პარასკევი, 26.04.2024, 06:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » სეისმოლოგები მიწისქვეშა ბიძგების განმეორებას არ გამორიცხავენ.
13:05
სეისმოლოგები მიწისქვეშა ბიძგების განმეორებას არ გამორიცხავენ.

მსოფლიო სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, დაახლოებით 13.17 საათზე საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მისწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისიდან 31 კილომეტრში, ვანის რაიონსა და კურორტ საირმეში მდებარეობდა და მისი სიმძლავრე 5,3 ბალი იყო. ამ დროისთვის დადგენილია, რომ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია ვანში. ვანის გამგეობიდან უკვე გაიგზავნა ჯგუფი მთაში მდებარე სოფლებში არსებული სიტუაციის შესასწავლად.

მიწისძვრამ სერიოზული პანიკა გამოიწვია ქუთაისსა და ვანში. ვანის რაიონში ახალგაზრდა ქალბატონი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოხტა.  ბიძგები ოზურგეთსა და ლანჩხუთშიც იგრძნობოდა. „ქუთაისელები ძალიან შეშინდნენ. მაღალსართულიანი სახლებიდან ხალხი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გამორბოდა. ხალხი ჯერაც ქუჩაშია და სახლებში დაბრუნების ეშინიათ.

უნდა გენახათ, რა ხდებოდა ქუჩებში. როგორც წესი, მიწისძვრა ყველაზე ნაკლებად მოძრავ მანქანებში იგრძნობა და მძღოლები აშკარად დაიბნენ, როცა ქუჩებში გამოვარდნილი ამდენი ხალხი დაინახეს. ცენტრალურ გზაზე მოძრაობა კარგა ხნით შეფერხდა. ყველა ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და თავიანთი ოჯახის წევრებს ურეკავდა" – უთხრა „პრესა.ჯი"–ს ქუთაისელმა კობა ხვადაგიანმა. მიწისძვრის შედეგად ქუთაისის ზოგიერთ რაიონში შიდასაქალაქო ტელეფონები და მობილური ოპერატორები  გაითიშა.

მიწისძვრის ბიძგები თითქმის მთელ საქართველოში იგრძნობოდა. ბათუმელები პანიკაში ჩავარდნენ. „მოსახლეობა გარეთ გამოვიდა და მომხდარის შესახებ ერთმანეთს ეკითხებოდა. ვინც სახლებში ვიყავით, ბიძგები ვიგრძენით, მერე კი ჭერს ავხედეთ და ჭაღები ქანაობდა, კედლები კი 3–5 წამის განმავლობაში, პირდაპირ, ზანზარებდა", – ამბობს ბათუმელი ნათია გორგოძე.

მიწისძვრა საგრძნობი იყო ასევე ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, კერძოდ, ამბროლაურის, ლენტეხის და ონის რაიონებში. ამ მხარემ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა უკვე გადაიტანა 2009 წელს და მოსახლეობას მძლავრი მიწისძვრის გამეორების ეშინია. ადგილობრივები ჯერაც ვერ ბედავენ სახლებში დაბრუნებას.

ზუგდიდში მიწისძვრა, ძირითადად, მაღალსართულიან სახლებში მცხოვრებლებმა იგრძნეს. „მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქუჩაში მყოფებს და კერძო სახლების ბინადრებს არაფერი გაუგიათ",– უთხრა „პრესა.ჯი"–ს ზუგდიდელმა თამარ ლატარიამ.

საქართველოში მძლავრი მიწისძვრები არცთუ იშვიათად ხდება. უახლოეს წარსულში მძლავრი მიწისძვრა ონსა და ლენტეხში დაფიქსირდა. ქვემო სვანეთში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია ჯერაც არ დასრულებულა. 2009 წელს აქ მიწისძვრამ ათეულობით სახლი დაანგრია. 80–იანი წლების ბოლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა ზემო იმერეთში. საჩხერის რაიონს მიწისძვრა და მეწყერი ერთად დაატყდა თავს და სოფელი ხახიეთი მთლიანად გაანადგურა. ბოლო წლების განმავლობაში მიწისძვრების ტალღამ არაერთხელ გადაურა თბილისსაც.

კავკასიის რეგიონში კი ყველაზე ძლიერი 80–იანი წლების ბოლოს სომხეთში მომხდარი მიწისძვრა იყო, რომელმაც ქალაქები: ლენინაკანი და სპიტაკი მიწასთან გაასწორა. მიწისძვრა მაშინ დღის საათებში მოხდა, თუმცა, მსხვერპლის რაოდენობა მაინც ძალიან დიდი იყო – განსაკუთრებით მოსწავლეებს შორის, რადგან სტიქიური უბედურება სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას დაემთხვა.

მსოფლიო სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, საქართველოს გარდა, მიწისძვრა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. საბერძნეთსა და მაკედონიაში დაახლოებით 4.8 სიმძლავრის ბიძგებია დაფიქსირებული. ამ ქვეყნებში მიწისძვრა საქართველოში ბიძგების დაფიქსირებიდან დაახლოებით ერთ საათში მოხდა, თუმცა, ნგრევა არც იქ დაფიქსირებულა.

„მიწისძვრის პროგნოზირება დღევანდელი ტექნოლოგიებით შეუძლებელია. შესაბამისად, არავინ იცის განმეორდება თუ არა ბიძგები. გამორიცხული არაფერია" – აცხადებენ თბილისის სეისმოლოგიურ სადგურში. 



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 967 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები