პარასკევი, 26.04.2024, 03:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ჯონ ლენონი.
16:04
ჯონ ლენონი.

სოლო კარიერა .

ჯონ ლენონი და იოკო ონო სიმღერა "Give Peace a Chance" ჩაწერის დროს

ჯგუფის დაშლის შემდეგ, ლენონმა "Plastic Ono Band” ჩაწერა, რასაც 1971 წელს კომერციულად ყველაზე წარმატებიული და კრიტიკის თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი სინგლი, "Imagine”, მოჰყვა. როლინგ სტოუნის ჟურნალში " Imagine ”-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა.

ლენონის სამოქმედო პროგრამა ყოველთვის სიმშვიდე და სიყვარული არ ყოფილა. ალბომი "Imagine ” მოიცავდა ტრეკს, " How Do You Sleep?”, რომელიც მაკარტნის სოლო სიმღერებით ჯონისადმი გაგზავნილ შეფარულ მესიჯებზე ამაზრზენ პასუხს წარმოადგენდა. 1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ნიქსონის ადმინისტრაცია მათ გადასახლებით დაემუქრა. ლენონმა იცოდა, რომ მუქარის მიზეზი მისი მხრიდან ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა იყო. მოგვიანებით ჯონის ვარაუდი დოკუმენტურად დასაბუთდა. ნიქსონის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 1976 წელს, ლენონი შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა. 1972 წელს მან მენტალურად არასრულფასოვანი ბავშვების დასახმარებლად „მედისონ სქვეარ გარდენი" დააარსა. ასევე განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას, რასაც საფუძვლად აშშ.-ში დარჩენის მცდელობა ედო. 1973 წლის სექტემბერში იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება ემსხვერპლა. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარელად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ–ალბომებზე დევიდ ბოვისთანდა ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას.

მკვლელობა .

ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი, გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო.

1980 წელს ჯონი მუსიკის სამყაროს ალბომით, "Double Fantasy”-ით, დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მომღერალი მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ, სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ლენონის მკვლელი იყო მისი ფანი მარკ დევიდ ჩეპმანი. მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს და როცა კითხეს,თუ რატომ მოკლა ლენონი,მან ორი მიზეზი დაასახელა,პირველი – "ჯონი ისეთი დიდი ადამიანი იყო,რომ საზოგადოება მისი ღირსი არ არის”. მეორე მიზეზით კი,მას ისე ძალიან უვარდა ჯონი,სურდა ისტორიაში ლელონთან ერთად შესულიყო და მასთან ერთად,ისიც გაეხსნებინათ,თუნდაც,როგორც მისი მკვლელი. მომღერლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი შეძრა. მისი ალბომების გაყიდვების რიცხვმა პიკს მიაღწია. ლენონის სიკვდილის 25 წლის თავი, ლივერპულში თარიღი ასობით ბუშტის და ათასობით ბარათის ცაში გაშვებით, სიმბოლურად აღნიშნეს. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 980 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები