შაბათი, 27.04.2024, 08:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ინდოეთის არქივი.მერიდა (ესპანეთი)სევილიის საკათედრო ტაძარი.
17:20
ინდოეთის არქივი.მერიდა (ესპანეთი)სევილიის საკათედრო ტაძარი.

ინდოეთის არქივი (ესპ. Archivo General de Indias) — არქივი ქალაქ სევილიაში (ანდალუსიაესპანეთი). შეიცავს ძვირფას დოკუმენტებს, რომელიც ესპანეთის იმპერიის ისტორიას აღწერს ამერიკასა და ფილიპინებზე. არქივის შენობა, რომლის ავტორია არქიტექტორი ხუან დე ერერააღორძინების ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1987 წელს არქივის შენობა და მისი არქივები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

შენობა 1572 წელს ააგეს ფილიპ II-ის დავალებით, ვაჭართა სევილიის გილდიისთვის "კონსულადო-დე-მერკადეს" (Casa Lonja de Mercaderes). მანამდე სევილიელი ვაჭრები ვაჭრობას საკათედრო ტაძრის გრილ გალერეებში ამჯობინებდნენ. შენობის ცენტრში მდებარეობს დიდი პატიო. სახურავს გარშემორტყმული აქვს ბალუსტრადა, ხოლო მის კიდეებზე დაყენებულია ობელისკები. შენობას სკულპტურული მორთულობები არ აქვს.

ძველი რომაული ხიდი

მერიდა (ესპ. Méridaესტრ. Méria) - ქალაქი ესპანეთში, ავტონომიური რეგიონის ესტრენადურის დედაქალაქი. ცნობილია რომაელების ეპოქიდან, როგორც ემირატა ავგუსტა Emerita Augusta. 1993 წელს შეიტანეს იუნესკოსკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:III, IV).

სევილიის საკათედრო ტაძარი (ესპ. Catedral de Sevila, ყოფილი Catedral de Santa María de la Sede) საკუთარ ისტორიას 1402 წლიდან იწყებს, თუმცა მისი მშენებლობა მე-16 საუკუნემდე გრძელდებოდა. მდებარეობს სევილიაში,ანდალუსიაესპანეთი.

ეს უდიდესი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (წმ. პეტრეს ბაზილიკა რომში კათედრალთა რიცხვს არ ეკუთვნის) და ასევე უდიდესი შუასაუკუნეების გოტიკური რელიგიური შენობაა, ფართობითაც და მოცულობით. მისი ზომებია 76x115 მ. და იგი ყოფილი ალმოჰადის მეჩეთის ადგილას აშენდა. მისი ცენტრალური თაღი 42 მეტრის სიმაღლემდე ადის და გვერდითი სამრეკლოებიც კი იმხელაა, რომ თითოეული ცალკე ეკლესიას დაიტევა. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ქრისტიანულ სამყაროში უდიდესად ითვლება.

ინტერიერი, ყველაზე გრძელი მრავალთაღოვანი გუმბათით მდიდრული დეკორაციებითაა მორთული, დიდი რაოდენობით ოქროს ვარაყებით. კათედრალის მთავარ ნაწილში მხოლოდ დიდი ყუთის მაგვარი სტრუქტურა გამოყოფა, რომელიც გუმბათის ცენტრალური ნაწილის ქვეშაა მოთავსებული. აქედან იხსნება ხედი კაპილა მაიორზე, რომელსაც უზარმაზარი გოტიკური რეტაბლო ამშვენებს 45 ნაკვეთი სცენით ქრისტეს ცხოვრებიდან. ამ ნამუშევარზე ხელოსანი პიერ დანკარი მთელი ცხოვრება მუშაობდა და ის კათედრალის უმთავრეს ხელოვნების ქმნილებას წარმოადგენს - უდიდესი და უმდიდრესი საკურთხეველი მსოფლიოში და ერთ-ერთი უნატიფესი ნიმუში გოტიკური ხის კვეთის ტექნიკისა.

კათედრალს ასევე რელიგიურ ძვირფას ქვათა, ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა დიდი კოლექცია გააჩნია,ქრისტეფორე კოლუმბის ძვალთსაცავთან ერთად.

მშენებლებს ძველი მეჩეთიდან ზოგიერთი სვეტი და ელემენტი გამოუყენებით, მათ შორის ყველაზე განთქმულიაგირალდა, რომელიც თავდაპირველად მინარეთი იყო და ტაძრისთვის სამრეკლოდ გადაკეთდა. მის თავზე ქანდაკებაა, რომელიც რწმენის სიმბოლოს გამოხატავს. გირალდა ქალაქის ყველაზე განთქმული სიმბოლოა.

კათედრალი სევილიის სიმდიდრის დემონსტრერებისთვის აიგო - ის ქვეყნის უმთავრესი სავაჭრო ცენტრი გახდა რეკონქისტას მომდევნო წლებში.

კათედრალი 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1206 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები