პარასკევი, 26.04.2024, 16:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ქართული დამწერლობა.
19:34
ქართული დამწერლობა.
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება" (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება"-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი" არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492493წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი1990-იან და 20002003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს.

მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურ–გრაფიკული მსგავსება.

არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ დაალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული.  ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარაიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქარულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).

ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები.

ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.

ასომთავრული .

ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[9] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული". მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც" ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.

ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები,წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე -ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი Asomtavruli dj.svg, რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით,  ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:

Georgian J.jpg[10]

რ. პატარაიძის აზრით კი, "" ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ – PhoenicianT-01.pngბერძნული ხი – Greek uc chi.png და ლათინური იქსი – Greek uc chi.png).

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1466 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 2.0/1
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები