატასტროფულად მცირეა" – განაცხადა ჩახვაძემ. მას მიაჩნია, რომ წვრილ ბიზნესს ბაზარზე შეღწევა არ უნდა უჭირდეს.

ერთერთი საკითხი, რომელზეც საბჭო ყურადღებას გაამახვილებს, წვრილი ბიზნესის განვითარება და მცირე მეწარმეების წინაშე არსებული  პრობლემების მოგვარება იქნება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში შექმნილი ბიზნეს საბჭო მუშაობას თებერვლიდან დაიწყებს. „ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა პარტნიორული მიმართულებით უნდა წავიდეს" – აცხადებს დავით ბაქრაძე.  

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 942 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები