შაბათი, 27.04.2024, 05:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » მსოფლიო ჟღერადობთ შექმნილი მუსიკა.
04:44
მსოფლიო ჟღერადობთ შექმნილი მუსიკა.

ცოტა ხნის წინ, გამოვიდა Bobby Mc Ferrin – ის უახლესი ალბომი – სახელწოდებით "VOCAbuLarieS". 2009 წელს Bobby-მ და Daniel Levitin- მა შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელმაც ჯილდოც მოიპოვა.

ფილმი ეფუძვნება ლევიტინის ყველაზე წარმატებულ წიგნს – "This Is Your Brain On Music"; ამავე წლის უფრო გვიანდელ პერიოდში კი წიგნიც და ფილმიც წარსდგა მსოფლიო მეცნიერების ფესტივალზე, სადაც ბობიმ ცოცხალი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არის მუსიკა კოდირებული მოძრაობებში. მან ფაქტობრივად აამღერა მთელი დარბაზი საკუთარი მოძრაობების მიხედვით, რაც წიგნის შინაარს მოსდევს – მუსიკა არის რთული პროცესი ტვინში, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული მოძრაობა და ფერებიც კი.

2010 წელს, ერთწლიანი შრომის შედეგად, გამოიცა ზემოთხსენებული ალბომი ორაზროვანი დასახელებით – "VOCAbuLarieS", სადაც ბობიმ გააანალიზა მსოფლიოს მრავალი ენა და გამოიმუშავა ერთიანი, ექსკლუზიური ჟღერადობა. კატეგორიულად განსხვავებული ენების შეერთების შედეგად მიღებული "კაცობრიობის ჟღერადობა". დისკის შეძენა შესაძლებელია amazon.com-ზე 13 დოლარად; ამ ალბომში შესული სიმღერები youtube- ზეც მოიპოვება.


ალბომზე მუშაობაშო მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოდან შეკრებილმა 50 შემსრულებელმა, რომელთაც 1400 მდე ჩანაწერი გააკეთეს ამ ალბომის პოლიფონიის შესაქმნელად.

ბობის იცნობენ მისი მსოფლიო-ჰიტით – "Don’t Worry, Be Happy", რომელიც არის მხოლოდ "ფოთოლი უზარმაზარ ხეზე". მან შესძლო საკუთარი ხმით პოლიფონია შეექმნა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1066 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები